თინა ხიდაშელი: 2016 წლის გაზაფხულიდან ჯარი თითქმის სრულად ქართულ კვებაზე გადავა
28-12-2015, 04:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"2016 წლის გაზაფხულიდან ჯარი თითქმის სრულად ქართულ კვებაზე გადავა" - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, თინა ხიდაშელმა პარლამენტში განაცხადა.

 

 

"ქართული პროდუქციის წახალისება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. ამ ამოცანის ფარგლებში, ჩვენ გამოვედით ინიციატივით, რომ მაქსიმალურად ქართულ კვებაზე გადავიყვანოთ ჯარი. პირველი ეტაპი დასრულებულია და ორიოდე დღის წინ გვქონდა პრეზენტაცია, სადაც გავაცანით გამარჯვებული ქართველი მეწარმეები საზოგადოებას. აღმოსავლეთ საქართველოს საჯარისო შენაერთები მთლიანად ქართული ხორცით კვებაზეა გადასული. 25 დეკემბერს დასრულდა ტენდერი მთელ დანარჩენ სისტემაზე და 1-ელი იანვრიდან მთლიანი ჯარი უზრუნველყოფილი იქნება ქართული ხორცით. იანვარში გამოვაცხადებთ ქათმის პროდუქტზე ტენდერსაც. ვმუშაობთ ინტენსიურად მომწოდებლებთან ხილის და ბოსტნეულის მიმართულებით. მე მაქვს ამბიცია, რომ გაზაფხულის დასაწყისში, მთლიანად, გარდა იმ ძალიან მცირე ჩამონათავალისა, რაც საქართველოში არ იწარმოება, ქართულ კვებაზე გადავიყვანოთ ჯარი. ეს დაახლოებით 40 მილიონი ლარია, რომელიც დარჩება ქართულ ბაზარზე, ქართული ბიზნესის განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას მოხმარდება.

 

 

მეორე ასეთი ინიციატივა არის სამხედრო ფორმა, რომლის განხორციელება დაიწყება 2016 წლიდან. ქართული ჯარისთვის ფორმები, მისი ყველა ნაწილი, მისი ყველა კომპონენტი ყველანაირი მოხმარებისთვის და გამოყენებისთვის მთლიანად გვინდა, რომ იკერებოდეს საქართველოში. ძალიან კარგი შეხვედრები მქონდა საპარტნიორო ფონდის წინა ხელმძღვანელობასთან. დავით საგანელიძეს ჯერ არ შევხვედრილვარ და იმედია, მოკლე ხანში ამას მოვახერხებთ. საპარტნიორო ფონდის სრული მხარდაჭერა გვაქვს ამ პროექტში და იმედი მაქვს ეს მიმართულებაც სწრაფად ამოქმედდება. ეს კიდევ დამატებით ათეულობით მილიონი ლარია, რომელიც დარჩება საქართველოში და მოხმარდება ქართული ბიზნესის განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას" - აღნიშნა ხიდაშელმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი