რუსეთი ხმელთაშუა ზღვაში სამხედრო გემს განათავსებს, რათა "გაანადგუროს ნებისმიერი სამიზნე"
24-11-2015, 22:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთმა თურქეთთან სამხედრო კონტაქტი გაწყვიტა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ხმელთაშუა ზღვაში განლაგდება საჰაერო თავდაცვითი სისტემით აღჭურვილი კრეისერი, რათა "გაანადგუროს ნებისმიერი სამიზნე", რომელიც სირიაში რუსეთის სამხედრო ძალებისთვის საფრთხის შემცველი იქნება.



როგორც BBC რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რუსული ბომბდამშენები უკვე სირიაში საჰაერო დარტყმებს მებრძოლების თანხლებით განახორციელებენ. გენერალმა სერგეი რუდსკოიმ განაცხადა, რომ თვითმფრინავის ჩამოგდება "საერთაშორისო კანონმდებლობის აღმაშფოთებელი დარღვევა" იყო.


უკვე დადასტურებულია, რომ თურქების მიერ ჩამოგდებული რუსული სამხედრო თვითმფრინავის ერთ-ერთი პილოტი გარდაცვლილია, თუმცა თურქეთის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით, "როიტერსის" მიერ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სირიის საზღვრის სიახლოვეს რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ ორი რუსი პილოტი არ გარდაცვლილა და ისინი სირიელი მეამბოხეებისაგან თავდასხნას ცდილობდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას "როიტერსზე" დაყრდნობით, ბრიტანული "გარდიანი" ავრცელებდა.


რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ გაკეთებულ კომენტარში აშშ-ს პრეზიდენტი, ბარაქ ობამა აღნიშნავს, რომ თურქეთს უფლება ჰქონდა დაეცვა თავისი ტერიტორია და საჰაერო სივრცე, თუმცა ხაზს უსვამს, რომ თურქეთმა და რუსეთმა უნდა ისაუბრონ და მდგომარეობის დეესკალაცია მოახდინონ.


ობამამ, თეთღ სახლში საფრანგეთის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე თქვა, რომ თუ რუსეთი კონცენტრირდება "ისლამურ სახელმწიფოზე", მაშინ მისი მხრიდან შეცდომის დაშვების მცირე შანსი იქნება. "პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ "ისლამურ სახელმწიფოზე" კონცენტრირების ნაცვლად რუსეთი ასადს ამაგრებს", აღნიშნა ობამამ.


აშშ-ს პრეზიდენტმა თქვა, რომ რუსეთის დარტყმები სირიის ზომიერი ოპოზიციის მიმართ, მხოლოდ აძლიერებს "ისლამურ სახელმწიფოს". ობამა კვლავ აყენებს ვენის მოლაპარაკებებიდან სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ ასადის ჩამოცილების საკითხს.

 
"ისინი ჩვენ ვერ დაგვამარცხებენ ბრძოლის ველზე, ჩვენ არ დავუშვებთ რომ შიშმა ჩვენი დაყოფა მოახდინოს". ობამა წარსულ მუქარებს, მეორე მსოფლიო ომს და ცივ ომს იხსენებს და აცხადებს, რომ ამ ომებში დასავლეთმა გაიმარჯვა. "ამჯერადაც არ იქნება სხვაგვარად, ჩვენ გავიმარჯვებთ და "ისლამური სახელმწიფოს" მსგავსი ჯგუფები დამარცხდებიან".


ჩვენ ვდგავართ თურქეთის გვერდით და პატივს ვცემთ თურქეთის – ნატოს პარტნიორის ტერიტორიულ მთლიანობას, - აღნიშნული განცხადება ბრიუსელში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გააკეთა.


სტოლტენბერგმა მხარეებს სიტუაციის განმუხტვისაკენ მოუწოდა. "მე მაქვს ჩემი მოსაზრება იმ ყველაფერზე, რასაც რუსეთი ნატოს საზღვრებთან ახლოს ახორციელებს, იმ სამხედრო ოპერაციებზე. იმედია, მომავალში ინციდენტების თავიდან აცილება მოხერხდება. ჩვენ ვდგავართ თურქეთის გვერდით და პატივს ვცემთ თურქეთის – ნატოს პარტნიორის ტერიტორიულ მთლიანობას. გავაგრძელებთ ნატოს სამხედრო საზღვრების მონიტორინგს ძალიან ახლოს. ველოდები, რომ შედგება შემდგომი კონტაქტები ანკარასა და მოსკოვს შორის. მოვუწოდებ მხარეებს სიტუაციის განმუხტვისკენ", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.


თურქეთ-სირიის საზღვართან რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გუშინვე გამოეხმაურა.


„ჩვენი თვითმფრინავი ჩამოგდებულ იქნა სირიის ტერიტორიაზე თურქული F-16-ის თვითმფრინავიდან ჰაერი-ჰაერის ტიპის რაკეტით ჩამოაგდეს. თვითმფრინავი სირიის ტერიტორიაზე, თურქეთის საზღვრიდან 4 კილომეტრში ჩამოავრდა. ჩამოგდებამდე, ჩვენი თვითმფრინავი 6 ათასი მეტრის სიმაღლეზე, თურქეთის ტერიტორიიდან ერთ კილომეტრში იმყოფებოდა. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი პილოტები და თვითმფრინავი თურქეთს არანაირ საფრთხეს არ უქმნიდა“ - განაცხადა პუტინმა.

 
პუტინის განცხადებით, თურქეთმა რუსეთს მიაყენა დარტყმა ზურგში და დღევანდელი შემთხვევა სერიოზულ შედეგებს მოიტანს რუსეთ-თურქეთს შორის ურთიერთობების საკითხში.


„რუსეთი თურქეთთან დამოკიდებულებაში მოქმედებდა არა მარტო როგორც მეზობელი, არამედ როგორც მეგობრული ქვეყანა. არ მესმის, ვის სჭირდებოდა ეს, მაგრამ არა ჩვენ. მათ რა სურთ, რომ NATO ISIS-ის სამსახურში ჩადგეს?“ - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი