ჯაკარტაში საფრანგეთის საელჩომ განაცხადა, რომ ტერორისტული აქტების მსხვერპლთა შორის საფრანგეთის მოქალაქეები არ არიან
14-01-2016, 03:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჯაკარტაში საფრანგეთის საელჩომ განაცხადა, რომ ტერორისტული აქტების მსხვერპლთა შორის საფრანგეთის მოქალაქეები არ არიან. საელჩომ დაჟინებით მოუწოდა ინდონეზიაში მყოფ მის მოქალაქეებს რომ დაუკავშირდნენ მათი ოჯახების წევრებს და მეგობრებს და დაამშვიდონ ისინი. ამის შესახებ ბრიტანული "გარდიანი" იუწყება.


ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში განხორციელებული ტერორისტული აქტების შემდეგ, რომელმაც სულ მცირე 7 ადამიანი იმსხვერპლა, პირველი სატელევიზიო კომენტარი ქვეყნის პრეზიდენტმა გააკეთა. პრეზიდენტი ჯოკო ვიდოდო მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.


"ჩვენი ერი და ჩვენი ხალხი არ უნდა შეშინდეს. ჩვენ ამ ტერორისტული აქტით ვერ დავმარცხდებით", განაცხადა მან MetroTV -ში სატელევიზიო გამოსვლისას.


"ჩვენ ყველანი მწუხარებას გამოვხატავთ ამ ინციდენტის დროს დაცემული ადამიანების გამო, მაგრამ ჩვენ ასევე ვგმობთ აქტს, რომელმაც უსაფრთხოება და მშვიდობა დაარღვია და განავრცო ტერორი ადამიანებს შორის", აღნიშნა ინდონეზიის პრეზიდენტმა.


ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში აფეთქებები სარინას სავაჭრო ცენტრის გარეთ, საპრეზიდენტო სასახლისა და გაეროს ოფისის სიახლოვეს მოხდა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი