საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში ეროვნულ- დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამართულ სამუშაო სადილს დაესწრო.
საღამო აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მადლენ ოლბრაიტმა გახსნა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმატებული ვიზიტი მიულოცა.
მადლენ ოლბრაიტი იმ რეფორმებსა და პოლიტიკას მიესალმა, რომელსაც საქართველოს ახალი ხელისუფლება ატარებს.
თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.