გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების სკოლაში სერჟანტთა ოცეულის შუალედური კურსის მე-12 გამოშვების ცერემონიალი გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებს კურსის წარმატებით დასრულება შეიარაღებული ძალების მთავარმა სერჟანტმა ბესო ხატიაშვილმა და სერჟანტთა მომზადების ცენტრის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მიულოცეს და სერთიფიკატები გადასცეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სერჟანტთა ოცეულის შუალედური კურსი 14 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფიდან მოვლენილმა სამხედრო მოსამსახურეებმა კურსის განმავლობაში ტაქტიკის საფუძვლები, თავდაცვითი ოპერაციები, თავდასხმითი ოპერაციები, ქვედანაყოფის მართვის პროცედურები და საბრძოლო მომზადების ორგანიზება შეისწავლეს.
დღეიდან სამხედრო მოსამსახურეები ქვედანაყოფებს დაუბრუნდებიან და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურს გააგრძელებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.