ატლანტიკურ საბჭოში ირაკლი ღარიბაშვილს ექს-პრეზიდენტ სააკაშვილზეც დაუსვეს შეკითხვა. ღარიბაშვილის თქმით, სააკაშვილს სრული უფლება აქვს და შეუძლია დაბრუნდეს საქართველოში.
"სააკაშვილს შეუძლია დაბრუნდეს საქართველოში, მე ვერ გეტყვით, რომ იგი ხალხს ენატრება (სიცილი აუდიტორიაში), მაგრამ მას შეუძლია დაბრუნდეს. რა თქმა უნდა შეუძლია, მას ჯერ კიდევ აქვს საქართველოს მოქმედი პასპორტი. მას ნებისმიერი პრობლემის გარეშე შეუძლია მოგზაურობა", -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.