გიორგი კვირიკაშვილი: ქუთაისში ორი დიდი ავიაკომპანიის შემოყვანა იგეგმება, შედეგად აეროპორტი ევროპის ბევრ დედაქალაქში განახორციელებს ფრენებს
29-12-2015, 06:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ძალიან ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელება იგეგმება ქუთაისში“ - განცხადება ამის თაობაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში გააკეთა.

 


„ძალიან მიყვარს ქუთაისი. ეს ქალაქი არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ქალაქი, რომელიც გეოგრაფიულად ქვეყნის ცენტრში იმყოფება. ძალიან ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელება იგეგმება ქუთაისში. ეს არის ქუთაისის ტურისტულად ცენტრად გადაქცევის პროექტი, მათ შორის, კარგი პროექტი იქნა წამოწყებული ქუთაისის აეროპორტის სახით. მინდა ვთქვა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში.

 


ჩვენ შემდგომში განვავითარეთ კიდევ ეს პროექტი და დღეს უკვე მნიშვნელოვანი დამატებები მოხდა საერთაშორისო მიმართულებებით, ეს არის ბუდაპეშტის, ვილნიუსის მიმართულება. ჩვენ უახლოეს მომავალში, ვგეგმავთ რომ შემოვიყვანოთ ქუთაისში „ვიზიარი“ ფართო მასშტაბით და გავაკეთოთ მათი ბაზა. 7-8 მიმართულება დაემატება ევროპის სხვადასხვა დედაქალაქის მიმართულებით ქუთაისის აეროპორტს.

 


ამის გარდა, ინტენსიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ირლანდიურ „რაიანერთან“ და დიდი იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში, წარმატებით დავასრულებთ ამ მოლაპარაკებებს.

 


ამასთან ერთად, ვფიქრობთ ქუთაისში კიდევ უფრო განვავითაროთ თავისუფალი ტურისტული ზონა და ამ მიმართულებითაც კონკრეტული ნაბიჯები გვაქვს დაგეგმილი.
სულ ცოტა ხნის წინათ, ქუთაისში ჩინურ კომპანია „ჰუალინგს“ მივანიჭეთ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სტატუსი და ამ კომპანიას მნიშვნელოვანი გეგმები აქვს. ვიცით, რომ ის შემოიყვანს რამდენიმე მსხვილ ინდუსტრიულ ინვესტორს ქუთაისში, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის დასაქმებულთა რიცხვს.

 


რაც შეეხება ქუთაისის პარლამენტის შენობას, დამეთანხმებით, რომ დისკომფორტს ქმნის კვირაში რამდენიმეჯერ მთავრობის წევრების განუწყვეტელი მოგზაურობა. ამიტომ ვფიქრობთ, რომ უმჯობესი იქნება თუ პარლამენტის შენობა იქნება თბილისში“ - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი