დედა ტერეზას წმინდანად შერაცხავენ - რომის პაპის მიერ "სასწაულის" აღიარების შემდეგ
17-12-2015, 23:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რომის პაპმა ფრანცისკმა აღიარა მეორე სამედიცინო სასწაული, რომელიც აწ გარდაცვლილ დედა ტერეზას სახელს უკავშირდება. საუბარია ბრაზილიელი მამაკაცის სასწაულებრივ გამოჯანმრთელებაზე, რომელიც ტვინის მრავალჯერადი სიმსივნით იყო დაავადებული. ამის შესახებ ბრიტანული "გარდიანი" კათოლიკურ გაზეთ Avvenire -ზე დაყრდნობით წერს.


გაზეთში მოყვანილი ვატიკანის ექსპერტის სტეფანია ფალასკას ინფორმაციის თანახმად, მოელიან, რომ დედა ტერეზას წმინდანად შერაცხვა 4 სექტემბერს რომში მოხდება და ოფიციალურად ამის გამოცხადება პაპის მოღვაწეობის საიუბილეო წლის ნაწილი იქნება.
ტერეზა, რომელსაც ალბანელი მშობლები ჰყავდა, დღევანდელ მაკედონიაში, სკოპიეში დაიბადა და იგი მთელ მსოფლიოში თავის ქველმოქმედებით იყო ცნობილი. იგი 1997 წელს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.


მეტსახელად მას "უპოვართა წმინდანი" შეარქვეს. მან თავისი ცხოვრება გაჭირვებულ, უპოვარ და ავადმყოფ ადამიანებს, ინდოეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქალაქ კოლკატას ჯურღმულებში მცხოვრებთ მიუძღვნა. 1979 წელს მას მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა.


2003 წელს დედა ტერეზაზე მაშინდელმა პაპმა იოანე პავლე მეორემ ლოცვა-კურთხევა აღავლინა. მაშინ ამ ცერემონიას 300 000-მდე მომლოცველი ესწრებოდა. წმინდანად შერაცხვამდე ეს პირველ ნაბიჯადაა მიჩნეული.


2002 წელს ვატიკანმა ოფიციალურად აღიარა სასწაული, რომელიც 1998 დედა ტერეზას სიკვდილის მერე მოხდა სახელდობრ, საუბარია 1998 წელს ბენგალის ტომის ქალის, მონიკა ბესრას განკურნებაზე, რომელიც მუცლის კიბოთი იტანჯებოდა.


ტრადიციული კანონიზირების პროცედურა სულ მცირე ორი სასწაულის მოხდენას საჭიროებს.


დედა ტერეზას წმინდანად შერაცხვის ცერემონიაზე რომში მომავალ წელს უამრავი მორწმუნის ჩასვლას მოელიან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი