საკვების გადამალვის გამო, თბილისის ერთ-ერთი ბაგა-ბაღის დირექტორი სამსახურიდან გაათავისუფლეს
11-12-2015, 00:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პირველი ლოგოპედიური ბაგა-ბაღის დირექტორი, ზაირა კურტანიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. კურტანიძე სამსახურიდან 10 დეკემბერს, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის ბრძანების #2/236 საფუძველზე გაათავისუფლეს.

 


როგორც ირკვევა, გათავისუფლების მიზეზი გახდა დაკისრებული ვალდებულებების დარღვევა. კერძოდ, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფის მიერ საბავშვო ბაგა-ბაღის შემოწმებისას კვების ბლოკში აღმოჩნდა საკვების გადამალვის ფაქტი.

 


ეს იყო აღნიშნული ბაღის დირექტორის მიერ ვალდებულებების განმეორებითი დარღვევა. საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის "თ" ქვეპუნქტის თანახმად, როდესაც პირის მიმართ ერთი წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა (საყვედური), განმეორებით შემთხვევაში ხდება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა.

 


პირველ ლოგოპედიურ ბაღში განმეორებითი შემოწმების საფუძველი გახდა, როგორც ბაღის თანამშრომლების, ისე მოქალაქეების მხრიდან სააგენტოს ცხელ ხაზზე არაერთხელ დაფიქსირებული ინფორმაცია ბაგა-ბაღში არსებული დარღვევების შესახებ.

 


სააგენტო ხაზგასმით აცხადებს, რომ საბავშვო ბაგა-ბაღის თანამშრომლის გათავისუფლების მიზეზი შეიძლება გახდეს მხოლოდ და მხოლოდ მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების არაჯეროვნად შესრულება ან/და სამსახურებრივი გადაცდომა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი