ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ"ბიბისი" ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქება ქალაქის მერვე უბანში, კარტე ნაუში მოხდა.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ტერაქტი თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.
როგორც ცნობილია, მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯუფებას არ აუღია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.