სალომე ზურაბიშვილი პაატა ბურჭულაძეზე: რატომ არავის უკვირს ამ “ბანის" სიჩუმე მთელი 9 წელი, წინა ხელისუფლების მმართველობის დროს?!
23-11-2015, 12:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართელოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ არენაზე გააქტიურებას ეხმიანება და კითხულობს თუ რატომ არავის უკვირს ამ “ბანის" სიჩუმე მთელი 9 წელი, წინა ხელისუფლების მმართველობის დროს?! პარტია "საქართველოს გზის" საპატიო თავმჯდომარე ასევე სვამს შეკითხვას იმის შესახებაც, რომ "იმ დროს, როცა არც ერთი ბიზნესი ხელისუფლების წნეხისგან დაცული არ იყო, რა კავშირი ჰქონდა ამ ფონდს ხელისუფლებასთან?"

 

 

"ესე იგი ინტერვიუს სრული ვერსია რუსთავი-2 ზე ... რატომ არ მიკვირს !? რატომ არ მიკვირს რომ მაჭავარიანის ძმა ახალ დაარსებულ ფომდის გენმდივნად ყავს აყვანილი?

 

 

ან რატომ არავის უკვირს ამ “ბანის" სიჩუმე მთელი 9 წელი წინა ხელისუფლების მმართველობის დროს (თუმცა დღევანდელი ხელისუფლების კრიტიკის უფლება აქვს და უნდა ჰქონდეს) ... ნუთუ ასეთ გამაყრუებელ სიჩუმეს რამე კავშირი ჰქონდა იმასთან რომ ამ 9 წლის მანძილზე მისი ფონდი “იავნანა” სარგებლობდა იმდროინდელ ხელისუფლების სრული “კარტ-ბლანშით”? მეტიც, "იავნანას" ჰქონდა მიღებული მონოპოლია: აეროპორტში იდგა მხოლოდ იავნანა-ს ყუთები, სადაც წამსვლელ მგზავრებს შეეძლოთ მათ ხელთ შერჩენილი ლარების შეწირვა იავნანასთვის.... იმ დროს როცა არც ერთი ბიზნესი ხელისუფლების წნეხისგან დაცული არ იყო, რა კავშირი ჰქონდა ამ ფონდს ხელისუფლებასთან?... უცხოეთიდან შემოსული ფულის გათეთრებისა, თუ სწორედ სხვა და სხვა ბიზნესებზე დაკისრულ გადასახადის გადმორიცხვის ფორმა? ხომ საინტერესო კითხვაა ... ნეტავ რუსთავი-2 ს ინტერვიუში დაუსვამენ ამ და სხვა კითხვებს ... ?"- წერს სალომე ზურაბიშვილი, რომლის ეს კომენტარიც შემდეგი ინფორმაციის გავრცელებას მოჰყვა: 

 

 

„საქართველოს განვითარების ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პაატა ბურჭულაძე არ ეთანხმება ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს, რომ დღეს ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის.

 


როგორც ცნობილმა საოპერო მომღერალმა „რუსთავი 2“-ს განუცხადა, ამაზე უმოქმედობა არ შეიძლება.

 


„მე გულახდილად რომ გითხრათ, არ მომწონს ის, რომ მთავრობა იძახის - „ყველაფერი კარგად არის“. აი ეს არ მომწონს. ყველაფერზე გეუბნება, რომ დღეს ეს კარგად არის, როდესაც ეს კარგად ნამდვილად არ არის. ამაზე უმოქმედობა არ შეიძლება“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი