გიორგი მარგველაშვილი - საჭიროა, მოქალაქეებს ჰქონდეთ რწმენა, რომ მათი უფლებების დარღვევის არც ერთი შემთხვევა რეაგირების გარეშე არ დარჩება
10-12-2015, 04:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ადამიანის უფლებების დაცვისთვის ძალისხმევას ჩემი საქმიანობის უმთავრეს ამოცანად მივიჩნევ" - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ მიმართვაში. აღნიშნულ მიმართვას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

"1948 წლის 10 დეკემბერს ხელი მოეწერა გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა დეკლარაციას, რომელიც ადამიანის უნივერსალურ და საყოველთაო უფლებათა დაცვას პოლიტიკური საქმიანობის უმთავრეს ამოცანად აცხადებს. ამ დღის უკან კაცობრიობის ხანგრძლივი ისტორია, მრავალი საუკუნის უდიდეს მოაზროვნეთა ძალისხმევა დგას.

 

 

ადამიანის უფლებები უმთავრესი ეთიკური პრინციპებია, რომლებიც მარადიულ ფასეულობებად აცხადებს ადამიანთა თავისუფლებასა და თანასწორობას - მათ შორის ყველა განსხვავებათა მიუხედავად.

 

 

საქართველოს კონსტიტუცია ამკვიდრებს და იცავს ამ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს.

თუმცა, სამწუხაროდ, ჯერაც არ ვართ თავისუფალი სხვადასხვა მოტივებით ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებისაგან. მსგავსი მოვლენები რომ ავიცილოთ თავიდან, კვლავ ბევრი მუშაობა გვმართებს.

 

 

უპირველეს ყოვლისა, საჭიროა მართლმსაჯულების სისტემის სრულყოფა იმგვარად, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ ურყევი რწმენა - მათი უფლებების არც ერთი დარღვევა არ დარჩება სათანადო რეაგირების გარეშე. საჭიროა ხელისუფლების კონსოლიდირებული მუშაობა უფლებათა დარღვევის სოციალურ, ეკონომიკურ, ყველა სხვა წინაპირობათა აღმოსაფხვრელად.

ამასთან, საზოგადოების თითოეულმა წევრმა თავისი ძალისხმევა უნდა მოახმაროს ამ საქმეს.

 

 

 

უნდა გავითავისოთ, რომ სხვათა უფლებების დაცვით ვიცავთ საკუთარ უფლებებსაც.

ადამიანის უფლებების დაცვისთვის ძალისხმევას ჩემი საქმიანობის უმთავრეს ამოცანად მივიჩნევ. ვპირდები ჩემს თანამოქალაქეებს, რომ მუდამ ვიდგები თითოეული მათგანის თავისუფლების სადარაჯოზე" - ნათქვამია მიმართვაში.

 

კომენტარები: 1
#1   დავითი
      
მეცინება რა... ნუთუ ვერ ვხდებიან ეს ადამიანები რომ რწმენები არაფერ სუაშია... რომ გამართული სასამართლო სისტემა, გამართული, ადამიანის, მოქალაქის ინტერესებზე პრიორიტეტულად მიმართული ჰუმანური კანონდებლობა უჩენს ადამიანს დაცულობის სეგრზნებას და რწმენას... სხვანაერად რანაერად გაჩნდება ადამიანს სახელმწიფოს სისტემის რწმენა, რომელი სისტემაც უსამართლოა და პირველ რიგში საერთო ეკონომიკურ-სოციალური უსამართლობის თვალსაზრისით - ყველას კუთვნილი სიმდიდრე სრულიად უსამართლოდ და უთანასწოროდ გადანაწილებულია - ბატონყმობის პერიოდშია საქართველო დაბრუნებული უკვე 25 წელია - ეადგან სულ 1% პარტოკრატიული ,,ვაი" ბიზნემენები ფლობენ მთელ საქართველოს ქონებას (თან უსამართლოდ დაპატრონებულნი)... რანაერად გაუჩნდება მოქალაქეს რწმება სამართლიუანობის თუ სახელმწიფო სისტემა არ შეიცვლება მთლინად როგორც ეს ყველა ცივილიზებულ საზოგადოებაშია? ე.წ. ველური კაპიტალიზმის პერიოდი და პარტოკრატიული ყოფიერება - რა სისტემაც აწყობილია დღეს საქართველოში სახელმწიფოს კეთილდღეობას ვერ უზრუნველყობს. ეს სისტემა უზრუნველყობს 1% ელიტური კლანების კეთილდღეობას - ეს გამოასწორეთ სანამ მორიგი რევოლუციური აფეთქება მოხდება და მაშინ თავისთავად ირქმუნებს მოქალაქე სამართლიანობის და კანონიერების რწმენას - რაც დღეს სრულიად გამქრალი ღირებულებებია ჩვენს სახელმწიფო სისატემაში

სასაცილოა რა... ნუთუ ვერ ვხდებიან ეს ადამიანები რომ რწმენები არაფერ შუაშია... რომ გამართული სასამართლო სისტემა, გამართული, საზოგადოების ინტერესებზე მორგებული 9და არა პარტოკრატიის!) საარჩევნო სისტემის არსებობა, ადამიანის, მოქალაქის ინტერესებზე პრიორიტეტულად მიმართული ჰუმანური კანონდებლობა უჩენს ადამიანს დაცულობის შეგრძნებას და რწმენას... სხვანაერად რანაერად გაუჩნდება ადამიანს სახელმწიფოს სისტემის რწმენა? დღევანდელი სახელმწიფო სისტემა, რომელი სრულიად უსამართლოა და მიმართულია სწორედ მოქალაქის, ადამიანის ინტერესების დათრგუნვაზე და პირველ რიგში საერთო ეკონომიკურ-სოციალური უსამართლობის თვალსაზრისით - ყველას კუთვნილი სიმდიდრე სრულიად უსამართლოდ და უთანასწოროდ გადანაწილებულია - ბატონყმობის პერიოდშია საქართველო დაბრუნებული უკვე 25 წელია - რადგან სულ 1% პარტოკრატიული ,,ვაი" ბიზნემენები ფლობენ მთელ საქართველოს ქონებას (თან უსამართლოდ დაპატრონებულნი)... რანაერად გაუჩნდება მოქალაქეს ამ სისტემაში რწმება სამართლიანობის თუ სახელმწიფო სისტემა არ შეიცვლება მთლინად როგორც ეს ყველა ცივილიზებულ საზოგადოებაშია? ე.წ. ველური კაპიტალიზმის პერიოდი და პარტოკრატიული ყოფიერება - რა სისტემაც აწყობილია დღეს საქართველოში სახელმწიფოს კეთილდღეობას ვერ უზრუნველყობს. ეს სისტემა უზრუნველყობს 1% ელიტური კლანების კეთილდღეობას - ეს გამოასწორეთ სანამ მორიგი რევოლუციური აფეთქება მოხდება და მაშინ თავისთავად ირქმუნებს მოქალაქე სამართლიანობის და კანონიერების რწმენას - რაც დღეს სრულიად გამქრალი ღირებულებებია ჩვენს სახელმწიფო სისატემაში
10 დეკემბერი 2015 05:45
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი