ალექსანდრე ბარამიძე: "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების საშუალებით ვემიჯნებით კომუნისტურ და პოსტკომუნისტურ წარსულს
11-12-2015, 02:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"იმის განურჩევლად, თუ რას იტყვიან ოპოზიციის წარმომადგენლები, ფაქტი ერთია – წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ჩვენ მკვეთრად ვემიჯნებით სისხლის სამართლის პროცესში კომუნისტურ და პოსტკომუნისტურ წარსულს" - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას გააკეთა.

 

 

"ამიერიდან მოწმე ჩვენების მისაცემად აღარასდროს იქნება საგამოძიებო ორგანოში დაბარებული და აღარ იქნება ვალდებული ჩვენება საგამოძიებო ორგანოს მისცეს. გარკვეული პირობების შემთხვევაში იგი შეიძლება სასამართლოში – მაგისტრატ მოსამართლესთან დაიკითხოს. იმის განურჩევლად, თუ რას იტყვიან ოპოზიციის წარმომადგენლები, პირობა იმისა, რომ მოწმე შეიძლება მხოლოდ სასამართლოში დაიკითხოს, არის შესრულებული", - განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.

 


მოწმის დაკითხვის წესთან დაკავშირებით "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებებს მიხედვით, ერთის მხრივ, პირს არ ექნება ვალდებულება, გამოცხადდეს საგამოძიებო ორგანოებში და გამომძიებელს, პოლიციელს ჩვენება მისცეს. ამის სანაცვლოდ, ე.წ. გამოკითხვის ინსტიტუტი ამოქმედდება - როდესაც პირი, საკუთარი სურვლის შემთხვევაში, უფლებამოსილია, საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელს ინფორმაცია მისცეს, მაგრამ ინფორმაციის მიცემის ვალდებულება არ ექნება. ამასთან, თუკი გამომძიებელს, პროკურორს აქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა მომხდარი დანაშაულის შესახებ იცის, მაგრამ ამის მიუხედავად, გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და გამოკითხვაზე უარს ამბობს, პროკურორის, გამომძიებლის შუამდგომლობით, ასეთი პირი შეიძლება მაგისტრატ მოსამართლესთან დაიკითხოს. ასეთ შემთხვევაში მოწმე ვალდებულია, სასამართლო სხდომაზე გამოცხადდეს.

 


ამასთან, კანონპროექტის მიხედვით, სისხლის სამართლის გარკვეულ დანაშაულებზე მოწმეთა დაკითხვის ის ძველი წესი ნარჩუნდება, რომელიც ჩვენების მისაცემად მოწმის სწორედ საგამოძიებო ორგანოში დაბარებას ითვალისწინებს. 2017 წლის 31 დეკემბრამდე ასეთი წესით მოწმეებს ისეთ დანაშაულებთან დაკავშირებით დაკითხავენ, რომელიც ეხება: - განზრახ მკვლელობას, განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში, თვითმკვლელობამდე მიყვანას, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, ოჯახში ძალადობას, ძარცვას, ყაჩაღობას, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, შეთქმულებას ან ამბოხს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაულებს და სხვა.

 


პროექტის ავტორები არიან იუსტიციის, შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროები და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
მოწმის დაკითხის ახალი წესი 2015 წლის 31 დეკემბრიდან შედის ძალაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი