გენერალური შტაბის უფროსმა სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2015-ში“ მონაწილე სამხედროები დააჯილდოვა
30-11-2015, 05:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2015-ში“ მონაწილე სამხედროები დააჯილდოვა. გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მედალი „გენერალი მაზნიაშვილი“, წარმატებული სამხედრო ოპერაციების და ფართომასშტაბიანი სწავლებების დაგეგმვისა და მართვისას გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის, 18 სამხედრო მოსამსახურეს გადასცა.


დაჯილდოებულებს შორის იყვნენ: სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ლევან ბერია; ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდალი, პოლკოვნიკი მამუკა ცხვედიანი; J-2 დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი გიორგი კვირიკაშვილი; J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, პოლკოვნიკი არჩილ ომიაძე; J-5/9 სტრტეგიული დაგეგმვის, სამხედრო პოლიტიკისა და სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი მამუკა შიუკაშვილი და სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ მეთაური, პოლკოვნიკი გრიგოლ ჭელიძე. მედალი „გენერალი მაზნიაშვილი“ ასევე გადაეცათ სწავლებაში მონაწილე სხვადასხვა უწყებების ოფიცრებსა და ჯარისკაცებს.


ფართომასშტაბიანი სწავლება „დიდგორი 2015“ 25 ოქტომბერს დასრულდა. უწყებათაშორის სამეთაურო-საშტაბო სწავლების მიზანი კრიზისული და საომარი ვითარების დროს სხვადასხვა სამთავრობო ინსტიტუტებს შორის ურთიერთქმედების დახვეწა, მართვისა და კონტროლის სისტემების გაუმჯობესება და საქართველოს შეიარაღებული ძალების შტაბების მომზადებაა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი