ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში ვიზიტი დაასრულა
25-01-2014, 19:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

დასრულდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი შვეიცარიაში, სადაც მონაწილეობა მიიღო რიგით 44-ე დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში.


პრემიერი სიტყვით გამოვიდა სესიებზე - " ევრაზია - შემდეგი ზღვარი" და "სამხრეთ კავკასია და ცენტრალური აზია: გზა გლობალური ეკონომიკისკენ", სადაც მან ენერგოსექტორის უპირატესობებზე, ეკონომიკური ზრდის პოტენციალსა და რეგიონთაშორისი ინტეგრაციის გამოწვევებზე ისაუბრა.


მანვე მონაწილეობა მიიღო "მსოფლიო ლიდერების არაფორმალურ შეხვედრა"-ში, სადაც განისაზღვრა მომავალი წლის ეკონომიკური პრიორიტეტები.


ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე ქვეყნის პირველ პირთან პირისპირ შეხვედრა გამართა, მათ შორის: ესტონეთისა და შვეიცარიის კონფედერაციისა პრეზიდენტებთან, ფინეთის პრემიერ-მინისტრთან, საუდის არაბეთის პრინცთან. პრინც ტურკი ალ ფაიზალთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საუდის არაბეთი მზადაა საქართველოში ინვესტიციები განახორციელოს. ასევე ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს კარლ ბილდტს, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველო ასოცირების ხელშეკრულებას ხელს აგვისტოს თვემდე მოაწერს.


მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შედგა შეხვედრები მსოფლიოში წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებთან:LAZARD, TATA SONS LTD, EMAAR PROPERTIES, JUMEIRAH GROUP, BLACKSTONE GROUP, LAFARGE, AGILITY LOGISTICS, AGCO, ROYAL PHIPIPS, MOLLER MAERSK. კომპანიის ხელმძღვანელები საქართველოში არსებული ბიზნესგარემოთი დაინტერესდნენ. მათ ინვესტიციების განხორციელების სურვილი გამოხატეს ქართულ ენერგოსექტორში, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროში.


ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრა გამართა მსოფლიო ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ხელმძღვანელებთან. როგორც EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბატმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მიიღეს გადაწყვეტილება 2015 წელს თბილისში EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრა ჩატარდების შესახებ. ეს იქნება პირველი დიდი მასშტაბის შეხვედრა კავკასიაში, რომელიც შესაძლებლობას მისცემს საქართველოს ინვესტიციათა ახალი ნაკადის მოსაზიდად. ამას გარდა EBRD-ი გეგმავს ახალი ინვესტიციები ჩადოს ქართულ ენერგოსექტორში.


ვიზიტის განმავლობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი წამყვანი უცხოური მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრში მოექცა. ირაკლი ღარიბაშვილის პირდაპირ ეთერში ჩართვა განახორციელა ტელეკომპანია CNBC -მ. ასევე პრემიერმა ინტერვიუ მისცა სააგენტო BLOOMBERG-ს.


პრემიერ-მინისტრთან ერთად საქართველოს დელეგაციაში იმყოფებოდნენ: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია, ასევე "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე.

 

 

 

 

 

http://government.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=380&info_id=40263  

კომენტარები: 2
#2   tech
      
I feel a lot more people need to read this, very good info! . mm888new
2 ივნისი 2022 02:00
#1   tech
      
You actually make it look so easy with your performance but I find this matter to be actually something which I think I would never comprehend. It seems too complicated and extremely broad for me. I'm looking forward for your next post, I’ll try to get the hang of it! เค้าไพ่บาคาร่า sa
29 აპრილი 2022 03:40
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი