საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა
01-03-2014, 23:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა.

 

საქართველოს ნაკრებმა თბილისში მოგებული (8:4) მატჩის შემდეგ 1 მარტს სტამბოლში უმძიმესი ბრძოლა გადაიტანა და 9:12 დამარცხდა, მაგრამ ორი მატჩის ჯამში მოპოვებული უპირატესობით უნგრეთში გასამართი ევროპის ჩემპიონატის საგზური დამსახურებულად მოიპოვა.

 


თურქეთს ძლიერი ნაკრები ჰყავს, რომელიც ბოლო ორი ევროპის ჩემპიონატის მონაწილეა. თანაც, თურქებმა ორივე ევროპის ჩემპიონატის საგზური პლეი ოფის გზით მოიპოვეს და რა გასაკვირია, რომ უდიდესი გამოცდილებაც დაუგროვდათ. ამიტომ, თბილისური მატჩის მიუხედავად, რომელშიც ვლადიმერ ისელიძის გუნდმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვა საშინაო მატჩს მონდომებულები შეხვდნენ და საქართველოს ნაკრებს უდიდესი ბრძოლა გაუმართეს.

 


თავიდანვე გამოჩნდა, რომ მასპინძელთა ნაკრები არაფრის დათმობას არ აპირებდა, მაგრამ ქართველმა წყალბურთელებმა თავიც დაიცვეს და შეტევაშიც არაფერი დათმეს. ისტორიული გამარჯვების შემდეგ ვინმეს გამორჩევა არასწორია, მაგრამ მარკო ელაჩამ საოცარი მატჩი ჩაატარა - 5 გოლი გაიტანა და ჩვენ გუნდს ულიდერა, რევაჩ ჩომახიძემ კი უდიდესი მოცულობის სამუშაო შეასრულა და ერთი გოლიც გაიტანა.

 

 

თურქეთის და საქართველოს ნაკრების შეხვედრას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე დაესწრნენ. 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი