[xfgiven_poster][/xfgiven_poster]
კახა კალაძე ვიდეო-მიმართვაში სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრების სახიფათო ქმედებებზე საუბრობს
27-02-2014, 10:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

                                                   

 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, კახა კალაძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ტრაგედიაზე საკუთარი "პიარის აგორებას" ცდილობს.

 

 

როგორც კალაძე საზოგადოებისადმი მიმართვაში აცხადებს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებები საფრთხეს უქმნის საქართველოში მიმდინარე პროცესების სტაბილურობას, სიტუაციის მონიტორინგს საოკუპაციო ზონაში, ასევე უკრაინასა და რუსეთთან ჩვენი ქვეყნის ურთიერთობას.

 


"ნაციონალური მოძრაობის" პარტიის ლიდერი, მოქალაქე სააკაშვილი ბედავს და უკრაინის ტრაგედიაზე ცდილობს თავისი პიარის აგორებას. სააკაშვილი, რომლის რეჟიმი ზუსტად იანუკოვიჩის ხელისუფლების მსგავსად უარყო საკუთარმა ამომრჩეველმა _ მომხვეჭელობა, კანონის საკუთარ თავზე მორგება, სახელმწიფოს ხარჯზე საკუთარი კომფორტის, კეთილდღეობის და დასვენების მოგვარება - ესაა სააკაშვილის და იანუკოვიჩის გუნდების საერთო ხელწერა და დანაშაული საკუთარი მოსახლეობის წინაშე. იმ ფონზე, როცა რუსეთის მხრიდან ადგილი აქვს პროვოკაციულ ქმედებებს და საერთაშორისო ნორმების დარღვევას, როგორც ყოველთვის, "ნაციონალური მოძრაობა" თავისი ჩვეული, ისტერიული განცხადებებით ცდილობს ყურადღების მიქცევას, წარმოშობილი პრობლემის გაღრმავებას და დესტრუქციას. "ნაციონალური მოძრაობის" თვითპიარზე ორიენტირებული გამოსვლები სასაცილოს ფაზიდან უკვე გადავიდა იდიოტიზმის და ქვეყნის პოლიტიკისთვის სახიფათო სტადიაზე. ამ პარტიის წარმომადგენელი, ბატონი ვაშაძე ბედავს და სატელევიზიო ეთერში აცხადებს, რომ საქართველოში რუსული ჯარი არ დგას. მცოცავი ოკუპაციის ფონზე, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებები საფრთხეს უქმნის საქართველოში მიმდინარე პროცესების სტაბილურობას, სიტუაციის მონიტორინგს საოკუპაციო ზონაში, უკრაინასა და რუსეთთან ჩვენი ქვეყნის ურთიერთობას", - აღნიშნავს კალაძე მიმართვაში.

 


ამასთან, ვიცე-პრემიერის განმარტებით, მაშინ, როცა ამ ადამიანებს არჩევნების შემდეგ ჰქონდათ შანსი დაბრუნებოდნენ რეალობას, ბოლომდე გამარგინალდნენ, გახდნენ დესტრუქციულები და მთავრობასა და მოსახლეობასთან ურთიერთობის მხოლოდ დემაგოგიური, აგრესიული ტონი დაიტოვეს.

 


"მესმის, "ნაციონალების" ისტერიული მდგომარეობა ქვეყნის პრემიერის წარმატებული ვიზიტითაა განპირობებული, მსოფლიოში უძლიერესი ქვეყნის ხელისუფლება ღიად გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ვიზიტი მიმდინარეობს ხაზგასმით წარმატებულად. შედეგები არის უკვე თავლსაჩინო და შორს მიმავალი", - აცხადებს ვიცე-პრემიერი.

 


გარდა ამისა, კახა კალაძე "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული პირების ოჯახებისთვის ბოდიშის მოხდისკენაც მოუწოდებს.

 


"მინდა მოვთხოვო "ნაციონალების" პარტიის ოფისს, გამობრძანდნენ და ბოდიში მოუხადონ ყველა იმ იძულებით გადაადგილებულ პირის, ყველა იმ ოჯახს, რომლის წევრიც ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში იღებდა მონაწილეობას. ყველა იმ მოქალაქეს, ვინც მავთულხლართების ორივე მხარეს ყოველდღიურად ოცნებობს ერთიან დეოკუპირებულ ქვეყანაზე", - განმარტავს კახა კალაძე.

კომენტარები: 1
#1  lika
      
გაიხარე , Kახი ! კარგი გამზრდელი გყავდა , ეტყობა !!! კარგი მსჰობელიც იქნები ! სახეზე გეტყობა და აზრებზეც !!! ნაგდი ხარ , გაურყვნელი და სქარტველოს მოყვარული , გეტყობა ...

მეცოდება ვასაძე , როგორი ბნელია , ვერ აზროვნებს საერთოდ , ნაცბოზბანდამ სამუდამოდ დაუბნელა გონება ?! თუ ესჰველება რამე ?! ცოდო ! ...
ბყქგზ
27 თებერვალი 2014 12:03
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი