გიორგი კვირიკაშვილი: რეგიონებში გვაქვს სხვა საქართველო, იქ ადამიანებს არანაირი შეგრძნება არ აქვთ, რომ რაიმე კუთხით გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობენ
18-01-2016, 03:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების 4 ძირითადი მიმართულება გააცნო. კვირიკაშვილმა 4 პრიორიტეტი დაასახელა - სამუშაო ადგილების შექმნა, მთავრობის გადაწყვეტილებების პროცესში ბიზნესის აქტიური ჩართულობა, რეგიონების განვითარება, განათლება. გიორგი კვირიკაშვილმა რეგიონების განვითარების აუცილებლობაზე საუბრისას განაცხადა:


"ხშირად ჩვენ გვაქვს შეგრძნებები, რომ რაღაცებს ვახორციელებთ, მაგრამ რეგიონებში გვაქვს სხვა საქართველო, სხვა ადამიანებით. იქ სხვა რეალობაა – იქ ადამიანებს არანაირი შეგრძნება არ აქვთ, რომ რაიმე კუთხით გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობენ. ამიტომ ჩვენი მაქსიმალური აქცენტი გადატანილი იქნება რეგიონულ განვითარებაზე. რეგიონული ინფრასტრუქტურული პროქტების დაჩქარებასა და ასევე ამ პროექტების სწორ პრიორიტეტიზაციაზე, რათა ისინი მაქსიმალურად პასუხობდნენ იმ მოთხოვნებს და გამოწვევებს, რომლებიც რეგიონებშია," აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

კომენტარები: 15
#15   მაყვალა ბარბაქაძე
      
ციტატა: მაყვალა ბარბაქაძე
ვისაც აზრის გამოთქმა შეუძლიათ,ისე უკანონოდ ანთავისუფლებს მხოლოდ ერთი პირი გამგებელი იმაზე არც ფიქრობს,რომ შეიძლებაეს ქმედება უკან მიუბრუნდეს დღემდე ხალხს სამართლიანობის შეგრძნება არ გასჩენიათ მართალს ბრძანებთ,კერძოდ ხაშურის მუნიციპალიტეტი განიცდის კვალიფიციური კადრების ნაკლებობასროცა განვაცხადე, რომ საჭირო იყო დიპლომების ავთენტურობაზე შემოწმება მათ სხვა მიზეზი არ ჰქონიათ ისე უბოდიშოთ გამომიშვეს სამსახურიდან ალბატ შეეშინდათ უკანონოდ რომ გამანთავისულეს ამაზე სასამართლო გადაწყვეტილებაც არსებობს სანამ გვინ არაა იქნებ შესაბამის სამსახურს დაავალოთ ყველა ის დარღვევები გამოავლკინონ რაც რეგიონებში ასე ხშირად გვხვდება.

დღეს 13 სექტემბერს კვლავ აგრძელებენ უკანონო ქმედებებს არ ასრულებენ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას ჩემს მიმართ
13 სექტემბერი 2016 02:58
#14  გალინა ახსაბაძე
      
მოგახსენებთ მცხეთის მუნიციპალიტეტის თემის საკრებულოს შესახებ. სადაც ამჟამად არასახარბიელო მდგომარეობაა. აწ უკვე საკრებულოს ყოფილი თავმჯდომერე გურამ ანსიანი პირადი განცხადების საფუძველზე გადადგა ! სინამდვილეში კი მას იძულებით დააწერინეს განცხადება და მიზეზად დაასახელეს, რომ პარტიას ასე სჭირდებოდა. ერთადერთი მიზეზი გახლავთ მოქმედი მაჟორიტარი - დიმიტრი ხუნდაძე, რომელსაც სურს, თვითონ იყოს ერთპიროვნული მმართველი მცხეთის რაიონის და აღნიშნულ თანამდებობაზე დაინიშნოს მისი ბიძა ჯემალი სოლოღაშვილი. ეს უკანასკნელი ერთხელ უკვე იყრიდა კენჭს საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე და დამარცხდა.
საკრებულოს დეპუტატი "საქართველოს პატრიტთა ალიანსი" - დან გალინა ახსაბაძე

ამასთანავე , "ქართული ოცნების" ოფისიდან მოდიან ვინმე სამხარაძეები და ითხოვენ დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის ბიძის, კერძოდ, ჯემალი სოლოღაშვილის მხარდაჭერას, რათა გახდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის თემის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე.
საკრებულოს დეპუტატი "საქართველოს პატრიტთა ალიანსი" - დან გალინა ახსაბაძე
20 იანვარი 2016 06:31
#13   natia
      
ბატონო გიორგი,თუ მართლა შეგტკივათ გული რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებზე,მინდა მოგაწოდოთ უტყუარი ინფორმაცია ქ.ლაგოდეხის მდგომარეობაზე.50 ადამიანი გაანთავისუფლეს საახალწლოდ და დატოვეს უმუშევარი. იქ გამგებელი მეფეა და არა ხალხის რჩეული. ბოლოს და ბოლოს დააყენეთ თავის ადგილებზე ეს გამგებლები და მოასვენეთ ხალხი. კახა ჯამბურიაა გამგებელი ,კახი კალაძის ბიძაშვილი და გთხოვთ მიაქციეთ ყურადღება ამ ნაცნობობით დანიშნულ კადრებს. ისე იქცევიან ,თითქოს თავიანთ მამულში იყონ.
19 იანვარი 2016 13:16
#12   მაგული მებონია
      
ჩვენს რეგიონში ხელისუფლების ცვლილების შემგომ საგრძნობი ცვლილებები არ მომხდარა,მიუხედავად იმისა პოზიციებიც შეინაჩუნეს,უკეთესი სამუშაო პირობები,ხელფასიც მომატებული აქვთ სწორი ინფორმაციაც არ მიაქვთ საზოგადოებამდე,სასიკეთო ძვრებს,გაკეთებულ სასარგებლო საქმეებს საკუთარ თავს ან ყოფილ ხელისუფლებას მიაწერენ,უარყოფით მხარეებზე ახდენენ ხაზგასმას,ზოგიერთს ყოფნის თავხედობა და დაქვეითებულთ განსხვავებული შეხედულების გამო ავიწროებს,შეგნებულად აფერხებს შესასრულებელ სამუშაოს,რომ უკმაყოფილება გააღვივოს... ყველა თანამდებობის პირი და მისი საქმიანობა სასწრაფოდ შესასწავლია და გადასამოწმებელი,მაგრამ შესამოწმებლად მოსულები ,,ხაჭაპურეზე"არ უნდა იყიდებოდნენ.
19 იანვარი 2016 12:31
#11   ლეილა
      
აგაშენათ გმერთმა, რამდენი ხანია ვთხოვ ოზურგეთის მთავრობა ბიცოლაჩემს სახლი გადაუხურეთ მეთქი. ძვირია, თავშესაფარში წავიდესო.
ესაა სოფლის განვითარება? ბიცოლააჩემი ცხოვრობს ოზურგეთის რაიონ სოფელ ცხემლისხიდში.
19 იანვარი 2016 10:55
#10   ნანა ბუაჩიძე
      
ბატონო გიორგი. ხელისუფლებაში ნაციონალები აღარ არიან,მაგრამ რეალურად არაფერი შეცვლილა ხალხის სასიოკეთოდ. პროფესიით ვარ ეკონომისტი,თსუ დავამთავრე 1994 წელს წარჩინებით. ვმუშაობდი ხარაგაულის რაიონის გამგეობაში ეკონომისტად. 2003 წლიდან ვცხოვრობ ქ. რუსთავში. ნაციონალებმა არ დამასაქმეს იმის გამო რომ არ ვიყავი მაგათი პარტიის წევრი. მოვიდა მთავრობაში ქართული ოცნება და იგივე მეორდება. არ ვარ არცერთი პარტიის წევრი, არც არასდროს ვყოფილვარ. მაგრამ ვარ ამ მთავრობის მხარდამჭერი და არცევნებშიც აქტიურად ვიყავი ჩართული .დასაქმების მიზნით, მონაწილეობა მივიღე რუსთავიის მერიის მიერ გამოცხადებულ ადგილობრივი თვითმმართველობის კონკურსში. 60 ქულიდან ავიღე 49 ქულა. გასაუბრებაც წარმატებით გავიარე მაგრამ არ დამასაქმეს რადგან არ ვიყავი პარტიის წევრი. ცოდნა, გამოცდილება კვალიფიკაცია არავის აინტერესებს, როდის გვეშველება ჩვენ, ვისაც გვაქვს უმაღლესი განათლება და გვინდა მუშაობა. კიდევ რამდენ წელს უნდა ველოდოთ დასაქმებას.
19 იანვარი 2016 04:18
#9   eter abuladze
      
სანამ საქართველოში არ აღმოიფხვრება ნაცნობობით, ნათესაობით, ჩაწყობითა და ქრთამით სამსახურში მიღება,ნიჭიერი ადამიანების, ნამდვილი პროფესიონალების დაუფასებლობა, არაფერი გამოსწორდება.

შეიძლება მთავრობის მეთაურმა თქვას, რომ მან არ იცის ყველაფერი, რაც ხდება პერიფერიებში და რომ რეგიონების პრობლემები ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა გადაჭრას, მაგრამ ისმება კითხვა, ვინ ნიშნავს თანამდებობებზე იმ ადამიანებს, რომლებიც,ჩვენი რეალობიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ,უმეტეს წილად თავს ვერ ართმევენ დაკისრებულ მოვალეობას?ამავე დროს ბევრი რესურსია გამოუყენებელი.უამრავი უნიჭიერესი, განათლებული და პროფესიონალი ადამიანი დაუსაქმებელია.
19 იანვარი 2016 03:23
#8   Giorgi
      
ბატონო გიორგი კახეთში თანამდებობები დაკავებული აქვთ უვიცებს და გაუნათლებლებს- უდიპლომოებს. ვინც ივანიშვილს გვერდში ედგა მასხარად არიან აგდებულები, მიუხედავად მათი განათლებისა. ეს განსაკუთრებით იგრძნობა გურჯაანში. გთხოვთ რომ მოგვაქციოთ ყურადღება
19 იანვარი 2016 02:26
#7   ლელა ხიდაშელი
      
ძალიან კარგია, რომ პრემიერისგან მსგავსი განცხადება გაკეთდა რეგიონებთან დაკავშირებით. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ, ფაქტია, რომ რეგიონები ისევ "ჩალითაა დახურული" და უვიცობის, უსინდისობის ფეიერვერკია ყველგან. ამ მხრივ გამონაკლისს არც ქუთაისი წარმოადგენს, სადაც სადაცაა "ნაციონალების" დროინდელი საქართველო სანატრელი გაგვიხდება. სიტყვის თავისუფლება და მისი გამოხატვის უფლება ყველას დავიწყებული აქვს და ადამიანებს შანტაჟის, შიშის გარემოში უწევთ ცხოვრება და ვისაც სამსახური აქვს, საქმიანობაც. ახალი პრემიერისაგან სიტუაციაში გარკვევის და მისი ხალხის სასიკეთოდ შეცვლის მოლოდინში ვართ, თორემ "ქართული ოცნების" სახელით ხელისუფლებაში მოსული ქუთაისის მერი ამ პოლიტიკური ძალის დისკრედიტაციის მეტს არაფერს აკეთებს.
18 იანვარი 2016 12:54
#6  თეა
      
სანწუხაროა ძალიან, მაგრამ ფაქტია, რეგიონებში ,განსაკუთრებით სიფლებში თავიანთი კანონები აქვთ,დიდი გაუნათლებლობა და სიბნელეა...
18 იანვარი 2016 11:59
#5   შორენა
      
სამაგიეროდ 5-ჯერ ჩაჭრილები გრძნობენ ჩართულობას რადგან ისევ რჩებიან და მარტო ხელფასს კი არა პრემიას იღებენ.მეცოდებიან ყველა მათი დამრჩენები და თავი მაღლა რომ უჭირავთ :(
18 იანვარი 2016 11:24
#4   თინათინი
      
ბატონო გიორგი, მე ვარ საბანკო სექტორის წარმომადგენელი. ვმუშაობდი "გქბ"გურჯაანის ფილიალში მთავარ ბუღალტრად, სერვისცენტრის უფროსად, დღეისთვის ვარ უმუშევარი. მონაწილეობა მივიღე გურჯაანის მუნიციპალიტეტის მიერ ჩატარებულ კონკურსში, დავაგროვე საკმაოდ მაღალი ქულა, მაგრამ მთავარი ხომ გასაუბრებაა. არავინ უყურებს არც განათლებას, არც პროფესიონალიზმს და არც იმ გამოცდილებას, რომელიც წლებმა დააგროვა. ასევე აქტიურად ვიყავი ჩართული 2012 წლის არჩევნებში, რომელიც ომი უფრო იყო.
18 იანვარი 2016 08:12
#3   nataly nadiradze
      
რეგიონებს არ ექცევა სათანადო ყურადღება,აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება იმერეთია გუბერნიას და მათ საქმიანობას,..კერძოდ სამტრედიის მუნიციპალიტეტში სულ სხვა რეალობაააა, მუნიციპალიტეტი განიცდის კვალიფიციური კადრების ნაკლებობას.ინფრასტრუქტურული პროექტები საერთოდ არ ხორციელდება და არაფერი კეთდება ხალხის საკეთილდღეოდ.ნეპოტიზმი იღებს საშინელ ფორმებს....
18 იანვარი 2016 07:22
#2   ლევანი კობერიძე
      
ბატონო გიორგი!რეგიონებში წესიერი და განათლებული ხალხი ჩრდილში ვდგევართ და ვერავინ გვამჩნევს-სამაგიეროდ მედროვენი არიან თანამდებობებზე,რომელთა ფილოსოფია ;მაგიდიდან იწყება და ტუალეტში მთავრდება;ამ ხალხს ქვეყანა ფეხზე ჰკიდიათ.მისახედია რეგიონები!!!....
18 იანვარი 2016 05:44
#1   მაყვალა ბარბაქაძე
      
ვისაც აზრის გამოთქმა შეუძლიათ,ისე უკანონოდ ანთავისუფლებს მხოლოდ ერთი პირი გამგებელი იმაზე არც ფიქრობს,რომ შეიძლებაეს ქმედება უკან მიუბრუნდეს დღემდე ხალხს სამართლიანობის შეგრძნება არ გასჩენიათ მართალს ბრძანებთ,კერძოდ ხაშურის მუნიციპალიტეტი განიცდის კვალიფიციური კადრების ნაკლებობასროცა განვაცხადე, რომ საჭირო იყო დიპლომების ავთენტურობაზე შემოწმება მათ სხვა მიზეზი არ ჰქონიათ ისე უბოდიშოთ გამომიშვეს სამსახურიდან ალბატ შეეშინდათ უკანონოდ რომ გამანთავისულეს ამაზე სასამართლო გადაწყვეტილებაც არსებობს სანამ გვინ არაა იქნებ შესაბამის სამსახურს დაავალოთ ყველა ის დარღვევები გამოავლკინონ რაც რეგიონებში ასე ხშირად გვხვდება.
18 იანვარი 2016 04:52
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი