იენს სტოლტენბერგი: ჩვენ ვდგავართ თურქეთის გვერდით
24-11-2015, 13:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ ვდგავართ თურქეთის გვერდით და პატივს ვცემთ თურქეთის – ნატოს პარტნიორის ტერიტორიულ მთლიანობას, - აღნიშნული განცხადება ბრიუსელში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გააკეთა.

 


სტოლტენბერგმა მხარეებს სიტუაციის განმუხტვისაკენ მოუწოდა. მისივე თქმით, ნატოს სამხედრო საზღვრების მონიტორინგი გაგრძელდება. სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საბჭოს საგანგებო შეხვედრა. თურქეთის ელჩმა მოგვაწოდა ინფორმაცია მიმდინარე პროცესებზე. ასევე ვესაუბრე თურქეთის პრემიერ-მინისტრს. თურქეთმა მოგვახსენა რუსეთის ბომბდამშენის მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ. მე მაქვს ჩემი მოსაზრება იმ ყველაფერზე, რასაც რუსეთი ნატოს საზღვრებთან ახლოს ახორციელებს, იმ სამხედრო ოპერაციებზე. იმედია, მომავალში ინციდენტების თავიდან აცილება მოხერხდება. ჩვენ ვდგავართ თურქეთის გვერდით და პატივს ვცემთ თურქეთის – ნატოს პარტნიორის ტერიტორიულ მთლიანობას. გავაგრძელებთ ნატოს სამხედრო საზღვრების მონიტორინგს ძალიან ახლოს. ველოდები, რომ შედგება შემდგომი კონტაქტები ანკარასა და მოსკოვს შორის. მოვუწოდებ მხარეებს სიტუაციის განმუხტვისკენ", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 

 

თურქეთის მიერ რუსეთის "სუ-24"-ის ჩამოგდებასთან დაკავშირებით ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი