ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე სტივენ სპილბერგის ახალ ფილმში ტომ ჰენკსთან ერთად თამაშობს
29-12-2015, 01:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე სტივენ სპილბერგის ახალ ფილმში Bridge of Spies - (ჯაშუშების კავშირი) თამაშობს და საბჭოთა მთავარი გამომძიებლის როლს ასრულებს. დრამატულ თრილერში, რომლის შთაგონების წყარო ნამდვილი ამბებია, ნინიძე ჰოლივუდის დიდი მსახიობის, ტომ ჰენკსის პარტნიორია.

 


ჰენკსი ამ ფილმში ჯეიმს დონოვანის როლს თამაშობს. ჰენკსის გმირი ბრუკლინის მკვიდრი ადვოკატი ცივი ომის ეპიცენტრში აღმოჩნდება, როდესაც ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მას თითქმის შეუძლებელი მისიის შესასრულებლად აგზავნის, მოლაპარაკებები აწარმოოს ამერიკელი U-2 მფრინავების გასათავისუფლებლად.


სტივენ სპილბერგმა მერაბ ნინიძე ფილმში, Nowhere in Africa (არსად აფრიკაში) ნახა და იმდენად შთაბეჭდილებების ქვეშ მოექცა მისი თამაშით და არტისტული მანერებით, რომ თავის ფილმში სათამაშოდ მიიწვია.


სპილბერგის ფილმის გადაღებები 2014 წლის 8 სექტემბერს, ნიუ იორკში, ბრუკლინში დაიწყო და პოტსდამში, ბაბელსბერგის სტუდიაში გაგრძელდა. ფილმი 2015 წლის ოქტომბერში გამოვიდა. საქართველოში მისი პრემიერა 2015 წლის 29 დეკმბერს შედგება.

 

 

 


მერაბ ნინიძე პირველად ეკრანზე თენგიზ აბულაძის რეჟისორობით გადაღებულ ფილმში "მონანიება" - გამოჩნდა და მას მერე არაერთ ქართულ ფილმში ითამაშა. საქართველოდან გერმანიაში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ ერთ-ერთი მთავარი როლი 2001 წელს Nowhere in Africa  (არსად აფრიკაში) შეასრულა. ნამუშევარმა ოსკარი მიიღო, როგორც საუკეთესო უცხოურმა ფილმმა.

 

კომენტარები: 1
#1   sopo devadze
      
მიხარია ქართველი მსახიობის წარმატება....
29 დეკემბერი 2015 23:34
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი