[xfgiven_poster][/xfgiven_poster]
ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ მინისტრის თანამდებობა დატოვა
23-12-2015, 10:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან წასვლის შესახებ განცხადება სულ ცოტა ხნის წინათ, მთავრობის ადმინისტრაციაში გააკეთა. მან თქვა, რომ ყველას აქვს თავისუფალი არჩევანის გაკეთების უფლება და თანამდებობიდან წასვლის პრეცედენტი ბიძინა ივანიშვილმა შექმნა.

 


"მე ნამდვილად მეამაყება, რომ წილად მხვდა პატივი ამეღო უდიდესი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის და ერის წინაშე, ჩვენს გუნდთან ერთად გამეგრძელებინა ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ დაწყებული საქმე. ჩემი პრემიერ მინისტრობის დროს ქვეყანაში დამკვიდრდა მშვიდობა და სტაბილურობა, კანონიერება და ჰუმანურობა. ჩვენს მოქალაქეებს დავუბრუნეთ ყველაზე მთავარი - თავისუფლება და ღირსება.

 

 

ასევე ჩვენს მიერ ჩატარებული მასშტაბური რეფორმებით და უპრეცედენტო სამთავრობო პროგრამებით, ჩვენ შევქმენით მყარი საფუძვლები ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობისთვის. ჩვენ ასევე მივაღწიეთ ისტორიულ შედეგებს, გავაფორმეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და დავიწყეთ თავისუფალი ვაჭრობა, მივიღეთ თანხმობა ასევე უვიზო მიმოსვლაზე ჩვენი მოქალაქეებისთვის, რითაც შეუქცევადი გახდა ჩვენი ქვეყნის ინტეგრაცია ევროპულ ოჯახში.

 

 

დღეს, ისე როგორც არასდროს, ადამიანზე ორიენტირებული და პრაგმატული პოლიტიკით,  ჩვენი ევროპული პერსპექტივით ყალიბდება რეალური საფუძველი ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული ფუნქციის აღდგენაზე. საქართველო აქტიურად ჩაერთო აბრეშუმის გზის საერთაშორისო პროექტში და ხდება რეალურად დამაკავშირებელი ხიდი აზიასა და ევროპას შორის.



მას შემდეგ რაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გადადგა, მე ვიტყოდი უპრეცედენტო ნაბიჯი, და მისი პოპულარობისა და პოლიტიკური გავლენის ზენიტში მყოფმა, მისივე გადაწყვეტილებით, დატოვა თანამდებობა, მან შექმნა მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა აკეთოს პოლიტიკოსმა ქვეყნისთვის სასარგებლო საქმე, როგორც დროული მოსვლით, ისე დროული წასვლით თანამდებობიდან. გულწრფელად გეტყვით, რომ ჩემთვის თანამდებობა, იქნებოდა ეს შინაგან საქმეთა მინისტრობა, თუ პრემიერ მინისტრობა, ზოგადად ხელისუფლებაში ყოფნა, არასოდეს ყოფილა ჩემი თვითმიზანი. ჩემთვის ეს არის უბრალოდ საშუალება იმისა, რომ ვემსახურო ჩემს ქვეყანას და ჩვენს ძვირფას ხალხს. ეს არის ჩემი პოლიტიკური მრწამსი", განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.



დღეს მედიასაშუალებების მიერ დილიდანვე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დატოვებდა. მის მიერ განცხადების გაკეთების წინასწარ დაანონსებული დრო არაერთხელ შეიცვალა და მთავრობის ადმინისტრაციამ საბოლოოდ ღარიბაშვილის განცხადების გაკეთების დროდ 20:00 საათი გამოაცხადა.


საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, გია ვოლსკი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ღარიბაშვილის მიერ პოსტის შესაძლო დატოვების შესახებ მსჯელობას ადგილი ჰქონდა. უმრავლესობის სხვა წევრები, ნუკრი ქანთარია და ზვიად ძიძიგური გავრცელებულ ინფორმაციას ჭორს უწოდებდნენ და აცხადებდნენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პოსტიდან წასვლის საკითხი დღის წესრიგში არ იდგა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ მინისტრობის კანდიდატად ვიცე პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იქნება წარდგენილი.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი