პრემიერმა ღარიბაშვილმა ვაშინგტონში არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა
26-02-2014, 08:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და კონგრესმენმა ადამ კინსინგერმა შეხვედრაზე აშშ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებსა და ამ მიმართულებით საქართველოს ახალი ხელისუფლების ხედვებზე ისაუბრეს.

 


ამერიკელი კონგრესმენი საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით დაინტერესდა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია.

 


პრემიერის განმარტებით, სტრატეგიის შედგენამდე საქართველოს მთავრობის თხოვნით საბაზისო კვლევა ევროკავშირის სპეციალურმა მრჩეველმა სამართლებრივ და კონსტიტუციურ რეფორმებსა და ადამიანის უფლებებში თომას ჰამერბერგმა ჩაატარა.

 

 

ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, სტრატეგია და სამოქმედო გეგმა უმცირესობების უფლებებსაც ითვალისწინებს და ამ თემას მთელი თავი ეთმობა.

 

 

ამერიკელი სენატორი ტედ პო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭებაში მხარდაჭერას დაჰპირდა.

 

 

სენატორი ტედ პო კონგრესმენ ტერნერთან, კიტინგსა და ენჯელთან ერთად საქართველოს მხარდამჭერი განცხადების ავტორია, რომლითაც კონგრესის წევრებმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერის მიმართეს და 2014 წლის ლონდონის სამიტზე საქართველოსთვის ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭების მხარდაჭერა სთხოვეს.

 

 

პრემიერ-მინისტრმა სენატორ პოს ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს ძალიან სჭირდება მხარდაჭერა ამ მიმართულებით, განსაკუთრებით ისეთი დასაფასებელი მეგობრებისგან, როგორიც ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები არიან.

მხარეებმა აშშ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზეც ისაუბრეს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა დარწმუნებულია, რომ ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები ქვეყნის მხარდაჭერას მომავალშიც განაგრძობენ.

 

 

ღარიბაშვილი ამერიკელ კონგრესმენ სტენი ჰოიერს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაზე ესაუბრა.

 

 

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ხელისუფლება ეკონომიკის გაჯანსაღების მიმართულებით მრავალ რეფორმას ატარებს.

 


პრემიერი აშშ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივასაც შეეხო და აღნიშნა, რომ აშშ-საქართველოს შორის მაღალი დონის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების შესახებ მოლაპარაკებებს ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, საქართველოს მთავრობა აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება.

 

 

შეხვედრა გაიმართა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებთანაც. სენატორები საქართველოს ხელისუფლების საგარეო პრიორიტეტებით და ქვეყანაში ბოლო პერიოდის განმავლობაში განხორციელებული რეფორმებით დაინტერესდნენ.

 


სენატორებმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოზიციაც მოისმინეს და დაინტერესდნენ, როგორ ხედავს ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებას.

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კომიტეტის წევრებს ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერების მიზნით განხორციელებულ რეფორმებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

 

 

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, ამერიკა რჩება საქართველოს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორად და ორი ქვეყნის ურთიერთობები თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის.

 


პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარება, ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი არ გადაიხედება.

 


საქართველოს მთავრობის მეთაურის განმარტებით, 2014 წლის შემდგომამდე საქართველო ხელს მოაწერს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას და ხელისუფლება მიესალმება აშშ-ის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს საქართველოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი