[xfgiven_poster][/xfgiven_poster]
სულ მცირე 18 ადამიანი ემსხვერპლა ძლიერ თოვლსა და ქარბუქს ამერიკაში - ნიუ იორკი და ვაშინგტონი დახურულია
24-01-2016, 00:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ძლიერმა ქარბუქმა, რომელსაც უხვი თოვლი ახლავს, აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპიროებსა და ჩრდილოეთ ნაწილს მიაყენა დარტყმა. რამდენიმე საათში თოვლის საფარმა ამერიკის დიდ ნაწილში 60 სმ-ს მიაღწია. ამის შესახებ BBC იტყობინება.

 

 

ათეულობით შტატში 85 მილიონზე მეტი ადამიანი გააფრთხილეს, რომ სახლში დარჩნენ, რადგან უხვ თოვლს ძლიერი ქარბუქი ახლავს თან.

 

 

ნიუ იორკმა, რომლის ოფიციოზსაც სჯერა, რომ ეს, ქალაქის ქარბუქებისა და თოვლის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი იქნება, აკრძალა მგზავრობა და მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში იქნება დასაშვები გადაადგილება.

 

 

კვირისათვის, როცა შტორმი ვაშინგტონს ჩაუვლის, თოვლის საფარმა შესაძლოა რეკორდულ მაჩვენებელს, 76 სმ-ს მიაღწიოს.

 

 

 

 

სულ მცირე 18 ადამიანია გარდაცვლილი და 11 შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. სატრანსპორტო მომსახურება გაუქმდა, ოჯახები კი ელექტორენერგიის გარეშეა დარჩენილი.

 

 

გაუარესებულმა ამინდმა ქვეყნის უზარმაზარი ტერიტორია მოიცვა, კერძოდ, არკანზასიდან, სამხრეთში, მასაჩუსეტამდე ჩრდილო-აღმოსავლეთში.

 


ათეულობით ათასი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშა დარჩენილი. კენტუკისა და პენსილვანიაში კი შაბათს სატრანსპორტო გადაადგილებისას 12-14-საათიანი საცობები დაფიქსირდა.

 

 

პარასკევს სუპერმარკეტების დახლები პროდუქტებისაგან პირველი ფიფქების დაცემამდე დაცარიელდა.

 

 

პარასკევისთვის 7 000-სზე მეტი ავიარეისი გაუქმდა.

 

 

150 000-სზე მეტი ოჯახი ჩრდილო კაროლაინაში ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

 

 

ასევე 90 000 ოჯახია ელექტოენერგიის გარეშე დარჩენილი ნიუ ჯერსიში.

 

 

სტიქიას სულ მცირე 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვეპლა ჩრდილო კაროლაინაში, კენტუკიში, ტენისიში, ვირჯინიასა და სხვა შტატებში. უმეტესობა მათგანი საგზაო შემთხვევებს ემსხვერპლა.

 

 

მხოლოდ ვირჯინიაში პარასკევ საღამოსთვის სახელმწიფო პოლიციამ 989 ავტოსაგზაო შემთხვევა დააფიქსირა.

 

 

საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ნიუ იორკში, ტენესიში, ჯორჯიაში, კენტუკიში, ჩრდილო კაროლაინაში, ნიუ ჯერსიში, ვირჯინიაში, დასავლეთ ვირჯინიაში, მერილენდში, პენსილვანიაში და კოლუმბიის რაიონში. ჯამში კი 20 შტატია სტიქიისაგან დაზარალებული.

 

 

ვაშინგტონის სატრანსპორტო სისტემა - აშშ-ში მე-2 ყველაზე დატვირთული - შაბათ-კვირის განმავლობაში დაკეტილი იქნება.

 


შეერთებული შტატების ფედერალურმა მთავრობამ პარასკევს შუადღისას მუშაობა შეწყვიტა. პრეზიდენტი ობამა თეთრ სახლში რჩება.

 

 

ამინდის ეროვნულმა სამსახურმა გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც ყველაზე მეტი თოვლი ვაშინგტონში შაბათს დილის საათებსა და შუადღეს არის მოსალოდნელი, უხვ თოვლს კი თან დაერთვება ქარი, 80კმ/სთ სიჩქარით. ამინდის პროგნოზის თანახმად, თოვლმა აშშ-ს დედაქალაქში შესაძლოა გაადაჭარბოს 1922 წელს ორდღიანი თოვის შედეგად მოსულ რეკორდულ 76 სმ-იან მაჩვენებელს.

 


ვაშინგტონში ქუჩები ცარიელია, რესტორნები, ბარები და სუპერმარკეტები დაკეტილი რჩება.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი