უკრაინის შს მინისტრი: სააკაშვილი ისტერიკაში ჩავარდა და ყვირილი დამიწყო - მე თავი შევიკავე, რომ მისთვის არ დამერტყა
14-12-2015, 14:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტერი, არსენი ავაკოვი "ფეისბუქის' საკუთარ გვერდზე ოდესის გუბერნატორ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

 


"ცოტა ხნის წინ სააკაშვილმა ჩემ კითხვაზე მის მიმართ - რატომ ჰქონდა ურთიერთობა ურალხიმის რუს ოლიგარქთან ოდესის საპორტო ქარხანაზე და როგორ არის ეს დაკავშირებული ამ ქარხნის პრივატიზაციასთან, მან საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა.

 


ოდესის გუბერნატორი ისტერიკაში ჩავარდა და ყვირილი დამიწყო: "არავის აქვს უფლება მიხეილ სააკაშვილს ასე ელეპარაკოს... შე კორუმპირებულო მინისტრო.. მე კი პატიოსანი ადამიანი ვარ.." - გადმოვიდა პირდაპირ შეურაცხყოფაზე.

 

 

მე თავი შევიკავე, რომ მისთვის არ დამერტყა და სახეში წყალი შევასხი. დიდი ხანია არ მინახავს ასეთი შეშლილი პოპულისტი... არაფრის თქმის საშუალებას არ იძლეოდა, ყველას აწყვეტინებდა, მათ შორის პრეზიდენტსაც.

 


სააკაშვილი - ყბედი, რომელიც არაფერზე პასუხს არ აგებს... საკმარისია ჩემთვის არტისტები და ცირკის მსახიობები. საჭიროა მუშაობა და არა მეტიჩრობა! უხერხული კითხვები ისტერიკას იწვევს? - საკმარისია... არ ვაპირებ ავიტანო აგრესიული არამზადა, რომელიც ხმამაღალ საბაბს ეძებს თანამდებობის დატოვებისთვის, რომელმაც ჩააგდო სამუშაო თავის უშუალო სამუშაო ადგილზე. არ ვაპირებ ავიტანო თავხედი, რომელიც ჩემ ქვეყანას ატყუებს ლამაზი პოზით - ყველა ნეხვია და ის კი სუფთა... კორუმპირებულები უნდა დააპატიმრო, კი არ უნდა ილაპარაკო მათზე თვეობით და არ წარმოადგინო ფაქტები. თუ საყვარელიძე არ არის დაკავებული ამ ქარხნით? რა შუაშია აქ სააკაშვილის საუბრები ურალხიმთან?

 


ქარხანა ღიად უნდა გაიყიდოს - დასავლურ სახელოვან კომპანიაზე და არა ოფშორზე რუს ოლიგარქზე, რომელთანაც ლაპარაკობენ ჩინოვნიკები, რომლებიც ხმამაღალ ფრაზებს არიან ამოფარებულები.
უბრალოდ, საჭირო იყო სააკაშვილისთვის პასუხის გაცემა... მან კი აიწყვიტა... უწყინარმა კითხვამ ისტერიკა და შეურაცხყოფა გამოიწვია... ქურდს ქუდი აეწვა?!" - წერს ავაკოვი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი