მსახიობი, რომლის მეზობლადაც მამა გაბრიელი ცხოვრობდა, წმინდა ბერს იხსენებს
24-02-2014, 15:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

როგორ გამოიცნო და აუხდინა სურვილი მამა გაბრიელმა მეზობლის ბავშვს, როგორ შეეცადა დაემშვიდებინა მისი ოჯახი 13 წლის შვილის გარდაცვალების გამო და რა სასწაული მოხდა დედის გარდაცვალების დროს? – მამა გაბრიელის ყოფილი მეზობელი "კვირასთან" მის თვალწინ მომხდარ ღირსი მამის სასწაულებრივ ისტორიებს იხსენებს.

 


ღირსი მამა გაბრიელი წლების განმავლობაში მსახიობისა და პაროდისტის – დავით მამაცაშვილის მეზობლად ცხოვრობდა.

 

 

"მე და მყავს გარდაცვლილი, რომელსაც მამა გაბრიელმა აუგო წესი. მაშინდელი ათეიზმის დროს ეს ყველაფერი ცოტა უცხო იყო ჩვენთვის. როდესაც სახლში შემოვიდა წესის ასაგებად, დედაჩემს და იქ მყოფ ხალხს ასეთი რამ უთხრა – ნუ სტირით, მე იგი უკვე დედაღვთისმშობელს ჩავაბარე. როგორია, როცა 13 წლის ბავშვია გარდაცვლილი? მაშინ ჩვენ ვერ ვხვდებოდით ამ სიტყვების აზრს, ისე, უბრალოდ ნათქვამი გვეგონა, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ეს ყველაფერი სიმართლე იყო, მან კი ეს ყველაფერი იცოდა," – ამბობს დავით მამაცაშვილი.

 

 

მამაცაშვილი "კვირასთან" საუბრისას იხსენებს, თუ რა სასწაული მოხდა დედამისის გარდაცვალებისას, როდესაც ათეისტი მამაკაცი ღირს მამა გაბრიელზე აუგს ამბობდა.

 


"დედა გარდამეცვალა და სანამ სავადმყოფოდან მოვასვენებდით, ეზოს აწესრიგებდნენ. მამა გაბრიელზე დავიწყეთ საუბარი. დედაჩემი სავადმყოფოში ყოველ ღამე მამა გაბრიელის ზეთს იცხებდა, ლოცვებს კითხულობდა და ისე წვებოდა. ერთხელ დაუვარდა ზეთი და დაიქცა. ამ ამბავს ვყვებოდით და ერთმა კაცმა დაიწყო ასეთი საუბარი – რა მამა გაბრიელი, რის მამა გაბრიელი, ყველაფრის როგორ გჯერათო. ათეისტი კაცია. ასე დაიწყო და ბოლოს, მამა გაბრიელის ლანძღვაში გადავიდა. ეზოში, ჯამში იდო სტაფილო. შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ ეს სტაფილოებიანი ჯამი თავისით ამოტრიალდა. ჰაერში ფრინავდა და ძირს იყრებოდა სტაფილოები, ხალხი გარეთ გავარდა. იმ კაცსაც შეეშინდა, ფერი გადაუვიდა სახეზე და გარეთ გავარდა. ეს სასწაული იყო, აბა რა იყო? ჯამი თავისით ამოტრიალდა. ამის მოწმე ძალიან ბევრი ადამიანია", – იხსენებს მამა გაბრიელის ყოფილი მეზობელი.

 

 

ღირსი მამა გაბრიელის მეზობლად მცხოვრები დავით მამაცაშვილი ბავშვობის ისტორიასაც ჰყვება. მისი თქმით, როდესაც ის 15 წლი იყო, ფეხბურთზე დადიოდა, მამა გაბრიელმა კი გამოიცნო, რომელი ბუცები უნდოდა და უყიდა კიდეც.

 

 

"იმ პერიოდში მოდაში იყო ბუცები, რომელსაც ბრაიტნერები ერქვა. ეს ბუცები ჩემი თაობის ბიჭებს ახსოვთ. მამაჩემმა მომცა ფული ბუცების შესაძენად. სახლთან ახლოს სპორტული მაღაზია იყო. გამოვედი სახლიდან და შემხვდა მამა გაბრიელი, მივესალმე, გააჩერა მანქანა და მითხრა, წამოდი, ქვემოთ მივდივარო, ესე იგი – მაღაზიისკენ. ჩავჯექი და წავედით. ზუსტად მაღაზიასთან გააჩერა: გადმოდი,- მეუბნება, – გადმოვედი, შევედით მაღაზიაში და ზუსტად ის ბუცები შეიძინა ჩემთვის, რომელიც მე მინდოდა. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, საიდან იცოდა, მე რა უნდა მეყიდა-მეთქი. ახლაც თვალწინ მიდგას ჩემი გაოცებული და მისი გახარებული თვალები", – ჰყვება მსახიობი და პაროდისტი დავით მამაცაშვილი.

 

 

მისი თქმით, იმ პერიოდში ხალხი ვერ გრძნობდა მამა გაბრიელის სასწაულებრივ მადლს, რადგან ათეიზმი სუფევდა. იგი იხსენებს, რომ ღირსი მამა ადამიანის საოცარი მოყვარული იყო და როცა დაინახავდა, ვინმე ვინმეს ლანძღავდა ან ცუდად ესაუბრებოდა, ამბობდა, რა უნდათ, რატომ ეჩხუბებიან ერთმანეთს, მე ცხოვრებაში ცუდი ადამიანი არ შემხვედრიაო. მას უკვირდა, ხალხი საიდან ხვდებოდა ცუდ ადამიანებს. როგორც მსახიობი იხსენებს, მამა გაბრიელი უბანში რომ მივიდოდა, ბავშვების მიმართ ძალიან დიდ სიყვარულს აფრქვევდა.

 

 

"მართლაც, უწმინდესი ადამიანი, წმინდა ბერი იყო, რომელიც ცხოვრებაშიც სასწაულებს ახდენდა. მე ვიცოდი და მჯეროდა, რომ ერთი დღეც დადგებოდა და ის წმინდანად შეირაცხებოდა. მე პირადად, რაც მინახავს და გამიგია მისი პიროვნების შესახებ, მას ცოდვა არ ჩაუდენია. წმინდა ცხოვრებით იცხოვრა. ყოველთვის ყველა ეცოდებოდა. ადამიანების სიყვარულში და დახმარებაში გაატარა მთელი თავისი ცხოვრება," – ამბობს დავით მამაცაშვილი, რომლის მეზობლადაც მამა გაბრიელი ცხოვრობდა.

 

 

 

 

 

 

 

http://kvira.ge/?p=12771 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი