იოჰანეს ჰანი: ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული ანგარიში, რომელიც დეკემბრის შუა რიცხვებში გამოქვეყნდება, იქნება დადებითი
27-11-2015, 01:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისრის, იოჰანეს ჰანის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით დასკვნა, რომელიც დეკემბრის შუა რიცხვებში უნდა გამოქვეყნდეს, დადებითი იქნება. 

 


"მინდა, ვაღიარო და ვთქვა, რომ საქართველო საკმაო წარმატებას აღწევს ამ თვალსაზრისით. არ იქნება საიდუმლოება, თუ გამოვხატავ ჩემს დარწმუნებას იმაში, ანგარიში, რომელიც გამოქვეყნდება დეკემბრის შუა რიცხვებში იქნება დადებითი. ევროკომისიამ, ევროპარლამენტმა უნდა მიიღოს საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება. ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ უპირველეს ყოვლისა ამას სჭირდება დრო. ჩვენ გვაქვს გარკვეული მეთოდოლოგია, როდესაც საქმე შეეხება ქვეყნის მზაობას, რომ მიიღოს ვიზალიბერალიზაციის შედეგები. ჩვენ განსხვავებას არ ვაკეთებთ დიდ და მცირე ქვეყნებს შორის, ასევე - ვინ ახლოს არის ევროკავშირთან და ვინ შორს. ვგულისხმობ გეოგრაფიულ მდებარეობას", - განაცხადა ჰანმა. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი