ჯეიმს ვულზი: ამერიკის და დასავლეთის მთავრობებმა სათანადოდ ვერ შეაფასეს ISIS-გან მომავალი საფრთხეები და რეაგირება დააგვიანდათ
02-12-2015, 00:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის და დასავლეთის მთავრობებმა სათანადოდ ვერ შეაფასეს "ისლამური სახელმწიფოსგან" მომავალი საფრთხეები და შესაბამისად, რეაგირებაც დააგვიანდათ - განცხადება ამის შესახებ "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან საუბარში აშშ-ს დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ყოფილმა დირექტორმა, ჯეიმს ვულზიმ გააკეთა.

 


ვულზი მიიჩნევს, რომ დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" გაძლიერებაში განსაკუთრებული როლი ე.წ. სახალიფოს შექმნამ და ახალგაზრდა წევრებმა შეიტანეს, რომლებიც დაჯგუფებაში გასაწევრიანებლად მთელი მსოფლიოდან ჩადიან.

 


დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ყოფილი დირექტორისა და მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის კანცლერის აზრით, დაჯგუფებასთან ბრძოლას ბევრად ართულებს მისი მოქმედების აქამდე უპრეცენდენტო მეთოდები, განსაკუთრებით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება.

 


რაც შეეხება შეკითხვას, როგორი უნდა იყოს ამერიკის სტრატეგია დაჯგუფებასთან ბრძოლაში, დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ყოფილი დირექტორის თქმით, "დასავლეთის რეაქცია რისკების შესაბამისი უნდა იყოს".

 


"დაჯგუფებას საკუთარ თავს სახელმწიფოს უწოდებს. ის მოქმედებს როგორც სახელმწიფო, როგორც ტოტალიტარული სახელმწიფო. შესაბამისად, ის მზად უნდა იყოს, რომ შეერთებული შტატები, რუსეთი ან ნებისმიერი სხვა მის მოქმედებებს უპასუხებს ისე, როგორც ჩვენ თავის დროზე ნაცისტურ გერმანიას ვუპასუხეთ. "ისლამური სახელმწიფოსთვის" ეს სახარბიელო ამბავი არ იქნება. ჩვენ შეიძლება ვუთხრათ - კი, ბატონო, გინდათ იყოთ იმპერია? გინდათ ჩვენი დაპყრობა? მაშინ მზად იყავით, რომ მოგექცევით ისე, როგორც ნაცისტურ გერმანიას მოვექეცით," – აღნიშნავს დაზვერვის სამსახურის ყოფილი მეთაური.

 


გარდა ამისა, ჯეიმს ვულზი მიგრაციის პროცესთან დაკავშირებითაც საუბრობს და ფიქრობს, რომ მართალია, ქვეყანაში ლტოლვილების სტატუსით ტერორისტების შემოსვლის თავიდან ასაცილებლად აშშ-მ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, თუმცა,ამერიკის მთავრობისთვის ლტოლვილები შესაძლებელია ინფორმაციის კარგი წყაროები იყვნენ.

 


"რა თქმა უნდა, იზრდება შანსები იმისა, რომ ლტოლვილების დიდ ნაკადთან ერთად ქვეყანაში შესაძლოა ტერორისტებმაც შემოაღწიონ, ჩვენ გვქონდა ამის სულ მცირე ორი მაგალითი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ჩვენს სურვილზე დავრჩეთ ლტოლვილების მიწად. შეერთებული შტატები ყოველთვის იყო ხალხისთვის, ვინც ომებს და ტერორისტებს გაურბის, ეს ასეც უნდა დარჩეს. ამ პროცესში განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს”, – მიიჩნევს ვულზი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი