"ჯაბჰათ ალ-ნუსრამ" 16 ლიბანელი ჯარისკაცი და სამართალდამცავი გაათავისუფლა
01-12-2015, 06:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სირიაში მოქმედმა ექსტრემისტულმა დაჯგუფება "ჯაბჰათ ალ-ნუსრამ" 16 ლიბანელი ჯარისკაცი და სამართალდამცავი გაათავისუფლა. საპასუხოდ, ლიბანის ხელისუფლებამ ციხიდან გამოუშვა 13 ისლამისტი. გათავისუფლებულ პატიმრებს შორის "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის აბუ ბაქარ ალ-ბაღდადის ყოფილი მეუღლე საჯა ალ-დულაიმია, რომელიც ლიბანში გასულ წელს დააკავეს.

 


"ბიბისი"-ს ინფორმაციით, გათავისუფლების შემდეგ ის თურქეთში აპირებს გამგზავრებას.

 


ტყვეების გაცვლაზე მხარეები ყატარის შუამავლობით შეთანხმდნენ. სააგენტო "ასოშიეითედ პრესი" იტყობინება, რომ ლიბანელი ჯარისკაცები სატვირთო მანქანებით ლიბანი-სირიის საზღვარზე მდებარე ქალაქ არსალში ჩაიყვანეს. იქვე იმყოფებოდნენ "წითელი ჯვრის" წარმომადგენლები და ასევე, მებრძოლები "ალ-ქაიდას" დროშებით, რომლებიც ტყვეთა გაცვლის პროცესს სახურავიდან აკვირდებოდნენ.

 


"ალ-ნუსრას" და "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა 29 ლიბანელი ჯარისკაცი არსალში გასულ წელს დაატყვევეს. 4 ჯარისკაცი სიკვდილით დასაჯეს. დანარჩენი ტყვეების გადაცემაზე მებრძოლები ჯერჯერობით უარს აცხადებენ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი