სამთავროს დედათა მონასტერში, გიორგობის დღესასწაულზე, მღვდლებმა მეუფე ილარიონ სამხარაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
24-11-2015, 04:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

გიორგობის დღესასწაულზე, სამთავროს დედათა მონასტერში სალოცავად მისული მეუფე ილარიონ სამხარაძე ტაძარში მყოფმა მღვდლებმა სცემეს. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მეუფის მხლებელ დედა ნინოსაც, რომელიც ამავე დროს, მეუფის პირადი ადვოკატი ნათია სირაძეა.

როგორც guardian.ge-ს დედა ნინომ განუცხადა, აღნიშნული ინციდენტი მეუფე ილარიონის დევნის პირველი შემთხვევა არ არის და ის წლებია ამ ტკივილს იტანს.

„მეუფე ილარიონ სამხარაძე არის მოქმედი ეპისკოპოსი და ღია ცის ქვეშ ლოცულობს, 17 წელი მდუმარებაში გაატარა, მანამდე კი ბოდბის ეპარქიის ქორეპისკოპოსი გახლდათ. მას 40 წელზე მეტია სდევნიან. ყველაფერი კი დაიწყო იქედან, რომ მეუფე ყოველთვის გამოდიოდა მზაკვრობისა და ფარისევლობის წინააღმდეგ. ის პირველი იყო, ვინც ილია მეორის წინააღმდეგ ხმა აღიმაღლა. პატრიარქ დავით V-ის ანდერძით, მისი სიკვდილის შემდეგ პატრიარქად სწორედ ის უნდა ეკურთხებინათ. გუშინაც, დედათა მონასტერში მისულებს ფიზიკური შეურაცხყოფა მოგვაყენეს. მე მაშინვე ხელის კვრითა და ცემით გამათრიეს და დამაშორეს მეუფეს. თავად ტაძარში შესული მეუფე კი წააქციეს, კვერთხის წართმევა სცადეს და ცემა დაუწყეს მღვდლებმა. ირგვლივ ვინც იყო მრევლი, არავის მისცეს საშუალება დაგვხმარებოდნენ“ - განმარტა დედა ნინომ.

მისივე თქმით, ადგილზე გამოიძახეს პატრულიც, თუმცა, საპატრულო ეკიპაჟის თანამშრომელი გულგრილობით მოეკიდა მომხდარს.

„მე თავად გამოვიძახე პატრული. ადგილზე მოსულ პატრულის თანამშრომელს ვეუბნებოდი, რომ შემეძლო მეჩვენებინა კონკრეტული ადამიანები, ვინც ეს ჩაიდინა და რომლებიც მაშინ ტაძარში იყვნენ შეყუჟულები. თუმცა, პატრულის თანამშრომელმა გამომიცხადა, ნუ მასწავლით რა გავაკეთო, ჩემი საქმის მე თავად ვიციო. გამოძახებული გვყავდა სასწრაფო დახმარებაც, რადგან ძალიან ცუდად ვიყავით მეუფეც და მეც. მეუფე ახლაც შეუძლოდაა. თქვენ წარმოგიდგენიათ, ამხელა წმინდა მამის წინაშე რომ ამდენს ბედავენ, ერს რას უზამენ? თუ იუდამ ქრისტე 30 ვერცხლად გაყიდა, დღევანდელი სამღვდელოება კვერცხის ფასად ყიდის ქვეყანას. დღევანდელი სამღვდელოება ერს ტყუილში ამყოფებს. გემახსოვრებათ, როგორ აკეთეს ფული მამა გაბრიელის საფლავზე. როგორ შეიძლება ააშენო სამება, როდესაც ანჩისხატი გყავს დატყვევებული? ესენი არიან ჩვეულებრივი ბიზნესმენები, მადლის მძარცველები. ყველაფერ ამის საწინააღდეგოდ რომ იმაღლებს ხმას მეუფე ილარიონი, ამიტომაც არის დევნილი, შევიწროებული, შეურაცხყოფილი“ - აცხადებს დედა ნინო.

Guardian.ge-მ სცადა დაკავშირება მცხეთის პოლიციასთან, კონკრეტულად კი ბექა აკობიასთან, რომელსაც უნდა ეწარმოებინა აღნიშნული საქმე, თუმცა, უშედეგოდ. მასთან დაკავშირება არ ხერხდება.

კომენტარები: 20
#20   რამაზი
      
დროა ერთად დავდგეთ!
25 ნოემბერი 2016 01:29
#19   nin
      
აუ რა მბავია აქა? დარწმუნებულები ხართ, რომ სიცრუეს არ განიხილავთ?
10 დეკემბერი 2015 02:20
#18   eka shioshvili
      
გმერთმა დალოცოს მეუფე ილარიონი.ადამიანის ფიზიკური შეურაცხყოფა ყოვლად მიუგებელია,მითუმეთტეს როდესაც ამას სასულიერო პირები კეთებენ,მააგრამ არ მესმის ერთი რამ პატრიარქთან დაკავშირებით.მისი უწმინდესობა აყსაყდრა სინოდის გადაწყვეტილებით და კენცჰის ყრით,მას რამდენადაც ვიცი,ასევე მხარი დაუჩირა მეუფე გრიგოლ,ა,მაშინდელმა ალავერდელმა ეპისკოპოსმა(ცერცვაძემ),ეს ცნობილია ჭესმარიტება...უწმინდესი რა შუაა ვე ვხვდები,არ უნდა აეწიათ ხელი მეუფეზე გეთანხმებიტ,მაგრამ პტრიარქის გვაწლი დიდია და მგონი არაფერ შუაა იგი
3 დეკემბერი 2015 05:14
#17   tiko
      
უფალო შეგვიწყალე,შეგვინდე,მოგვიტევე,უფალო მოგვიტევე რამეთუ არ ვიცით რას ვიქმთ.
27 ნოემბერი 2015 12:08
#16   თამარი
      
https://saertogazeti.wordpress.com/2011/09/28/%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%
93%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A4%E1%8
3%94%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%96%E1%83%90-%E1%83%A1/

ჩაწერეთ გუგლში „ცხედრებით მოფენილი გზა საპატრიარქო ტახტისკენ“ და ყველაფერს ნახავთ ამ თემაზე
26 ნოემბერი 2015 02:02
#15   cira
      
ღვთის პირიდან გადავარდნილებო, როგორ აღმართეთ ხელი წმინდა ადამიანზე და თან წმინდა ადგილზე, უფლის სასჯელს ილოდეთ თქვე უღმერთოებო.

ღვთის პირიდან გადავარდნილებო, როგორ გაბედეთ და ხელი აღმართეთ ამ წმინდა ადამიანზე და თან წმინდა ადგილზე, უფლის სასჯელს ელოდეთ ცხვრის ტყავში გამოხვეულო მგლებო.
25 ნოემბერი 2015 09:15
#14   ქეთი
      
ერთი კითხა მაქვს,ბოდიშით ცოტა თემას გადავუხვევ.სამებაში გიჟი ნათელა რომ არის,ბერი გაბრიელის მოსწავლე,ლიფით რომ ცეკვავსხოლმე სამების ეზოში და მამაოებს მავათმავლებს და გაუმაძღარ ღორებს რომ ეძახის,ამბობენ რომ სალოსობსო და რაღაც ლოგიკაში არ ჯდება ეს.მამაოებს დასტიქაროსნებს ჯოხით სცემს (კი არიან საცემები,მაგრამ მაინც)დადის ფერადი კაბებით ეგზოტიკური ფრინველივით და რაღაც საოცრებებს აკეთებსხოლმე და რამდენად სალოსია როგორ ფიქრობთ
25 ნოემბერი 2015 07:27
#13   ...
      
მეუფე ილარიონის ცემა ბევრ სასულიერო პირს გაუხარებდა ბოროტ გულს. ყველამ ვიცით ალბათ მას დღემდე როგორ დევნიან და მტრობენ, რომ ვერ ერევიან ფიზიკურად უსწორდებიან არაკაცები!
25 ნოემბერი 2015 06:16
#12  აჩიკო
      
ციტატა: სოფიო
ციტატა: Lasha
Martlac samwuxaro factia Vetanxmebi Deda ninos,tazarshi adamianis fizikuri sheuracyofa. Rac sheexeba "meufis" statuss,ikneb ganumartot sazogadoebas romel eparqiashi mogvaweobs tkveni meufe da ratom ar chans xolme wminda sinodis krebebze,tundac patriarqtan wirvisas.mama gabrielsisgan magilitis moyvana cota araadekvaturia, radgan is sicocxlis umetesi nawili beri iyo,mas salosobis gvawlis kurtxeva migebuli hkonda shesabamisi imdroindeli episkoposisgan.ikneb sazogadoebas upasuxot meufe ilarions visgan akvs salosobis kurtxeva migebuli, tu salosobs? Tu namdvilad episkoposia patriarqisgan xeldasxmuli ratom ar aris mat gverdze? Gtxovt gvipasuxot bolo or kitxvaze,madloba.

და რაო, შენ ფიქრობ რომ მამა გაბრიელს კურთხევა ქონდა სალოსობაზე ან ჭირდებოდა ვინმესგან ნებართვა თავის ქმედებებზე? ამ პატრიარქის ჭკუაზე რომ არ დადიოდა და არავის არ უთანხმებდა თავის საქციელს, იმიტომაც იყო დევნაში გაბრიელი.
ჯერ ერთი, "სალოსობაზე კურთხევა" სულ ცოტა სასაცილოა, უფრო მეტი კი უვიცობაა კითხვის მაგგვარად დასმა. მაგრამ ვინაიდან არ იცი განგიმარტავ, რომ სალოსობა სულიერი განვითარების ერთერთი საფეხურია და ამ კონდიციამდე ადამიანი თავისი შინაგანი განვითარების გარკვეულ ეტაპზე მიდის ყოველგვარი მეუფისა და პატრიარქის კურთხევის გარეშე. სალოსის მაკურთხეველი თვით ღმერთია.
რაც შეეხება მამა გაბრიელის მაგალითს - ზუსტადაც უპრიანია ამ შედარების გაკეთება, რადგან აქ მათი დევნილობის შედარება ხდება და კიდევ იმისა, რომ ეს აფერისტი სამღვდელოება და იერარქია სიცოცხლეში დევნიდნენ მამა გაბრიელს და გიჟს ეძახდნენ, მასთან მიმსვლელ ხალხს ათასნაირად ბლოკავდნენ და უცებ მისი გარდაცვალების მერე, მამა გაბრიელის წმინდანობა თავის ბიზნესზე მოირგეს. გონიერს და ნორმალურს არავის სჯერა, რომ ეს იერარქია დღემდე ცნობს მამა გაბრიელს, უბრალოდ ამ ფარისევლებს აწყობთ მისი წმინდანობა შემოსავლის გაზრდის თვალსაზრისით, ეგაა და ეგ. აბა ცოცხალ მამა გაბრიელთან არ უშვებდნენ ხალხს და გარდაცვალების მერე გაუხსნეს გზები, ანუ სიცოცხლეში საშიში კაცი, სიკვდილის მერე სულისა და ხორცის მკურნალი გახდა? ამის გააზრებას და ანალიზს არ ჭირდება ბევრი განათლება, სულ ცოტა ძალას თუ დაატანს ადამიანი ტვინს, ისედაც მიხვდება რასთან გვაქვს საქმე

პატრიარქისგან ხელდასმას რაც შეეხება, მეუფე ილარიონს ილია მეორემდე გაცილებით ადრე ქონდა ხელდასმა მიღებული წინა პატრიარქისგან და რომ იცოდე, ისე ინფორმაციითვის - პატრიარქ დავით მეხუთე დევდარიანის მემკვიდრედ, სწორედ მეუფე ილარიონი იყო მოხსენიებული მისავე ანდერძში. ხელდასმული ისედაც არის მეუფე და მეორედ გინდა დაასხას ხელი ილიამ? :)

თქვენ არასწორ ინფორმაციას ფლობთ და არასწორვე ინფორმაციას ავრცელებთ. კი ნამდვილად პატრიარქ დავით V-ის დროს იქნა ეპისკოპოსად ნაკურთხი, მაგრამ ის თუ იცით რა ვითარებაში? პატრიარქი დავითი არც კი დაესწრო მის კურთხევას, რადგან ძალით აკურთხებინეს ზემდგომმა ორგანოებმა, დიდი ზეწოლის შედეგად. შესაბამისად პატრიარქი დავითი, პენსიაში მყოფ ეპისკოპოს ილარიონს არავითარშემთხვევაში მის მემკვიდრედ არ დაასახელებდა და ესაა ცრუ ინფორმაცია. ცნობისთვის წაიკითხეთ მასალა იმ დროინდელი ამბების, რაც ხდებოდა მაშინ. წაიკითხეთ გაიოზ კერატიშვილის სტატიები და გაიგებთ თუ რა ხდებოდა მაშინ. ასე, რომ იმ აზრის მტკიცება, თითქოს ეპისკოპოსი ილარიონი პატრიარქ დავით მეხუთის მემკვიდრე იყო სრულიად აბსურდულია. რაც შეეხება სტატიაში მოყვანილ ფაქტს, თუ ეს ნამდვილად მოხდა, ძალიან ცუდი ფაქტია და რეაგირებაა ნამდვილად საჭირო. ქრისტიანობა შემწყნარებლობისა და ყოველგვარი ძალადობის უარყოფის რელიგიაა.
25 ნოემბერი 2015 01:27
#11  სოფიო
      
ციტატა: Lasha
Martlac samwuxaro factia Vetanxmebi Deda ninos,tazarshi adamianis fizikuri sheuracyofa. Rac sheexeba "meufis" statuss,ikneb ganumartot sazogadoebas romel eparqiashi mogvaweobs tkveni meufe da ratom ar chans xolme wminda sinodis krebebze,tundac patriarqtan wirvisas.mama gabrielsisgan magilitis moyvana cota araadekvaturia, radgan is sicocxlis umetesi nawili beri iyo,mas salosobis gvawlis kurtxeva migebuli hkonda shesabamisi imdroindeli episkoposisgan.ikneb sazogadoebas upasuxot meufe ilarions visgan akvs salosobis kurtxeva migebuli, tu salosobs? Tu namdvilad episkoposia patriarqisgan xeldasxmuli ratom ar aris mat gverdze? Gtxovt gvipasuxot bolo or kitxvaze,madloba.

და რაო, შენ ფიქრობ რომ მამა გაბრიელს კურთხევა ქონდა სალოსობაზე ან ჭირდებოდა ვინმესგან ნებართვა თავის ქმედებებზე? ამ პატრიარქის ჭკუაზე რომ არ დადიოდა და არავის არ უთანხმებდა თავის საქციელს, იმიტომაც იყო დევნაში გაბრიელი.
ჯერ ერთი, "სალოსობაზე კურთხევა" სულ ცოტა სასაცილოა, უფრო მეტი კი უვიცობაა კითხვის მაგგვარად დასმა. მაგრამ ვინაიდან არ იცი განგიმარტავ, რომ სალოსობა სულიერი განვითარების ერთერთი საფეხურია და ამ კონდიციამდე ადამიანი თავისი შინაგანი განვითარების გარკვეულ ეტაპზე მიდის ყოველგვარი მეუფისა და პატრიარქის კურთხევის გარეშე. სალოსის მაკურთხეველი თვით ღმერთია.
რაც შეეხება მამა გაბრიელის მაგალითს - ზუსტადაც უპრიანია ამ შედარების გაკეთება, რადგან აქ მათი დევნილობის შედარება ხდება და კიდევ იმისა, რომ ეს აფერისტი სამღვდელოება და იერარქია სიცოცხლეში დევნიდნენ მამა გაბრიელს და გიჟს ეძახდნენ, მასთან მიმსვლელ ხალხს ათასნაირად ბლოკავდნენ და უცებ მისი გარდაცვალების მერე, მამა გაბრიელის წმინდანობა თავის ბიზნესზე მოირგეს. გონიერს და ნორმალურს არავის სჯერა, რომ ეს იერარქია დღემდე ცნობს მამა გაბრიელს, უბრალოდ ამ ფარისევლებს აწყობთ მისი წმინდანობა შემოსავლის გაზრდის თვალსაზრისით, ეგაა და ეგ. აბა ცოცხალ მამა გაბრიელთან არ უშვებდნენ ხალხს და გარდაცვალების მერე გაუხსნეს გზები, ანუ სიცოცხლეში საშიში კაცი, სიკვდილის მერე სულისა და ხორცის მკურნალი გახდა? ამის გააზრებას და ანალიზს არ ჭირდება ბევრი განათლება, სულ ცოტა ძალას თუ დაატანს ადამიანი ტვინს, ისედაც მიხვდება რასთან გვაქვს საქმე

ციტატა: Lasha
Martlac samwuxaro factia Vetanxmebi Deda ninos,tazarshi adamianis fizikuri sheuracyofa. Rac sheexeba "meufis" statuss,ikneb ganumartot sazogadoebas romel eparqiashi mogvaweobs tkveni meufe da ratom ar chans xolme wminda sinodis krebebze,tundac patriarqtan wirvisas.mama gabrielsisgan magilitis moyvana cota araadekvaturia, radgan is sicocxlis umetesi nawili beri iyo,mas salosobis gvawlis kurtxeva migebuli hkonda shesabamisi imdroindeli episkoposisgan.ikneb sazogadoebas upasuxot meufe ilarions visgan akvs salosobis kurtxeva migebuli, tu salosobs? Tu namdvilad episkoposia patriarqisgan xeldasxmuli ratom ar aris mat gverdze? Gtxovt gvipasuxot bolo or kitxvaze,madloba.

პატრიარქისგან ხელდასმას რაც შეეხება, მეუფე ილარიონს ილია მეორემდე გაცილებით ადრე ქონდა ხელდასმა მიღებული წინა პატრიარქისგან და რომ იცოდე, ისე ინფორმაციითვის - პატრიარქ დავით მეხუთე დევდარიანის მემკვიდრედ, სწორედ მეუფე ილარიონი იყო მოხსენიებული მისავე ანდერძში. ხელდასმული ისედაც არის მეუფე და მეორედ გინდა დაასხას ხელი ილიამ? :)
25 ნოემბერი 2015 01:12
#10   Lasha
      
Martlac samwuxaro factia Vetanxmebi Deda ninos,tazarshi adamianis fizikuri sheuracyofa. Rac sheexeba "meufis" statuss,ikneb ganumartot sazogadoebas romel eparqiashi mogvaweobs tkveni meufe da ratom ar chans xolme wminda sinodis krebebze,tundac patriarqtan wirvisas.mama gabrielsisgan magilitis moyvana cota araadekvaturia, radgan is sicocxlis umetesi nawili beri iyo,mas salosobis gvawlis kurtxeva migebuli hkonda shesabamisi imdroindeli episkoposisgan.ikneb sazogadoebas upasuxot meufe ilarions visgan akvs salosobis kurtxeva migebuli, tu salosobs? Tu namdvilad episkoposia patriarqisgan xeldasxmuli ratom ar aris mat gverdze? Gtxovt gvipasuxot bolo or kitxvaze,madloba.
25 ნოემბერი 2015 00:29
#9  სოფიო
      
მაგ სვეტებიანი ბომონი, წმინდა სამების სახელი რომ დაარქვეს ხმამაღლა და შემოდგეს მთაზე, სინამდვილეში ზიკურათს წარმოადგენს, ზიკურათივითვე გაცამტვერდება და გასწორდება მიწასთან და შიგ მომსახურე ქურუმებსა და დაგიპნოზებულ ფარისეველ მრევლს ქვეშ მოიყოლებს. ეს პატრიარქი კი თავის დამქაშებიანად ისე გაერთო ღმერთობანას თამაშში რომ რეალობის შეგრძნება აქვთ დაკარგული და იმიტომაც აღარ უნდათ იცოდნენ ღმერთი რომ არსებობს. მოხუცს და ქალებს მოერივნენ "ბიჭები". წყევლით კი, რაღად გინდათ ჩემი წყევლა, ისედაც წყეულები ხართ უკუნისამდე, ამინ!
25 ნოემბერი 2015 00:28
#8   რუსუდანი
      
ხროგორც ექცეოდნენ მამა გაბრიელ ურგებაძეს,მამა გიორგი ბასილაძეს ,ისევე ექცევიან მეუფეს,მამა გაბრიელ ურგებაძის მემკვიდრეს ბერ ნიკოლოზ მაქარაშვილს,მამა იოანე ოლარს ,იმ განსხვავებით,რომ მამა გაბრიელს და მამა გიორგის ,ამ ორ უდიდეს მნათობს ,ჩასასვენებელში,დასაფლავებამდე წუთებით ადრე არქიმანდრიტობა ,,დააწიეს''!!!.სასაცილოდ აგდება არაა ეს?!!! წმინდანს წირვა-ლოცვა აუკრძალო,ეკლეიებიდან დევნა-შევიწროება-დამცრობა არ დააკლო, და მის წმიდა ცხედართან სადიდებელი ოდა უკითხო?ხალხი კი,რომელნიც მხოლოდ წმიდა მამათა ლოცვაზე დგას ისე გყავდეს გამორთული,რომ დღე და ღამე შენზე ლოცულობდეს?ჯადოქრობა არ არის ეს? უდიდესი მტრობა და ღალატი არ არის ეს საქართველოსა და ქართველი ხალხის წინაშე? !!!მტრისთვის მთავარია წმინდანმა არ ჩაატაროს წირვა-ლოცვა!!!რადგან მხოლოდ ამ დროს კარგავს ძალას და ნადგურდება!!! მხოლოდ ამ დროს ფხიზლდება მრევლი!იწმინდება! შესაბამისად ქვეყანა ფეხზე დგება! დღეს რა მდგომარეობაა?!!!რატომ ვართ ამ დღეში?ნუთუ საღვთისმეტყველო ცოდნა სჭირდება ამის დანახვას?უმცირესობის უმცირესობაშია ჩვენი დედა-ეკლესიის ღვთისმსახურთა ის ნაწილი,რომელნიც ცნობენ ღმერთს ,შესაბამისად წმიდა მამებს და სიხარულს განიცდიან!.თუკი მათი ეს სიხარული ცხადჩენილი გახდა და საქმეში წარმოჩნდა,იმათაც სჯიან !!!ანუ რა გამოდის? ღმერთს თუ მისსავე სახლში არ უშვებ და იმ სახლს შენ ითვისებ,იქ ან შენიანს,შენი ნების გამტარებელს(სულგაყიდულს) ადგენ,ან შენს მიერვე გამორთულს,რომლისთვისაც შენით იწყება და მთავრდება სამყარო. ანუ კერპი ხარ მისთვის.ხოდა კი გვაქვს მრავლად ეს საკერპოები!!! შედეგიც სახეზეა! დავიქეცით! გავიძახით ეკლესია გასაწმენდიაო! ვინ უნდა გაწმინდოს ხომ არ იცით?
24 ნოემბერი 2015 18:02
#7   თამარი
      
მეუფეს ეპარქია არ ააქვს და მაშინ გამოდის რომ მოქმედი ეპისკოპოსი არ არის.მაგრამ უბრალოდ ადამიანზე ხელის აღმართვა და თან ტაძარში?თანაც ღვდლების მიერ?და მერე ვიკითხავთ ღმერთი რატომ გვსჯისო?
24 ნოემბერი 2015 17:43
#6   maia
      
წმინდა ადგილზე,ტაზარში,უფლის სახლში შეიძლება ვინმეზე ხელი აგმართო!ყველამ უნდა აგოს პასუხი.რუის-ურბნისის კრების მოწვწვაა საჭირო.
24 ნოემბერი 2015 16:15
#5   manana maisuraZe
      
გულში ნაღველი ჩამეღვარა...სადამდე და როდემდე უნდა ვცოდოთ..? ასე მიმაჩნია რომ ეს ბოროტება ყველამ , ჩვენ ჩავიდინეთ.., მამა გაბრიელის მიმართადაც და ეხლაც...ის გვირჩევნია რომ მუხლმოდრეკილებმა შევთხოვოთ უფალს შენდობა.. და უფალი შეგვინდობს თუ არა , ეს უფლის ნებაა..ღმერთო ძლიერო როდემდე უნდა ვცოდოთ , და სადამდე... გევედრები უფალო გაგვინათე გონება, რათა შენი წმინდა გზით ვიაროთ.... იდიდოს შენმა სახელმა..ამინ.
24 ნოემბერი 2015 14:28
#4   ანტონი
      
მეუფისკენ რომ აქვთ ხელები დალესილი... აბა ერთი იაღოველებს გაუბედონ! ქრისტიანობაა მოხუც ადამიანზე ხელის აღმართვა?! შეგირცხვათ ნამუსი! მაგარი მორწმუნეები ხართ ვინც ხელი აღმართეთ რა! ღმერთი ყოფილიიყოს თქვენი მოსამართლე ახლავე თანაც ხალხისათვის თვალხილულად!
24 ნოემბერი 2015 14:08
#3   ლელა მიქაძე
      
როგორ აწიეს ხელი მოხუც ადამიანზე?რას ერჩიან? ვის რას უშავებს?სამთავროში ნუთუ არ იციან რომ მამა გაბრიელი მეუფე ილარიონს წმინდა ადამიამს ეძახდა?დარწმუნებული ვარ ეგენი წმინდა მამა გაბრიელსაც დევნიდნენ ადრე და ვერ ცნობდნენ,ისევე როგორც ახლა მეუფე ილარიონს,მაგრამ არაუშავს დიდი დრო აღარ დარჩენიათ სიმართლის გარკვევამდე და შულ გადაირივნენ საცოდავები,მეუფეს მაგით არაფერი დაუშავდა,თავის თავს დაუშავეს,თან თვითონაც ვერ ხვდებიან როგორ,მოვა დრო და დაიჩოქებთ მის წინაშე და პატიებას თხოვთ....

მეცოდებიან ეგ საწყლები,მამა გაბრიელი თვითონ აღიარებდა მეუფეს,როგორც წმინდა ადამიანს"მე ვუგებ ილარიონს და ილარიონი მიგებს მე"-ზუსტად მამა გაბრიელის სიტყვებია მეუფე ილარიონზე,მაგათი მრევლი მეცოდება უფრო მეტად ,ასეთი უვიცი და სულიერი ხედვის არმქონე მოძღვრების ხელში,ალბათ სიტყვა სალოსი არც გაუგიათ მაგათ :(
24 ნოემბერი 2015 13:05
#2   თიკა
      
ღმერთი არავის შეარჩენს უსამართლობას! ვაი,თქვენ ვინც ეს იკადრეთ. ქრისტიანობა სიყვარულია და არა ძალადობა და როგორ შეგიძლიათ ისაუბროთ ღმერთის სახელით,როცა მის საწინააღმდეგო საქმეს სჩადიხართ. ეს დიდი ხანია რაც ხდება,თქვენ დიდი ხანია რაც წმინდა მამებს ებრძვით,მათ შორის ბერი გაბრიელიცაა.თუმცაღა დრო გავიდა და თქვენ იგი წმინდანად შერაცხეთ და მისი სახელით დღემდე ცუდად სპეკულირებთ და თქვენ გგონიათ ეს შეგრჩებათ? დრო მოვა და გასამართლდებით ყველანი მაღალი იერარქიიდან დაბალ იერარქიამდე! არ დაგავიწყდეთ, ღმერთი ყველაფერს ხედავს და თითოეული თქვენთაგანი უსამართლო და ცხვრის ტყავში გახვეული მგელი აგებს პასუხს,თანაც ძალიან მალე!!!!!!!!!! მეცოდება,თქვენი სულები! ღმერთმა შეგინდოთ!
24 ნოემბერი 2015 12:48
#1   ლუიზა
      
არაფერი მიკვირს მაგ ღვთის პირიდან გადავარდნილების.ეგენი ხომ ზონდერები არიან კაბაში.არც ღმერთის სწამთ და არც ადამიანობის.მასე არ ექცეოდნენ თავის დროზე მამა გაბრიელს????
24 ნოემბერი 2015 12:30
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 
ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი