ტუნისის დედაქალაქში ავტობუსი ააფეთქეს, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტის დაცვის წევრები გადაჰყავდა. აფეთქების შედეგად სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა.
ტუნისის პრეზიდენტმა, ბეჟი ყაიდ ეს-სებსიმ ქვეყანაში 30-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, დედაქალაქში კი კომენდანტის საათი შემოიღო. წელს ეს ქვეყანაში მესამე სერიოზული ტერორისტული აქტია, მას შემდეგ რაც ივნისში, ზღვაზე მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში ისლამისტმა ტერორისტებმა 38 უცხოელი მოკლეს, ხოლო მარტში ბარდოს მუზეუმში შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა 21 ტურისტი მოკლეს.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.