ოპოზიციის ლიდერებისთვის პოსტების შეთავაზების მიუხედავად უკრაინაში პროტესტი მაინც გაგრძელდება
26-01-2014, 08:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

უკრაინის ოპოზიციის ლიდერმა არსენ იაცენიუკმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ იანუკოვიჩის მიერ მისთვის პრემიერ-მინისტრის პოსტის შეთავაზების მიუხედავად პროტესტი მაინც გაგრძელდება.


იაცენიუკმა თქვა რომ ოპოზიცია ზოგადად მზადაა ქვეყნის სათავეში მოსასვლელად და პასუხისმგებლობის ასაღებად, მაგრამ რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთხოვნა, მათ შორის ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნა, უნდა დაკმაყოფილდეს.


წუხელ კიევში შეტაკებები ისევ გაგრძელდა. აქტივისტები ცდილობდნენ იმ შენობების შტურმით აღებას, სადაც პოლიციის ქვედანაყოფები არიან განლაგებულნი.
პრეზიდენტის წინადადება უკრაინაში არეულობების დასრულების მიზანს ემსახურება. მან პრემიერ-მნისტრის პოსტი არსენ იაცენიუკს, ვიცე პრემიერის თანამდებობა კი ყოფილ მოკრივეს, ვიტალი კლიჩკოს შესთავაზა.


ოპოზიციის ლიდერებს, რომლებიც მრავალრიცხოვანი დემონსტრანტების წინაშე წუხელ გვიან ღამით სიტყვით გამოვიდნენ, მკაფიოდ არ განუცხადებიათ მიიღეს თუ არა იანუკოვიჩის შეთავაზება. ისინი მათ მოთხოვნებს ისევ ძალაში ტოვებენ. ესაა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე ხელმოწერა, პოლიტიკური პატიმრების, მათ შორის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტომოშჩენკოს გათავისუფლება. ისინი ასევე მოითხოვენ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას, რომელიც წესით 2015 წელს უნდა გაიმართოს.


მოგვიანებით თვითერზე იაცენიუკმა იანუკოვიჩის მისამართით ასეთი რამ დაწერა: "ჩვენ დავასრულებთ ჩვენივე წამოწყებულ საქმეს, ხალხი წყვეტს ვინ იქნება ქვეყნის ლიდერი და არა თქვენ."


კლიჩკომ მიტინგზე განაცხადა, რომ ისინი მოლაპარაკებების გზით შეეცდებიან დაკმაყოფილდეს მათი მოთხოვნები.


"ჩვენ უკან არ ვიხევთ. ჩვენ დღის წესრიგიდან არ ვხსნით ჩვენს მოთხოვნებს და შევეცდებით მოვნახოთ მართებული მიმართულება."


ახლა "განკითხვის დღე," როგორც ეს იაცენიუკმა აღნიშნა, სამშაბათი, 28 იანვარი იქნება, როცა პარლამენტის საგანგებო სხდომა უნდა გაიმართოს.

 

 

 

 

http://www.bbc.co.uk/news/world-europe-25900267  

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი