გიორგი კვირიკაშვილი: რუსეთთან ჩვენ გვაკავშირებს ხანგრძლივი ურთიერთობების ტრადიციები და არ ვთვლი, რომ ყველაფერი უნდა გადავხაზოთ
23-01-2016, 03:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

“რუსეთმა პატივი უნდა სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, რათა რეგიონი ინვესტიციებისა და ბიზნესისთვის მიმზიდველი გახდეს” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ, CNBC-თან ინტერვიუში განაცხადა.

 

 

“ჩვენ ვცდილობთ, შევამციროთ დაძაბულობა რუსეთთან, რათა შევძლოთ მეტი ინვესტიციების მოზიდვა, რადგანაც სტაბილურობა და უსაფრთხოება არის ნებისმიერი ინვესტორის უპირველესი მოთხოვნა”, – განაცხადა კვირიკაშვილმა ჟურნალისტ ჰედლი გემბლისთვის (CNBC) დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მიცემულ ინტერვიუში.

 

 

როგორც CNBC აღნიშნავს, პრობლემები მაინც რჩება. რუსეთმა სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან შეთანხმებები გააფორმა, რაც, კვირიკაშვილის თქმით, “ყველანაირ ლოგიკას ეწინააღმდეგება”.

 

 

“მაგრამ ეს არის მოცემულობა, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს, – განაცხადა კვირიკაშვილმა, – ჩვენ გავაგრძელებთ პრაგმატულ მიდგომას, გავაგრძელებთ ჩვენი მხრიდან დაძაბულობის შემცირებას. რასაკვირველია, ჩვენ მივესალმებით რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით. ეს არის პოზიტიური ნაბიჯი, რომელსაც საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი აფასებენ”.

 

 

კითხვაზე, აქვს თუ არა მას რაიმე გზავნილი ვლადიმერ პუტინისთვის, კვირიკაშვილმა უპასუხა: “რუსეთმა პატივი უნდა სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ეს არის უმთავრესი პირობა, რომელიც რუსეთმა უნდა დააკმაყოფილოს, რათა რუსეთთან ნორმალური ურთიერთობები დაიწყოს. სიმართლე რომ ვთქვათ, დღესდღეობით ჩვენ ვერ ვხედავთ რუსეთის ხელმძღვანელობის მხრიდან სათანადო პოლიტიკურ ნებას ამ პრობლემების მოსაგვარებლად. მიუხედავად ამისა, რუსეთთან ჩვენ გვაკავშირებს ხანგრძლივი ურთიერთობების ტრადიციები და არ ვთვლი, რომ ყველაფერი უნდა გადავხაზოთ”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

 

 

კომენტარები: 4
#4  მარინე
      
რუსეთთან აუცილებლად დალაგდება ურთიერთობა...და ეს ურთიერთობა აღარ იქნება ისეთი,რომელსაც ადგილი ჰქონდა სსრკ–ს დროს– თუმცა ყველა დროს ურთიერთობებს აქვს თავისი უარყოფითი და დადებითი მომენტები,მე მჯერა,რომ რუსეთიც გადააფასებს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს....სწორედაც, რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობა უფრო ღირსეულ სახეს მიიღებს,ჩვენთვის,პირველ რიგში, ხოლო რუსეთი როგორმე მოერევა შიშს ჩვენი ნატოში გაწევრიანების მიმართ,ვინაიდან,დარწმუნებული ვარ,რომ საქართველოს მართლა არ სჭირდება ნატო–ჩვენისთანა პატარა ქვეყნებს ნატო ვერ უშველის–ეს ბლეფია და ამის "გადაყლაპვას" აღარ აპირებენ ქართველებიც. ხოლო ჩვენმა მოქალაქეებმა ანალიზის შემდეგ უნდა მიხვდენენ,რომ გარდა აფხაზეთისა და სამაჩაბლოსი რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებაზე აჩქარება აუცილებელია უფრო სასიცოცხლო,მნიშვნელოვანი საფრთხის გამო,რასაც ვხედავ მთელს მსოფლიოში–დღეს მტერია,თუმცა რუსეთს უფრო ღრმა საფუძვლები აქვს საქართველოსთან დამეგობრებისა,რაც ორივე ქვეყნის ინტერსესშია
24 იანვარი 2016 12:03
#3   misha
      
როგორი პრემიერიც არ უნდა გყავდეთ რუსეთი აღიარებას უკან არ წაიღებს არც რუსეთი და არც არავინ სუსტი ხარ გერევა და მორჩა ასეთია ისტორიის გაკვეთილები და იმპერიული გამოხტომები. ახლა მით უმეტეს ვალებში ვიხრჩობით ხალხი ღატაკდება ყველაფერი ძვირდება ვალუტა უფასურდება ვინ რას დაგიბრუნებთ. თქვენ ხალხო უცხოპლანეტელები ხომ არ ხართ. ვაი შენ ოლიგარქის მიერ გამოხრულო საქართველოვ.

ციტატა: marika
რუსეთმა აღიარება რომ უკან წაიღოს კიდეც, აფხაზებსაც და ოსებსაც ხომ უნდა ვკითხოთ რა უნდათ....
დღევანდელ სიტუაციაში ყველაზე უკეთესი გამოსავალი საქართველოს ფედერაციული მოწყობაა.

ეგ კარგი აზრია და მაგას აღიარების უკან წაღებაც არ ჭირდება.უბრალოდ ნორმალური ურთიერთობის ჩამოყალიბებაა საჭირო მაგრამ ამ მთავრობის ხელში როგორც იმ კინოშია ,,ფრთხილად მელიტონ,, ღატაკი ქვეყნის პოზიცია ყველას კ ი დ ი ა.

ციტატა: ემზარ გორგილაძე
სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პრემიერ მინისტრი გვყავს, ასე რომ სასიკეთო ცვლილებებს უნდა ველოდოთ, 2-3 წელია საჭირო რათა რუსეთმაც დაფიქრდეს თავის შეცდომაზე, საბოლოოდ იმედი მაქვს რუსეთი აღიარებას უკან წაიღებს, თუმცა ეს ჩვენი დაუღალავი შრომითა და სახალხო დიპლომატიით უნდა მოვახერხოთ...

ვალუტის გაუფასურებას რომ კორექტირებას ალბათ მაგას გულისხმობთ. მაგას ვინ რას კითხავს, რა მინისტრთა კაბინეტი გადაახალისა თუ რეფორმების შესახებ გაგვანდო რამე. ისე იმედი რომ გაქვთ რაღაცის კარგია, მაგრამ ეგ მხოლოდ წინასაარჩევნო კანფეტია თქვენისთანებზე გათვლილი. მთავარი წურბელაა მოსაშორებელი
24 იანვარი 2016 08:35
#2   marika
      
რუსეთმა აღიარება რომ უკან წაიღოს კიდეც, აფხაზებსაც და ოსებსაც ხომ უნდა ვკითხოთ რა უნდათ....
დღევანდელ სიტუაციაში ყველაზე უკეთესი გამოსავალი საქართველოს ფედერაციული მოწყობაა.
24 იანვარი 2016 03:17
#1   ემზარ გორგილაძე
      
სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პრემიერ მინისტრი გვყავს, ასე რომ სასიკეთო ცვლილებებს უნდა ველოდოთ, 2-3 წელია საჭირო რათა რუსეთმაც დაფიქრდეს თავის შეცდომაზე, საბოლოოდ იმედი მაქვს რუსეთი აღიარებას უკან წაიღებს, თუმცა ეს ჩვენი დაუღალავი შრომითა და სახალხო დიპლომატიით უნდა მოვახერხოთ...
23 იანვარი 2016 09:06
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი