გიორგი კვირიკაშვილი: საგანმანათლებლო სისტემაში ძალიან სერიოზული რეფორმებია ჩასატარებელი
18-01-2016, 03:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების 4 ძირითადი მიმართულება გააცნო. კვირიკაშვილმა 4 პრიორიტეტი დაასახელა - სამუშაო ადგილების შექმნა, მთავრობის გადაწყვეტილებების პროცესში ბიზნესის აქტიური ჩართულობა, რეგიონების განვითარება, განათლება. გიორგი კვირიკაშვილმა საგანმანათლებლო სისტემაზე საუბრისას განაცხადა.

"ვფიქრობთ, რომ აქ ძალიან სერიოზული რეფორმებია ჩასატარებელი რამდენიმე მიმართულებით, თუმცა 3 უმთავრეს მიმართულებას გამოვყოფ. უპირველეს ყოვლისა ეს არის პროფესიული განათლების განვითარება და პროფესიული განათლების პრესტიჟის ამაღლება ქვეყანაში. მეორე - ზოგადი განათლების რეფორმაა, რათა მაქსიმალურად ავწიოთ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში განათლების ხარისხი, ხოლო მესამე ეს გახლავთ უმაღლესი განათლების ძალიან მნიშვნელოვანი ფუნდამენტური რეფორმა, რომელიც დაეფუძნება დინამიურ კვლევას იმ მოთხოვნებისა, რომელიც ქვეყანაში არსებობს და არა მხოლოდ ეკონომიკაში, არამედ სხვა სპეციალობებში, რომ მაქსიმალურად სწორად იქნას დახარჯული სამთავრობო რესურსი, რომ არ ვაწარმოებდეთ მომავალ პოტენციურ უმუშევრებს, როგორც ეს დღეს ხდება სამწუხაროდ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები: 18
#18   Mike Morgan
      
Do you need a genuine Loan to settle your bills and startup

business? contact us now with your details to get a good

Loan at a low rate of 3% per Annual email us:

Do you need Personal Finance?

Business Cash Finance?

Unsecured Finance

Fast and Simple Finance?

Quick Application Process?

Finance. Services Rendered include,

*Debt Consolidation Finance

*Business Finance Services

*Personal Finance services Help

Please write back if interested with our interest rate EMAIL: muthooth.finance@gmail.com
Call or add us on what's App +91-7428831341
17 დეკემბერი 2020 14:20
#17   SERGEY YAKUBOVA
      
დაუგეგმავი სესხი შეთავაზების გარეშე

გამარჯობა,

როგორია თქვენი ფინანსური საჭიროებები?
ჩვენ ვაძლევთ სესხებს მინიმუმ $ 2,000.00-დან მაქსიმუმ 100,000,000.00 ლარამდე კომფორტული ხანგრძლივობით, რომელიც 1-დან 30 წლამდე მერყეობს 3% -იანი საპროცენტო განაკვეთით. დაგვიკავშირდით ელექტრონული ფოსტით: constantloanfirm1@gmail.com

გჭირდებათ ბიზნეს სესხი?
გჭირდებათ პირადი სესხი?
გსურთ შეიძინოთ ავტომობილი?
გნებავთ Refinance?
იპოთეკური სესხი გჭირდებათ?

გჭირდებათ უზარმაზარი კაპიტალი, დაიწყოს თქვენი ბიზნესის წინადადება ან გაფართოება? ნუთუ დაკარგეთ იმედი და ფიქრობთ, რომ გამოსავალი არ არის, და თქვენი ფინანსური ტვირთი კვლავ გრძელდება?
გთხოვთ, ნუ მოგერიდებათ დაგვიკავშირდეთ შესაძლო საქმიანი თანამშრომლობისთვის

დაგვიკავშირდით ელექტრონული ფოსტით: constantloanfirm1@gmail.com
                                    constantloanfirm@yahoo.com
22 აპრილი 2018 06:43
#16   SERGEY YAKUBOVA
      
22 აპრილი 2018 06:42
#15   dodo
      
ბატონო გიორგი!განათლებისს სისტემაში განხორციელებულმა წინა წლების რეფორმამ ვეტერინარიის დარგი საერთოდ მოსპო და გაანადგურა,დღეს როგორც ცნობილია ვეტერინარია შედის იმ 21 დისციპლინას შორის,რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს,მაგრამ როგორ დაფინანსდება აღნიშნული სპეციალობა,როცა არ არსებობსსახელმწიფო ვეტერინარული უნივერსიტეტი და შესაბამისად ფაკულტეტი!ჩვენ ვიტოვებთ იმედს,რომ აღნიშნული საკითხი გახდება ყურადღების საგანი და უპატრონოდ დარჩენილ ვეტერინარიიას ეშველება რამე,წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში დარგის სპეციალისტების ნაკლებობა აღინიშნება!
15 თებერვალი 2016 11:47
#14  nino მშობელი
      
უნდა გამკაცრდეს მოსწავლეტა დისციპლინა,მოტხოვნები,უნდა გაირკვეს რომელი მიმარტულებიტ უფრო ძლიერია ბავშვი,ყველა საგანში ერთნაირი ვერ იქნება და შესაბამისად მათ მეტი დრო დაუტმოს.ფაქტიურად სკოლაში დროს ტყვილად ხარჯავს.
6 თებერვალი 2016 05:32
#13   imereli
      
აუცილებელია უნივერსიტეტში ხელმძღვანელი კადრების შეცვლა. ნაციონალების მოყვანილი კადრები აზის სასწავლებლებს თავზე. ამიტომ პროგრესი შეუძლებელია.ქართულ ხასიათს ნდევნიან, თვალთმაქცობენ ვითომ ბიძინას ერთგულები არიან,ისე კი მისი სიძულვილით გაჟღენთილებია. ყველგან შეკრულები არიან, ესენი დიდ ზიანს მოიტანებენ შემოდგომის არჩევნებზე, ერთი გამოსავალი იქნება ამათი გაშვება და ქვეყნის და მთავრობის ერთგულიების დაყენება ამათ მაგიერატ
3 თებერვალი 2016 07:19
#12   ელისო ლატარია
      
განათლების სისტემაში რეფორმები რომ გარდაუვალია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. სახელმძღვანელოებიც შესაცვლელია,მოსწავლეთა რაოდენობა კლასებში შესამცირებელი, რესურსები გასამდიდრებელი, საკლასო ოთახებიც გასარემონტებელი, მაგრამ ვერც ერთი მათგანი ვერ უშველის ამ სისტემას, თუ არ ამაღლდა მასწავლებლის ავტორიტეტი, თუ მასწავლებლობა საპატიო წოდება არ გახდა, თუ ყველა ხელმოკლე და "საწყლად" ჩაცმულში მასწავლებელს არ დავინახავთ, თუ მასწავლებლის ხელფასის ზრდა არ მოხდა სერიოზულად... მართალია, დღეს ბევრია სკოლაში ისეთი მასწავლებელი, რომელიც შეიძლება ვერ პასუხობდეს 21-ე საუკუნის მოთხოვნებს თუნდაც ასაკიდან გამომდინარე, მაგრამ სანამ ასეთ პედაგოგებს უმაღლეს მოთხოვნებს წავუყენებთ,იქნებ დავფიქრებულიყავით რა წლები გამოიარეს მათ, რა დროს და როგორ, რა პირობებში უმუშავნიათ თითქმის უხელფასოდ.რა სიდუხჭირე გამოუვლიათ... დღეს ვინ უნაზღაურებს მათ ამ წლებს? ვინ ზრუნავდა მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე წლების განმავლობაში, ლიტერატურაც არ იყო მისაწვდომი ბევრისთვის და ინტერნეტი დღესაც კი მასწავლებელთა უმეტესობისთვის ხელმისაწვდომი არ არის... თითქოს იზრდება მასწავლებლის ხელფასი კვალიფიკაციის კვალდაკვალ, მაგრამ როგორ იზრდება სინამდვილეში ესეც გასარკვევია... თან ამ მიზერული თანხის კვალდაკვალ დოლარიც იზრდება... სანამ მასწავლებელი ორიენტირებულია იმაზე, თუ ხვალ როგორ აჭამოს პური შვილებს ან ფიქრობს იმაზე როგორ დაფაროს სესხები განათლების სისტემაში არა მგონია არსებითად გაუმჯობესდეს რამე...
22 იანვარი 2016 14:11
#11   ქეთი
      
მე ვარ მშობელი ,სკოლაში ბევრი რამეა შესაცვლელი,ბავშვები ისეთი სახელმძღვანელოებით და ისეთი რთული პროგრამით გადიან საგნებს,რომ თუ არ მოამზადე ცოდნის მიღება შეუძლებელია.მასწავლებლებს ალბათ(დაბალი ხელფასის)გამო მოტივაცია არ აქვთ,ისინი თითქოს ჩასაფრებული არიან ბავშვებს და ცდილობენ ცუდი ნიშანი დაუწერონ.(რა თქმა უნდა ყველა არ იგულისხმება)მასწავლებელი არა მარტო ცოდნით უნდა შეფასდეს,მას ბავშვთან სწორი მიდგომა უნდა შეეძლოს.
20 იანვარი 2016 09:42
#10   nnnn
      
ციტატა: თემურ ავალიანი
ზოგადი განათლების სისტემა ლამისაა მთლიანად დაჭაობდეს. ის ცოდნის მიმცემ კი არა, მოსწავლეთა კლასში იძულებით დამაგრების და ასაკოვან პედაგოგთა სოციალური დაცვის უზარმაზარ სახლად იქცა. ათწლეულები მიდის და ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ გადადგა რადიკალური ნაბიჯები. უკუღმა კი - რამდენიც გინდა. გამოვყოფდი ამ ხელისუფლების მიერ ერთ უკან გადადგმულ, თანაც უკუღმართ ნაბიჯს: ეს არის ,,მასწავლებელთა სახლების‘‘ იმ ფორმით ჩამოყალიბება, როგორითაც ის დღეს არის: სახელმწიფომ დააფინანსა არა მასწავლებელი, არამედ საკუთარი ე.წ. ,,მასწავლებელთა სახლი‘‘ (ანუ საკუთარი ჯიბე), რითაც ჯერ-ერთი, მთლიანად მოუსპო მასწავლებელს მისთვის სასურველი პროვაიდერის არჩევანის საშუალება, და მეორეც, აღადგინა კიდევ ერთი საბჭოური მონოპოლისტური სისტემა, რომლის შენახვისთვისაც ბიუჯეტიდან ათეულობით მილიონი იფლანგება. დაუყოვნებლივ არის გასაუქმებელი ეს მახინჯი სულ უფრო მზარდი, სახელმწიფო ბიუჯეტის წურბელა ახალი მონოპოლისტური ბიუროკრატია და თუ მაინცა და მაინც სახელმწიფო დაფინანსებაზეა საუბარი, უნდა აღდგეს ვაუჩერული სისტემით უშუალოდ მასწავლებლის დაფინანსების სისტემა. კი ბატონო, ჩადგეს ,,მასწავლებელთა სახლი‘‘ კონკურენტულ გარემოში და იარსებოს არა სახელმწიფო დაფინანსების, არამედ საკუთარი ნიჭისა და უნარის ხარჯზე! თუ არა და, ამ მიმართულებით არანაირი სახელმწიფო დაფინანსება არ არის საჭირო. მასწავლებლის შრომა უნდა გაიზომოს კლასში მუშაობის შედეგით და არა მხოლოდ სერტიფიკატების რაოდენობით. ამ შედეგის მისაღწევად კი მან თვითონ უნდა გადაწყვიტოს რა მიმართულებით ესაჭიროება პროფესიული ზრდა, რაც უნდა განახორციელოს საკუთარი ფინანსების ხარჯზე. სახელმწიფო დაფინანსება კი უნდა წავიდეს საფეხურების (კატეგორიების) ზრდასთან ერთად ხელფასის სოლიდური ზრდის მიმართულებით!!! სახელმწიფო თანხებს ასე კი ნუ ვფლანგავთ, არამედ მივცეთ, მაგალითად, მენტორ მასწავლებელს (რომელიც საქართველოში ჯერ-ჯერობით თურმე არ გვყოლია და ამ სისტემით უახლოეს ოთხ წელიწადში არც გვეყოლება) საწყის ეტაპზე 3 000 ლარი მაინც (მეტი თუ არა), ხოლო საფეხურებს შორის სხვაობა განვსაზღვროთ 500-500 ლარის ოდენობით და ნახავთ რა მოხდება! გვინდა ნორმალური მასწავლებელი? მივცეთ მას სოლიდური ხელფასი და კარიერული ზრდის (პარალელურად ხელფასის სოლიდურად ზრდის) რეალური მოტივაცია და მიზნის მისაღწევად ქმედების თავისუფლება. ის თვითონ დაიწყებს მოძრაობას საჭირო მიმართულებით. შეძლებს? დარჩება და გაიზრდება. ვერ შეძლებს? ჩარჩება ერთ ადგილზე და სისტემატურად ექნება დაბალი შედეგი, რის გამოც გონივრული ვადის გასვლის შემდეგ სკოლას უნდა მიეცეს უფლება მისი უკეთესი მასწავლებლით ჩანაცვლებისა. სხვაგვარად არაფერი გამოვა... ამ ხელისუფლებამ კი აიღო და მეორე უკუღმართი ნაბიჯიც გადადგა: ნაცვლად იმისა, რომ რეალურ საპენსიო პოლიტიკაზე იფიქროს, ოფიციალურად გამოუცხადა ისედაც ხანდაზმულ პედაგოგთა კორპუსს: ახალგაზრდები არ მჭირდება, 80 წლის ასაკამდე შეგიძლიათ იმუშაოთ, კაცი ხელს ვერ გახლებსო ... რა რეფორმაზეა საუბარი ყოველივე ამის შემდეგ???

ჭკუის მსწავლელი არ ჰყავთ....სამუშაო ადგილებს ვერ ქმნიან და პენსიონერებს "აჯაჭვებენ" სკამებზე....ამით საარჩევნოდ ხმებს "იმკიან" ან თავინთ მომავალს "აპრავებენ"...
19 იანვარი 2016 13:40
#9   ქეთევან ღლონტი
      
მოგესალმებით ბატონო გიორგი, მე ნამდვილად მჯერა რომ თქვენ შეძლებთ იმ პრობლემების მოგვარებას, რაც განათლების სისტემაში არსებობს, სკოლების კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვა პირველ რიგში ძალიან კარგი იქნება, მოძველებულია ძალიან და ერთ კომპიუტერზე ფაქტიურად მოდის 4-5 მოსწავლე, .რაც შეეხება მასწავლებელთა გამოცდებს, გამოცდების ეროვნული ცენტრის უკმაყოფილოა მასწავლებლები, გთხოვთ მასწავლებლს დაუბრუნეთ ღირსება და ხალისი მუშაობის, მასწავლებელს რომელსაც აქვს გამოცდილება გამოცდები კი არ უნდა ჩაუტარდეს არამედ გადამზადეს თანამედროვე მეთოდოლოგიებით, გისურვებთ წარმატებებს.დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგად იქნება.
19 იანვარი 2016 13:17
#8   ვერა
      
ახალი რეფორმა... დრო არიის კიდევ ახალი რეფორმის?
19 იანვარი 2016 10:58
#7   nargiza
      
მართლაც ის საკითხები, რომელსაც პედაგოგებისათვის არ საგამოცდოდ შექმნილი, უფრო მეტდ დაწყებითი პედაგოგებისათვის, სადაც ხუთი საგნის საკითხები, სადაც ითხოვენ უმაღლეს მათემატიკას, ასტრონომიას, გეოგრეფიას, ბუნებუსმცდნეობას, ფიზიკას, ქიმიას-ყველაფერს უმაღლეს დონეზე, რომელი ჭკუათმყოფელი და ასეთი "პროფესორები" ზიან განათლების სამინისტროში, რომლებიც ამ საკითხებს ადგენენ, არ უკვირდებიან არ აინტერესებთ გამწარებული პედაგოგების ცხოვრება და კიდევ ასეთი უმსგავსოებას დებენ და ითხოვენ უნამუსოდ. თვითონ საერთოდ თუ ერკვევიან ამ ყველაფერში, თვითონ თუ იციან უმაღლეს დონეზე ეს ყვე;აფერი საინტერესოა. პედაოდსაც და მოსწავლეებსაც შეაზიზღეს სკოლაც და სწავლაც. ჯერ მარტო ჩვენს შვილებს ვამზადებთ რეპეტიტორებთა. ვიხდით იმხელა თანხებს, გავწყდით მშობლები წელში. ცალკე ვანზადებთ საგნებში, რომ ჩააბარონ სკოლის გამოცდები, ცალკე კი სააბიტურიენტოდ ვამზადებთ. ნუთუ არ უნდა დაესვას ამ ყველაფერს წერტილი. ჯერ მეთორმეტე კლასი, რისთვის არის ? ან რატომ გვაიძულებენ და აიძულებენ მოსწავლეებს ჩააბარონ , მოემზადონ იმ საგნებში, ვყაროთ მშობლებმა ამხელა თანხები, რომელიც არ სჭირდებათ უმაღლესში ჩასაბარებლად. არც მიმინოშვილი. არც სანიკიძე და დარწმუნებული ვარ მომავალში თუ ესენი შEიცვლებიან არც ისისნი არ იზრუნებენ ხალხისთვის, პედაგოგებისათვის, მშობლებისათვის, მოსწავლეებისათვის.... მაგრამ იქნებ ამბობენ იმედი ბო;ლოს კვდებაო...ღმერთმა ქნას.
19 იანვარი 2016 09:51
#6  ომარი
      
მისასალმებელია რომ პრემიერმინისტრი ხედავს პრობლემას განათლების სფეროში. აქ გამოყოფილი თანხები არამიზნობრივად იხარჯება. განსაკუთრებით ერთიანი ეროვნულ გამოცდებში. თავისუფლადაა შესაძლებელი საგამოშვებო გამოცდების დამთხვევა ერთიან ეროვნულ გამოცდებს. საგანი რომელიც არ ისწავლება სკოლაში ის საგანი არ უნდა ბარდებოდეს. ვებრძოდით რეპეტიტორობას და დღეს უარესი მივიღეთ. აქამდე რაც გაკეთდა განათლების სისტემაში ძირითადად ემსახურებოდა მის ნგრევას იხილეთ სტატია: http://politikus.ru/articles/62406-kak-razvalit-sistemu-obrazovaniya-za-sem-shag
ov.html
ის რაც აქ წერია ეს საქართველოში უკვე გაკეთდა და კიდევ გრძელდება. ჭკვიანურად გააკეთა ეს მავანმა ჩვენი "სულგაყიდული" პოლიტიკოსების ხელით!!! მოხდა პროფესორების დისკრედიტაცია!!! მათი მონათვლა უკანასკნელი სიტყვებით, მათი სულიერების ჩაკვლა, ავტორიტეტული პიროვნებების წინააღმდეგ ბრძოლა!!!
19 იანვარი 2016 08:44
#5   ხათუნა
      
მოგესალმებით, ბატონო გიორგი! ინიციატივა, რომელიც თქვენ წამოიწყეთ თავისთავად ძალიან კარგია, მაგრამ რამდენად განხორციელებადია ეს მეორე საკითხია! მთავრობა , რომელიც მოსვლის დღიდან ანგრევდა ქვეყანას ვერ შეძლებს დარჩენილ ერთ წელიწადში ისეთი ფუნდამენტური ცვლილებების გატარებას, რომ ქვეყანამ თუნდაც მცირედით ამოისუნთქოს!
ამ წერილსაც იმიტომ გწერთ, რომ თუ 0.1 % მაინც არსებობს შანსი ამ წერილის წაკითხვის და მტკივნეულ თემებზე რეაგირების, მაშინ ვალდებული ვარ რომ დავწერო!:
1.წიგნები და პროგრამები შესაცვლელია სკოლებში, ოღონდ "ძველი საძმოს წევრები" როგორ შეძლებენ ამას არ ვიცი!
2. მოსწავლეთა რაოდენობის შემცირება 20 ბავშვამდე.
3. პედაგოგთა ხელფასების გადიდება
4. გაურკვეველი და ბუნდოვანი სქემის გამარტივება და წლევანდელი გაზაფხულიდანვე ამოქმედება, რათა უკვე არსებულ წარმატებულ მასწავლებლებს მიეცეთ საშუალება საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის.საფეხურიდან საფეხურზე გადასავლელად მინიმუმ სამას ლარიანი განსხვავების დაწესება.
5. განათლების მინისტრად მოეშვით გაურკვეველი პროფესიის მქონე ადამიანების დანიშვნას. განათლების მინისტრად უნდა ინიშნებოდეს პროფესიონალი, რომელსაც პედაგოგად მუშაობის მინიმუმ 5წლიანი გამოცდილება აქვს. ასევე სხვა საპასუხიმგებლო საქმეებზეც სამინიტროში გამოცდილების მქონე პროფესიონალები უნდა იყვნენ და არა "დიადი საძმოს" წევრები.
6. მოეშვით პედაგოგთა შეურაცხყოფას დაუძლეველი და ყოველწლიურად გართულებული 5 საათიანი სასერთიპიკაციო გამოცდებით. შეამცირეთ საგამოცდო დრო და საკითხები. რომ გამოჩნდეს მასწავლებლის რეალური სახე და შესაძლებლობები.
7. ყბადაღებული თვითშეფასების კითხვარი მიეცით თქვენს ნებისმიერ მინისტრს და ნახავთ რა შედეგებსაც დადებენ.
8. დააწესეთ მთავრობის თითეული წევრის საქმიანობის შეფასება ხალხის მიერ და დაბალი შეფასების მქონე მთავრობის წარმომადგენლები გაათავისუფლეთ დაკავებული თანამდებობებიდან . თან ჩამოერთვას აღებული ხელფასის 50%.
9. მოიკელით ხელფასები და პრემიები პატივცემულო გაზულუქებულო და უუნარო მთავრობავ და გადადგით რეალური ნაბიჯები ქვეყნის ასაშენებლად! მხოლოდ ასე შეძლებთ ქვეყნის აშენებას, თორემ ისტორიას არ ახსოვს ბრიყვების და ლაქიების აშენებული ქვეყანა და ბუნებრივია ვერც თქვენ შექმნით ამის პრეცენდენტს!
პ.ს ისე რომ იცოდეთ, მე ვარ პირველი სამგანზომილებიანი ანიმაციებინი დედაენის ავტორი , რომელიც ყველას მოსწონს, მაგრამ სახელმწიფოს არ აღმოაჩნდა თანხა, რომ ამ წიგნის გამოცემის თანხები გამოყოს!
ველოდები თქვენს გამოხმაურებას დანარჩენს მერე მოგახსენებთ!
19 იანვარი 2016 00:35
#4  R
      
ტყუილად არ დაიღალოთ ამ ნაბოდვარის კითხვით. განათლება ბიძინას თავისი შვილებისთვის არ მიუცია და თქვენ მოგცემთ? ან ვინ უნდა ჩაატაროს რეფორმა, გენიოსი რომ გყავდათ ბოზონის პროექტიდან, დვალი, ის აქ გვპირდებოდა 4 წლის წინ რაღაც ბოდვას? :) განათლებაში ინვესტიცია ეკლესიისთვის ნახევარი მილიონის ჩუქებით არ იწყება, პირიქით, მაგრამ თქვენ ამას ვერ გაიგებთ და იმიტომაც იჯდებით საღორეში უკუნითი უკუნისამდე.
18 იანვარი 2016 20:10
#3   darina
      
დაბერებული პროფესურა უმაღლეს სასწავლებლებში, დემაგოგები, ერთ ახალ სიტყვასაც რომ არ შეისმენენ ახალგაზრდებისაგან. თავზე საყრელად ბეჭდავენ თავიანთთვის ჩვეულ კომუნისტურ წიგნებს, რაც ყოვლად გამოუსადეგარი მაკულატურაა მხოლოდ. სასწავლო პროგრამებში ეძებენ და პოულობენ კიდეც საკუთარ თავზე მოსარგებ დოგმებს. გააჩნიათ გავლენა და კონკურსის დროს შტატებს მხოლოდ თავიანთი ინტერესების გათვალისწინებით დებენ, გაჰყავთ მხოლოდ თავისთვის სასურველი კონკურსანტები, რომელთათვისაც წინასწარაა განსაზღვრული, თუ რომელი რომელ პოზიციაზე უნდა მოხვდეს. (ეს მხოლოდ ერთი წვეთია დანარჩენ უმსგავსოებათაგან)
18 იანვარი 2016 20:05
#2   თემურ ავალიანი
      
ზოგადი განათლების სისტემა ლამისაა მთლიანად დაჭაობდეს. ის ცოდნის მიმცემ კი არა, მოსწავლეთა კლასში იძულებით დამაგრების და ასაკოვან პედაგოგთა სოციალური დაცვის უზარმაზარ სახლად იქცა. ათწლეულები მიდის და ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ გადადგა რადიკალური ნაბიჯები. უკუღმა კი - რამდენიც გინდა. გამოვყოფდი ამ ხელისუფლების მიერ ერთ უკან გადადგმულ, თანაც უკუღმართ ნაბიჯს: ეს არის ,,მასწავლებელთა სახლების‘‘ იმ ფორმით ჩამოყალიბება, როგორითაც ის დღეს არის: სახელმწიფომ დააფინანსა არა მასწავლებელი, არამედ საკუთარი ე.წ. ,,მასწავლებელთა სახლი‘‘ (ანუ საკუთარი ჯიბე), რითაც ჯერ-ერთი, მთლიანად მოუსპო მასწავლებელს მისთვის სასურველი პროვაიდერის არჩევანის საშუალება, და მეორეც, აღადგინა კიდევ ერთი საბჭოური მონოპოლისტური სისტემა, რომლის შენახვისთვისაც ბიუჯეტიდან ათეულობით მილიონი იფლანგება. დაუყოვნებლივ არის გასაუქმებელი ეს მახინჯი სულ უფრო მზარდი, სახელმწიფო ბიუჯეტის წურბელა ახალი მონოპოლისტური ბიუროკრატია და თუ მაინცა და მაინც სახელმწიფო დაფინანსებაზეა საუბარი, უნდა აღდგეს ვაუჩერული სისტემით უშუალოდ მასწავლებლის დაფინანსების სისტემა. კი ბატონო, ჩადგეს ,,მასწავლებელთა სახლი‘‘ კონკურენტულ გარემოში და იარსებოს არა სახელმწიფო დაფინანსების, არამედ საკუთარი ნიჭისა და უნარის ხარჯზე! თუ არა და, ამ მიმართულებით არანაირი სახელმწიფო დაფინანსება არ არის საჭირო. მასწავლებლის შრომა უნდა გაიზომოს კლასში მუშაობის შედეგით და არა მხოლოდ სერტიფიკატების რაოდენობით. ამ შედეგის მისაღწევად კი მან თვითონ უნდა გადაწყვიტოს რა მიმართულებით ესაჭიროება პროფესიული ზრდა, რაც უნდა განახორციელოს საკუთარი ფინანსების ხარჯზე. სახელმწიფო დაფინანსება კი უნდა წავიდეს საფეხურების (კატეგორიების) ზრდასთან ერთად ხელფასის სოლიდური ზრდის მიმართულებით!!! სახელმწიფო თანხებს ასე კი ნუ ვფლანგავთ, არამედ მივცეთ, მაგალითად, მენტორ მასწავლებელს (რომელიც საქართველოში ჯერ-ჯერობით თურმე არ გვყოლია და ამ სისტემით უახლოეს ოთხ წელიწადში არც გვეყოლება) საწყის ეტაპზე 3 000 ლარი მაინც (მეტი თუ არა), ხოლო საფეხურებს შორის სხვაობა განვსაზღვროთ 500-500 ლარის ოდენობით და ნახავთ რა მოხდება! გვინდა ნორმალური მასწავლებელი? მივცეთ მას სოლიდური ხელფასი და კარიერული ზრდის (პარალელურად ხელფასის სოლიდურად ზრდის) რეალური მოტივაცია და მიზნის მისაღწევად ქმედების თავისუფლება. ის თვითონ დაიწყებს მოძრაობას საჭირო მიმართულებით. შეძლებს? დარჩება და გაიზრდება. ვერ შეძლებს? ჩარჩება ერთ ადგილზე და სისტემატურად ექნება დაბალი შედეგი, რის გამოც გონივრული ვადის გასვლის შემდეგ სკოლას უნდა მიეცეს უფლება მისი უკეთესი მასწავლებლით ჩანაცვლებისა. სხვაგვარად არაფერი გამოვა... ამ ხელისუფლებამ კი აიღო და მეორე უკუღმართი ნაბიჯიც გადადგა: ნაცვლად იმისა, რომ რეალურ საპენსიო პოლიტიკაზე იფიქროს, ოფიციალურად გამოუცხადა ისედაც ხანდაზმულ პედაგოგთა კორპუსს: ახალგაზრდები არ მჭირდება, 80 წლის ასაკამდე შეგიძლიათ იმუშაოთ, კაცი ხელს ვერ გახლებსო ... რა რეფორმაზეა საუბარი ყოველივე ამის შემდეგ???
18 იანვარი 2016 15:26
#1   მარინე
      
განათლების ხარისხის ამაღლება მოხდება მაშინ, როდესაც სისტემის შეცვლა მოხდება განათლების სფეროში. ამ შემთხვევაში ჩართული უნდა აღმოჩნდეს როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, არამედ მცნიერებათა აკადემია და კულტურის სამინიტრო. რატომ ? მარტივი მიზეზით ხარისხის ამაღლება ნიშნავს სახელმძღვანელოების შეცვლასთან ერთად, მაქსიმალურად უნდა იქნენ გამოყენებულნი სხვადასხვა დარგის მეცნიერერბი- პირდაპირი კონტაქტით მასწავლევლებელსა და მოსწავლეებთან. ამისათვის აუცილებელია ჰუმანიტართა ჯგუფის შეკრება- თუნდაც კონსულტანტების დონეზე, პროგრამის გაწერვა და სკოლებსა და უმაღლესს სასწავლებელში მათი გატანა. გარდა ამისა, განათლებსა და კულტურის სამინისტროებში უნდა დაიდოს ინტერნეტში მონაცემთა ბაზა- სადაც გასაჯაროვდება სხვადასხვა ქალაქებში სამეცნიერო ფორუმების ანანონსი. კულტურის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ქარტული კლტურული მემკვიდრეობის შესწავლისა და მიღებული შედეგების გასაჯაროება, რომლის დროს სამინისტროში უნდა დაწესდეს რეგულარული შეხვედრები კულტურის ოისტორიის დარგში მოღვაწე მეცნიერების საზოგადოებასთან. საკმარისია სირაქლემას პოზიცია- დრესდღეისობით განათლების ხარისხის მნგრევეკლები დგანან პოზიციებზე- სულ ერთია ეს უცოდინარობით ხდება თუ განზრახ- მითითებით.
18 იანვარი 2016 10:30
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 
ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი