ანდრეი ილარიონოვი: პუტინმა უკრაინაში შესაძლოა ოსეთისა და აფხაზეთის სცენარი აამოქმედოს
26-01-2014, 15:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ბოლო დროს ინტერნეტ-სივრცეში მთავარ სასაუბრო თემად უკრაინაში შექმნილი ვითარება იქცა.

რუსი პოლიტიკური მოღვაწე ანდრეი ილარიონოვი საკუთარ ბლოგზე მოვლენათა განვითარების 4 სცენარს განიხილავს და აღნიშნავს, რომ ასე თუ ისე, პუტინს გამარჯვების საკმაოდ დიდი შანსი აქვს.

ვარიანტი #1 - მკაცრი ავტორიტარული რეჟიმი მთელ უკრაინაში

არის იმის ალბათობა, რომ პროტესტი მთელ უკრაინაში ჩახშობილი იქნება და ხელისუფლებაში მკაცრი, ავტორიტარული რეჟიმი მოვა. (ამასთანავე, სულაც არ არის აუცილებელი, ამ რეჟიმის მეთაური იანუკოვიჩი იყოს, როგორც ჩანს იგი არავის აინტერესებს და რუსებიც მას მარიონეტის როლში იყენებენ. თუკი საჭირო გახდება, ერთ ფასადურ მმართველს მეორეთი ჩაანაცვლებენ). ანუ უკრაინის სახით პუტინი მიიღებს კიდევ ერთ ბელორუსს, კიდევ ერთ ოდიოზურ რეჟიმს, რომელიც საკუთარ ხალხს გაუსწორდა და მთლიანად დამოკიდებულია რუსეთზე. პუტინი სუფთა პლუსშია.

ვარიანტი #2 - ორი უკრაინული სახელმწიფოს ჩამოყალიბება

არც ისა გამორიცხული, რომ სამოქალაქო ომის შედეგად უკრაინა დაიშლება და დასავლეთი მხარე ცალკე სახალმწიფოდ ჩამოყალიბდება. ამ შემთხვევაში, პირველ რიგში პუტინი საჩუქრად მიიღებს კიევის პრორუსულ რეჟიმს.

ამასთანავე, ერთი ძლიერი უკრაინის ნაცვლად სამეზობლოში ეყოლება ორი დასუსტებული უკრაინა. თანაც ეს ქვეყნები ერთმანეთთან იქნებიან დაპირისპირებულნი. პუტინს ესეც აწყობს.

ვარიანტი #3- ყირიმის დამოუკიდებლობის გამოცხადება და რუსეთთან მიერთება

იმ შემთხვევაში, თუკი ოპოზიცია იანუკოვიჩის რეჟიმს უკრაინის ტერიტორიის უდიდეს ნაწილზე გაანეიტრალებს, პუტინმა შესაძლოა აამოქმედოს ოსეთისა და აფხაზეთის სცენარი, შეიყვანოს რუსული ჯარი "რუსი მოსახლეობის დასაცავად".

 

ბუნებრივია იქამდე ორგანიზებული იქნება "ექსცესები რუსების წინააღმდეგ", საიმისოდ, რათა ჰქონდეთ მიზეზი და საერთაშორისო თანამეგობრობასაც ამ აქციების ლეგიტიმურობაში ეჭვი არ შეეპაროს. ჯილდოდ პუტინს ყირიმი ერგება.

 

მართალია მთელი უკრაინის დამორჩილება ერთი რეგიონის დამორჩილების ტოლფასი არ არის, მაგრამ ყირიმის მიერთებით პუტინი რუსეთის შიგნით ჩაიწერს ქულებს და მოსახლეობისგანაც კარტ-ბლანშს მიიღებს.

"ყირიმის დაბრუნება" ხომ რუსი "ობივატელისთვის" ღირსების საქმეა. შესაბამისად მის სანაცვლოდ საკუთარ ლიდერს ძალიან ბევრ რამეს აპატიებს. სოციოლოგიური გამოკითხვებიც ცხადყოფს, რომ რუსეთში იმპერიალისტური დამოკიდებულებები ყველაზე მძაფრი სწორედ ყირიმის მიმართაა.

არსებობს მეოთხე ვარიანტიც - ევროპული ვექტორი მთელი უკრაინის მასშტაბით გაიმარჯვებს
ისტორიულ პერსპექტივაში, ყველაზე მოსალოდნელი სწორედ ეს ვარიანტია. თუმცა ისტორიული პერსპექტივა ხანგრძლივი პროცესი რომაა, ეს ყველამ კარგად ვიცით...

 

 

 

 

http://press.mediamall.ge/?id=9477

კომენტარები: 1
#1   Simon
      
მგონი, მართალს ამბობს ეს კაცი... ტყუილად კი არ იყო პუტინის მრჩეველი...
27 იანვარი 2014 18:46
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი