[xfgiven_poster][/xfgiven_poster]
რა თქვა კიევში ვიტალი კლიჩკომ საქართველოს, სააკაშვილმა კი კლიჩკოს შესახებ (ვიდეო)
28-02-2014, 11:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

                                                               

 

"უკრაინა მე-3 რევოლუციას ვერ გადაიტანს და ვფიქრობ, მე-3 რევოლუცია არც მოხდება", -ამის შესახებ ვიტალი კლიჩკომ კიევში საქართველოს ყოფილ პრეზიდენთან, მიხეილ სააკაშვილთან და სააკაშვილის კიევის უნივერსიტეტის თანაკურსელებთან გაცნობით შეხვედრაზე განაცხადა, სადაც კლიჩკომ და სააკაშვილმა არაფორმალურ ვითარებაში სხვადასხვა საკითხზე ისაუბრეს.



ვიტალი კლიჩკომ, რომელიც უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას აპირებს, საქართველოზეც ისაუბრა და განაცხადა: "როცა 2006 წელს საქართველოში ვიყავი, ის დანგრეულ მდგომარეობაში იყო, მაგრამ გასულ წელს, როცა მე მიხეილმა იქ მიმიპატიჟა, მე ის ვერც კი ვიცანი. ბათუმი კი სავიზიტო ბარათია. სამწუხაროდ, უკრაინას ამგვარი სავიზიტო ბარათი არ აქვს.

 


კლიჩკომ ასევე აღნიშნა, რომ მას დიდი პოლიტიკური გამოცდილება არ გააჩნია და მადლობელია იმისათვის, რომ სააკაშვილი მას რჩევებით ეხმარება და მორალურ მხარდაჭერას უცხადებს.

 


თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნულ არაფორმალურ შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინას დიდი ინტელექტუალური რესურსი აქვს, რომელიც გამოყენებული უნდა იყოს პოლიტიკური მიმართულებით. "ჩვენ ყველამ შევძელით დავხმარებოდით ამ ქვეყანას, რომელიც დიდი მოვლენების, ძალიან სახიფათო მოვლენების ზღურბლზე დგას"' - აღნიშნა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

 


სააკაშვილმა კლიჩკოს პოპულარობაზეც ისაუბრა: "რა არის ვიტალის ძალა? ის რომ, ის სუფთაა, საღია. მე თავად ვნახე მიუნხენში, სადაც ჩვენ ერთად ვიყავით, თუ რამდენად პოპულარულია ის [კლიჩკო] ევროპაში, რამდენად უყვართ იგი იქ. ის უკრაინის სავიზიტო ბარათია, კარგად გამოვიდა კონფერენციაზე, სადაც დაწერილი ტექსტის, ფურცლების გარეშე საუბრობდა, სპონტანურად. მე არაერთხელ ვყოფილვარ ამ კონფერენციაზე, მინახავს კარგი გამოსვლები, მაგრამ ეს იყო პატიოსანი, კარგი გამოსვლა. მას აქვს არაჩვეულებრივი ნიჭიერების მომენტები პოლიტიკაში, თან ეს იყო გამოსვლა კაცისა, რომელიც არ იყო დაკავებული პოლიტიკით და იყო დაკავებული იმით, რითაც იყო დაკავებული... ის გამოვიდა გერმანულ ენაზე, მოკლე, ლაკონური ფრაზებით", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი