ამერიკაში ლატარეის რეკორდულად მაღალი ჯეკპოტი, 1.6 მილიარდი დოლარი სამმა ადამიანმა მოიგო
14-01-2016, 05:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში ლატარეის რეკორდულად მაღალი ჯეკპოტის, 1.6 მილიარდი დოლარის გამარჯვებული, სულ მცირე სამი ბილეთია. გამარჯვებული ბილეთები  Powerball -ის ჯეკპოტში - კალიფორნიაში, ტენისისა და ფლორიდაში გაიყიდა. ამის შესახებ BBC იტყობინება.


კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ რამდენიმე საათი იქნება იმისათვის საჭირო, გაიგონ, არის თუ არა კიდევ სხვა გამარჯვებული ბილეთები.


ოთხშაბათს, ამერიკის ქალაქებში ათასობით ადამიანი იდგა მაღაზიების რიგებში იმ იმედით, რომ რომელიმე მათგანს 292 მილიონი ერგებოდა. ჯერჯერობით ლატარეაში გამარჯვებულთა იდენტიფიკაცია არ მომხდარა.


ლატარეაში გამარჯვებულები 1.586  მილიარდ აშშ დოლარს გაინაწილებენ. მათ შეეძლებათ თავიანთი მოგებული თანხა ყოველწლიურად, 29 წლის განმავლობაში მიიღონ ან აირჩიონ ერთჯერადად 930 მილიონის მიღება. ამასთან,  მთავრობა ამხელა თანხის მოგებისას თავის კუთვნილ პროცენტს მიიღებს, 39.6% ფედერალური საშემოსავლო გადასახადის სახით, რასაც შესაძლოა დაემატოს სხვა ნებისმიერი გადასახადი, რაც შეიძლება მშობლიურმა შტატმა დააწესოს.


კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი