ვლადიმერ ჟირინოვსკი: თურქეთის პრეზიდენტის ერთი უგუნური ქმედება და შესაძლოა, ქვეყანა ბირთვული რაკეტით განადგურდეს
28-11-2015, 02:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის, ვლადიმერ ჟირინოვსკის განცხადებით, თურქეთი რუსეთის ნომერ პირველი მტერია და ამიტომ უნდა ეშინოდეს რუსეთის. აღნიშნული განცხადება ჟირინოვსკიმ რადიოსადგურ Говорит Москва-ს ეთერში გააკეთა.

 

 

„ისინი ახლა განსაცდელში არიან. არც პრეზიდენტმა, პრემიერმა და გენშტბმა არ იცის, რა მოხდება. მე მათ ადგილას გამანადგურებელი დარტყმის შემეშინდებოდა. თურქეთის პრეზიდენტის ერთი უგუნური ქმედება და შესაძლოა, ქვეყანამ საერთოდ აღარ იარსებოს. ის შეიძლება განადგურდეს ბირთვული რაკეტით, სტამბოლის განადგურება ძალიან ადვილია: მხოლოდ ერთი ატომური ბომბი სრუტეში და მორჩა. ისეთი საშინელი წყალდიდობა იქნება, წყლის დონე 10-15 მეტრს მიაღწევს და ქალაქიც აღარ იარსებებს, იქ კი 9 მილიონი ადამიანი ცხოვრობს“ - აღნიშნა რუსმა პოლიტიკოსმა.

 

 

მისი თქმით, თურქეთის მოკავშირე ნატო-ს წევრი ქვეყნები ამ ყველაფერში არ ჩაერევიან, რადგან არ სურთ „ბირთვული ცეცხლით განადგურდნენ“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი