იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ ყველა შენობაზე, მათ შორის, საქართველოს რეგიონებში არსებულ ოფისებსა და ტერიტორიულ სამსახურებში, სახელმწიფო დროშები დილიდან დაშვებულია.
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო დროშა დაუშვეს თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობაზე.
გამომდინარე იქიდან, რომ პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილებით, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული, დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშა საქართველოს ყველა სახელმწიფო უწყების შენობიდან დაშვებულია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.