საქართველოს პრეზიდენტმა იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო
25-02-2014, 13:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 1921 წლის თებერვალში კოჯრის მახლობლად გმირულად დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო და მათი მემორიალი გვირგვინით შეამკო.

 

 

"ჩვენ დღეს აქ მოვედით, რათა კიდევ ერთხელ მწუხარებით და, ამავდროულად, სიამაყით აღვნიშნოთ ის, თუ როგორ იბრძოდა ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებლობისთვის. საქართველოს ისტორიაში ცოტა თუ არის ცნობილი ისეთი ომი, სადაც ქართველი ჯარისკაცების რაოდენობა მტერზე მეტი იყო ან მას უტოლდებოდა. საკუთარი სამშობლოს დაცვას ყოველთვის მცირერიცხოვანი გმირი ადამიანების ბრძოლის შედეგად ვახერხებდით. ბუნებრივია, მათ მაგალითზე გვეძლევა მხნეობაც და უნარიც მუდმივად დავიცვათ ჩვენი პატარა ქვეყანა ძლიერი იმპერიებისა და აგრესორებისგან, რომლებიც, ისტორიულად, მუდმივად გვიტევნდენ, მაგრამ ვერასდროს გაგვტეხეს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

პრეზიდენტთან ერთად იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

 

 

1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის – ანექსია განახორციელა. შედეგად ქვეყანაში დამყარებულმა კომუნისტურმა საოკუპაციო რეჟიმმა პოლიტიკური ნიშნით სიცოცხლეს საქართველოს ასეულ ათასობით მოქალაქე გამოასალმა.

 

 

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილებით, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საქართველოს სამთავრობო შენობებზე აღმართული სახელმწიფო დროშები ეშვება.

 

                                                         

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი