ირაკლი ღარიბაშვილმა არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო
25-02-2014, 22:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.

 

 

ირაკლი ღარიბაშვილს ეროვნულ სასაფლაოზე გენერალი ჯეფრი ბუჩანანი მიესალმა. ცერემონიაში 330 ჯარისკაცი მონაწილეობდა, რომლებიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის საპატივცემულოდ საზეიმო ზალპი 19-ჯერ გაისროლეს. შესრულდა საქართველოსა და აშშ-ის სახელმწიფო ჰიმნები.

 


საქართველოს მთავრობის მეთაურმა არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე მდებარე მუზეუმიც დაათვალიერა და მუზეუმს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა. ცერემონიის ხელმძღვანელმა ჰარი ჰარდმა კი ირაკლი ღარიბაშვილი საპატიო სერთიფიკატით დააჯილდოვა.

 


უცნობი ჯარისკაცის საფლავის გვირგვინით შემკობის ცერემონიაში საქართველოს დელეგაცია სრული შემადგენლობით მონაწილეობდა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი