ირაკლი ღარიბაშვილი: როცა მე დავტოვებ თანამდებობას, მინდა ვიყო პასუხისმგებელი იმაზე, რასაც ახლა ვაკეთებ
26-02-2014, 11:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ერთხელ ვთქვი და მინდა გავიმეორო, რომ როცა მე დავტოვებ თანამდებობას, შესაძლოა 5 წელიწადში, შესაძლოა უფრო გვიან ან უფრო ადრეც, არავინ იცის, მე მინდა ვიყო პასუხისმგებელი იმაზე რასაც ახლა ვაკეთებ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ვაშინგტონში ატლანტიკურ საბჭოში გამართულ შეხვედრაზე იმ შეკითხვის საპასუხოდ, არის თუ არა პოლიტიკურად მოტივირებული საქართველოში ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების დაკავებები.

 

 

ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილს შეკითხვები დაუსვეს. მოდერატორმა მას ჰკითხა თუ რა პოლიტიკური მდგომარეობაა საქართველოში მოახლოებული ადგილობრივი არჩევნების ზღურბლზე. იგი დაინტერესდა თუ როგორ უდგება სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის საკითხებს ღარიბაშვილის მთავრობა. მოდერატორი განსაკუთრებით ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების სასამართლო საქმეებით დაინტერესდა, რაზეც პრემიერმა ღარიბაშვილმა უპასუხა:

 

 

"მე მინდა ძალიან მოკლედ აგიხსნათ, გამჭვირვალობას და კანონის უზენაესობას ყველა აღნიშნულ სასამართლო პროცესებზე უმთავრესი ყურადღება ექცევა. ჩვენ ვიძლევით იმის გარანტიას, რომ კანონის უზენაესობა ჩვენთან დაცულია. მე ამაყად შემიძლია გითხრათ, რომ ყველა ეს სასამართლო პროცესი აბსოლუტურად ტრანსპარანტულია. ჩვენ პროცესში საერთაშორისო მონიტორები, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები და ყველა დაინტერესებული მხარე გვყავს ჩართული, რომელთაც თავისუფლად შეუძლიათ დაესწრონ აღნიშნულ სასამართლო პროცესებს. გარდა ამისა, მონიტორინგს ევროკავშირის სპეციალური მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, თომას ჰამერბერგიც ახორციელებს და ჩვენ მისგან რჩევებს ვიღებთ. მე მიმაჩნია, რომ არავინ არ შეიძლება იყოს კანონზე მაღლა დაყენებული. ეს არაერთხელ ნათლად განმიცხადებია და მინდა გავიმეორო, რომ არავინ არ შეიძლება იყოს პრივილეგირებულ მდგომარეობაში, არ მინდა ჩემს მთავრობასა და ჩემს გუნდთან ერთად ამგვარი ქვეყანა ავაშენო. ერთხელ ვთქვი და მინდა გავიმეორო, რომ როცა მე დავტოვებ თანამდებობას, შესაძლოა 5 წელიწადში, შესაძლოა უფრო გვიან ან უფრო ადრეც, არავინ იცის, მინდა ვიყო პასუხისმგებელი იმაზე რასაც მე ახლა ვაკეთებ. და თუ კი 5 ან 10 წლის შემდეგ ახალი მთავრობა აღმოაჩენს, რომ მე დანაშაული ჩავიდინე, მაშინ ამაზე პასუხი უნდა ვაგო. მაგრამ ჩვენ სერიოზულ, დიდ დანაშაულობებზე ვსაუბრობთ და არცერთი ეს სასამართლო საქმე არ არის პოლიტიკურად მოტივირებული. ჩვენ თანაბრად ვეპყრობით, როგორც სხვას, ისე ჩვენი ხელისუფლების გუნდის წევრებს. როცა შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყავი, ჩემთან ძალიან ახლოს მყოფი პიროვნება, ჩემი პირველი მოადგილე დავაპატიმრეთ. ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ არჩევნებში, ის ჩვენი ერთ-ერთი ლიდერი იყო, მაგრამ როცა მან დაარღვია კანონი, ვალდებული ვიყავით ის დაგვეპატიმრებინა, სხვაგვარად, ხალხს ვეტყოდით, რომ ჩვენ პრივილეგირებულნი ვართ. ჩვენ არ ვართ პრივილეგირებულნი და არც მინდა რომ ვიყოთ. ჩვენ ხალხის მიერ ვართ არჩეული და უნდა ვემსახუროთ მას. მე პასუხისმგებელი უნდა ვიყო სწორედ ხალხის წინაშე და ყველაფერ იმაზე უნდა ვაგო პასუხი რასაც ვაკეთებ. გთხოვთ სწორად გამიგოთ, არ მინდა წარსულზე საუბარში გავატაროთ დრო, ჩვენ მომავალზე ორიენტირებული მთავრობა ვართ და ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევაა, რომ დღეს თავისუფალი სასამართლო გვაქვს. არასოდეს ყოფილა  საქართველოში სასამართლო ისეთი თავისუფალი, როგორიც დღესაა. მოდით და  მოსამართლემ გადაწყვიტოს, არის თუ არა ესა თუ ის ადამიანი დამნაშავე. ეს ჩემი საქმე არ არის. ", -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

კომენტარები: 1
#1   თამაზ
      
ბატონო ირაკლი სამართლიანობის აღდგენა ისევ ჩვენს ინტერესებშია, თორემ დასავლეთს თქვენი კანონის უზენაესობა სულ ცალ მოკასინზე ჰკიდია... ამას მოწმობს საფრანგეთის სასამართლოს მიერ კეზერაშვილისათვის მყუდრო და უშფოთველი ცხოვრების უზრუნველყოფა...
27 თებერვალი 2014 17:42
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი