ოსკაროსანი მსახიობი ჯორჯ კლუნი, რომელსაც აკადემიის ორი ჯილდო აქვს მოპოვებული, ოსკარების დაჯილდოვების აკადემიას "მცდარი მიმართულებით სვლაში" სდებს ბრალს და მრავალმხრივობის ნაკლებობას უწუნებს.
BBC -ს ცნობით, მე-4 წელია, რაც არც შავი და არც უმცირესობის წარმომადგენელი მსახიობები არ დასახელებულან ოსკარის კატეგორიებში. "ვარსკვლავურ ომებში" მონაწილე მსახიობმა ქალმა ლუპიტა ნაიონგ'ომ განაცხადა, რომ ისიც "გაწბილებულია ნომინაციებში ჩართულობის ნაკლებობით".
აკადემიის პრეზიდენტმა ჩერილ ბუნ ისააკსმა, მას შემდეგ რაც ჰოლივუდის ვარსკვლავებმა ცერემონიის ბოიკოტირების შესახებ განაცხადეს, თქვა, რომ მისი წევრების საკითხს განიხილავდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.