საქართველოში იტალიის ელჩი მეცო-სოპრანო, ნინო სურგულაძეს დღეს იტალიის ვარსკვლავის ორდენს გადასცემს. ორგანიზატორების ინფორმაციით, იტალიის ელჩი ნინო სურგულაძეს იტალიის ვარსკვლავის ორდენს რეზიდენციაში გადასცემს.
ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, ხელისუფლების, საზოგადოების და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.
ორდენი იტალიასა და სხვა სახელმწიფოს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობისთვის გაწეული ღვაწლისთვის გაიცემა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.