თურქეთში ჯაშუშობის ბრალდებით ორი ჟურნალისტი დააპატიმრეს
27-11-2015, 02:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თურქეთში ჯაშუშობის ბრალდებით ორი ჟურნალისტი დააპატიმრეს. როგორც "ბიბისი" იტყობინება, ესენია ოპოზიციური გაზეთის Cumhuriyet-ის მთავარი რედაქტორი ჩან დუნდარი და გამოცემის ანკარის ბიუროს უფროსი ერდემ გიული.

 


ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ჟურნალისტებს სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ.

 


ჟურნალისტების დაკავება Cumhuriyet-ში მაისში გამოქვეყნებულ სკანდალურ მასალას ეხება, რომლის თანახმად, თურქული სპეცსამსახურები სირიაში მოქმედ შეიარაღებულ მებრძოლებს იარაღს აწვდიდნენ.

 


მასალის თანახმად, 2014 წლის იანვარში პროვინცია ადანაში სამხედროებმა თურქეთის ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციის - MIT-ის კუთვნილი სატვირტო მანქანები შეამოწმეს, რა დროსაც იარაღის პარტია აღმოაჩინეს.

 


თურქეთის ხელისუფლების ვერსიით, სატვირთო მანქანებს სირიაში მცხოვრებ თურქმენებისთვის ჰუმანიტარული დახმარება ჩაჰქონდათ, თუმცა, თურქული მედია ამტკიცებდა, რომ ტვირთი რადიკალი ისლამისტებისთვის იყო განკუთვნილი.

 


აღნიშნულ მასალას მთავრობის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჟურნალისტები სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულა და გაზეთის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი