განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 53-ე სკოლის დარღვევების თაობაზე შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნას აქვეყნებს
10-04-2014, 12:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თბილისის 53-ე სკოლის გარშემო შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. მასში ნათქვამია:

 


"განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შეშფოთებულია 53-ე სკოლის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით. გარკვეული ჯგუფები ცდილობენ ამ საკითხით მანიპულირებას და მოსწავლეების გამოყენებას პირადი მიზნების მისაღწევად. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს, რომ სამინისტროს პოზიცია არ შეიცვლება გარე პირების მიერ მანიპულირებადი პროცესების ზეგავლენით.

 

 

სკოლის გათავისუფლებული დირექტორი ავრცელებს ცრუ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მხოლოდ 0.64 თეთრიანი დარღვევის შედეგად გათავისუფლდა, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. დარღვევების სპექტრი მრავალფეროვანია, დირექტორს ერთი წლის წინ ჰქონდა მიღებული გაფრთხილება ფინანსური დარღვევების გამოსწორებასთან დაკავშირებით. მეორე შემოწმებისასაც კვლავ ფინანსური დარღვევები დადასტურდა.

 

 


გთავაზობთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნას 53-ე სკოლის დარღვევების თაობაზე:

 

 

ინსპექტირების ჯგუფის მიერ ადგილზე შემოწმებისას გამოვლინდა, რომ სკოლის ფართებით (6 საკლასო ოთახი) საგებლობს კერძო პირი, ისე, რომ არ იხდის სარგებლობის თანხას, არ არსებობს ხელშეკრულებები, არ არის განათლების სამინისტროს და ეკონომიკური სამინისტროს თანხმობა, არ ჩატარებულა აუქციონი (სარგებლობა ხდებოდა 2013 წლის ოქტომბერში, ნოემბერში, დეკემბერში, 2014 წლის თებერვალში);

 

 

2013 წლის განმავლობაში მოქმედი იჯარის 12 ხელშეკრულება დადებულია კანონდარღვევით ჩატარებული აუქციონის საფუძველზე (ჯამში იჯარით გაცემული ფართი 1600 კვ.მ–ზე მეტია);

 


მოიჯარეების მიერ თანხების გადახდა ხდებოდა დარღვევით, არ არის გადახდილი საურავები. ერთ-ერთ შპს-ს არ აქვს გადახდილი იჯარის თანხა 3600 ლარის ოდენობით, საურავი – 433 ლარი, კომუნალური გადასახადი – 108 ლარი (საურავის ნაწილი და კომუნალური გადახდილ იქნა ინსპექტირების დასრულების შემდეგ (საურავი 160 ლარი, კომუნალური გადასახადი 108 ლარი);

 


მოიჯარე ც. თ. – გარკვეული პერიოდი სარგებლობდა ფართით (79.80 კვ.მ) ხელშეკრულების გარეშე და საფასურის გადახდის გარეშე;

 

 

მოიჯარე ე. დ.-ს მიერ დაკავებული იყო დამატებით სხვა ფართი;

 

მოიჯარე თ. მ. – იჯარით აღებული ფართის ნაცვლად იყენებდა სხვა ფართს;

 

მოიჯარე ნ. ს. – იჯარით გაცემული ფართი ნაკლებია, რეალურად იყენებს მეტ ფართს (31 კვ.მ–ის ნაცვლად 41 კვ.მ–ს);

 


სკოლაში დარღვეულია ბუღალტრული აღრიცხვის წესი (ხელმოუწერელი მემორიალური ორდერები);

 

 

დარღვეულია ინვენტარიზაციის ჩატარების წესი (ხელმოუწერელი საინვენტარიზაციო აღწერები);

 

 

დარღვეულია შესყიდვების განხორციელების წესი (არ არის დამტკიცებული შესყიდვების გეგმა, შესყიდვები განხორციელებულია ხელშეკრულების გარეშე);

 

 

სამი წელია არ არჩეულა ახალი დისციპლინური კომიტეტი (უნდა აირჩეს ყოველ წელს ახალი);

 

 

სასკოლო სასწავლო გეგმა დამტკიცებულია არასრულად;

 

 

წრეები შექმნილია ერთპიროვნულად დირექტორის ბრძანებით, როცა უნდა იყოს განსაზღვრული სასკოლო სასწავლო გეგმით, დამტკიცებული და შეთანხმებული სამეურვეო საბჭოს მიერ;

 

 

გადასწორებულია ჟურნალები, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით სკოლას არაერთი მითითება აქვს მიცემული;

 

 

არცერთი პირველკლასელის პირადი საქმე არ იყო შევსებული (უნდა შევსებულიყო წლის დასაწყისში);

 


მოსწავლეთა ჩარიცხვა განხორციელებულია ამისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის გარეშე (კანონიერი წარმომადგენლის განცხადებისა და სანოტარო წესით დამოწმებული დაბ. მოწმობის წარდგენის გარეშე)." - ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

 

 

თავად განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თბილისის 53-ე სკოლაში შექმნილ მდგომარეობას დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ყველანაირ სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებს იმისათვის, რომ აღნიშნულ სკოლაში გაკვეთილების ჩატარებას საფრთხე არ შეექმნას.

 


როგორც მინისტრმა თქვა, მას მშობლებისგან აქვს ინფორმაცია, რომ ყოფილი დირექტორი და პედაგოგთა ნაწილი სთხოვენ, ქუჩაში გამოვიდნენ აქციების ჩასატარებლად, რაც დაუშვებელია.

 


''სკოლაში ახალი დირექტორი უკვე შესულია. შესაბამისად, სწავლა 9 საათზე დაიწყებოდა, თუმცა საერთოდ, პროცესები არ მიმდინარეობს ნორმალურად და ამას ხელს უწყობენ სკოლის ყოფილი დირექტორი და სამწუხაროდ, პედაგოგთა ნაწილი. მე მგონი, ეს ხალხი საერთოდ ვერ გრძნობს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც აკისრიათ მოსწავლეებთან მიმართებაში. გუშინ მთელი საღამო შემოდიოდა ზარები შეწუხებული მშობლებისგან, რომ მათ სთხოვენ, გამოვიდნენ და აქციები მოაწყონ ქუჩაში. ეს დაუშვებელია. შესაბამისად, ყველანაირ სამართლებრივ ბერკეტს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ მასწავლებელი შევიყვანოთ გაკვეთილზე, ბავშვი არ დაზარალდეს და სკოლაში საგაკვეთილო პროცესს საფრთხე არ შეექმნას', - განაცხადა თამარ სანიკიძემ.

 


53-ე სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების ერთმა ნაწილმა დღეს დილიდან სკოლის შესასვლელების ბლოკირება მოახდინა. ისინი სკოლის ახლად დანიშნულ დირექტორს ეკა გახარიას სკოლის შენობაში შესვლის საშუალებას ამ დრომდე არ აძლევენ. როგორც მოსწავლეები აცხადებენ, ისინი არ დაუშვებენ სკოლაში ახალი დირექტორის შესვლას. ისინი უკვე რამდენიმე დღეა ყოფილი დირექტორის, მარიამ რამინაშვილის თანამდებობაზე დაბრუნებას მოითხოვენ.

 

 

53-ე სკოლის მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლების ერთი ნაწილმა დღეს ყოფილი დირექტორის მარიამ რამინაშვილის თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყო. ისინი აცხადებენ, რომ, ხელმოწერების შეგროვების შემდეგ, მათი შედგენილი განცხადება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გადაიგზავნება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი