ლონდონში მიმდინარე განათლების მსოფლიო ფორუმის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დელეგაციამ რამდენიმე შეხვედრა გამართა.
მინისტრი თამარ სანიკიძე, ინდივიდუალური შეხვედრების ფორმატში, სხვადასხვა ქვეყნის განათლების მინისტრს, მეცნიერების მენეჯმენტის სფეროს ბრიტანელ ექპერტებსა და პედაგოგიური განათლების მიმართულების პროფესორებს შეხვდა.
მინისტრმა შეხვედრები გამართა ისრაელის განათლების მინისტრ შაი პირონსა და ბრიტანეთის საბჭოს აღმასრულებელ დირექტორ მარტინ დევიდსონთან.
"ძალიან სასიამოვნო იყო მინისტრთან შეხვედრა და საუბარი განათლების რეფორმებზე საქართველოში, იმ გზებზე რომლითაც ვიმედოვნებთ, რომ ბრიტანეთი და საქართველო შეძლებენ ერთად იმუშაონ მათზე" – განაცხადა მარტინ დევიდსონმა.
ბრიტანეთის საბჭოს აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრაზე კი, საუბარი ინგლისური ენის უკეთეს და უფრო ეფექტურ სწავლებას და ამ პროცესში საინფორმაციო ტექნოლოგიების, კომპიუტერების გამოყენებას, მასწავლებლების ტრეინინგებს, მასალებისა და სასწავლო გეგმის განვითარებას შეეხო.
განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრისას ასევე აქტუალური იყო საქართველოსა და ბრიტანეთის უნივერსიტეტებს შორის უფრო მჭიდრო კავშირების დამყარების თემა, საქართველოსთვის, ბრიტანეთის უნივერსიტეტებთან პარტნიორობით, ბრიტანული აკადემიური ხარისხების, ბრიტანული კურსების შეთავაზება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.