"ვაპირებ, მივმართო პროკურატურას" - ალექსანდრე თამაზაშვილი ალეკო ელისაშვილს "ცილისმწამებელს და მატყუარას" უწოდებს
01-12-2015, 23:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის წევრი "კოალიცია - ქართული ოცნებიდან", ალექსანდრე თამაზაშვილი, თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილს წინააღმდეგ გამოდის. თამაზაშვილი თვლის, რომ ელისაშვილს "მიზანმიმართულად შეცდომაში შეყავს საზოგადოება" და ცილს სწამებს მას, რის გამოც პარლამენტარი აპირებს პროკურატურას მიმართოს.


"ათასი ჭორი ვრცელდებოდა და ვრცელდება პირადად ჩემზე, ყველაზე პასუხის გაცემას აზრი არა აქვს, რადგან იმდენად აბსურდულია. თუმცა გააჩნია ვინ გწამებს ცილს და ცილისწამებათა აბსურდულობა, ვის გადადის სიბრიყვეში. პასუხის გაცემა იმიტომ გადავწყვიტე, რომ საკრებულოს დეპუტატს მიზანმიმართულად შეცდომაში შეყავს საზოგადოება და რომ არა მარტო ჩემთვის, არამედ საზოგადოებისთვისაც გახდა ნათელი, რომ ასეთ "ჭეშმარიტებებს" დეკლარირებს, ვითომ დამოუკიდებელი დეპუტატი, ელისაშვილი. ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერით, ალეკო ელისაშვილმა, მისთვის ჩვეული სიცრუის ტირაჟირება მოახდინა. თითქოს, თორმეტ ოჯახს ვასახლებ სახლიდან და აღნიშნა, რომ ამის დამადასტურებელი მასალა მოეპოვება ფოტოსურათის სახით.

 


ბატონო ალეკო, თქვენ ხართ ცილისმწამებელი, მატყუარა ადამიანი. სწორედ ასე, მოგიხსენიებთ მანამდე ვიდრე აღნიშნულ ფოტოს არ გამოაქვეყნებთ და ამით არ დაამტკიცებთ თქვენი მონაყოლის სისწორეს.


ასევე ვაპირებ, მივმართო პროკურატურას, გადაცემაში გაჟღერებული ინფორმაციის შესწავლა გამოკვლევის და შემდგომში რეაგირების მიზნით", წერს ალექსანდრე თამაზაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი