დიდთოვლობა ქობულეთის მუნიციპალიტეტში - 4 000-ამდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი
02-01-2016, 07:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სადაც მესამე დღეა სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები ტარდება. მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს საგანგებო შტაბი, სამაშველო ბრიგადები და ელექტრიკოსთა ჯგუფები, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა.

 

 

გამგეობის ცნობითვე, ინტენსიურად მიმდინარეობს როგორც ქალაქის ქუჩების, ასევე სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები. ბოლო მონაცემებით, ყველა სოფლის ცენტრში მისასვლელ გზაზე სატრანსპორტო მიმოსვლა აღდგენილია. მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები იმ მიმართულებით, სადაც კრიტიკული მდგომარეობა ან მძიმე ავადმყოფია. ამ ეტაპისთვის ტექნიკა დაბა ჩაქვში, ჩაისუბანში, ბობოყვათში, ზენითში, ალამბარში, აჭყვისთავსა და ხუცუბანში მუშაობს.

 

 

მუნციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, ელექტრო ენერგია არ მიეწოდება 4 000-მდე აბონენტს. დაზიანებული ელექტოგადამცემი ხაზების ოპრეატიულად აღდგენის მიზნით მობილიზებულია კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ელექტრიკოსთა დამატებითი ჯგუფები ჩხოროწყუს, წალენჯიხის, მარტვილის, ტყიბულის, აბაშისა და ხონის მუნიციპალიტეტებიდან, ასევე ზემო აჭარიდან. ენერგოკომპანიის მონაცემებით ელექტრომომარაგება დღის ბოლომდე აღდგება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი