დავით ნარმანიამ მინისტრის რანგში ბოლო პრეს-კონფერენცია გამართა
11-04-2014, 11:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ მინისტრის რანგში გამართულ ბოლო ბრიფინგზე მინისტრობის პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა. მისი განცხადებით, 2013 წელს 2012 წელთან შედარებით, უწყებამ 130 მილიონი ლარით მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული სამუშაოები შეასრულა.

 

 

"ძალიან ბევრი პრობლემური პროექტი გადმოვიბარეთ წინა ხელისფლებისგან და მათზე მუშაობა აქტიურად გავაგრძელეთ. სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 2013 წლის განავლობაში თითქმის 800 მილიონ ლარამდე დაიხარჯა" - აცხადებს ნარმანია და აღნიშნავს, რომ უწყება ინტენსიურად მუშაობდა როგორც საავტომობილო გზების მოწესრიგებაზე, ასევე, წყალმომარაგების გაუმჯობესებაზე.

 


"გაკეთდა 160 კმ-ზე მეტი მეორადი კატეგორიის გზა. სამ სხვადასხვა მონაკვეთზე მიმდინარეობდა ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მუშაობა, თუმცა 2014 წელი ჩქაროსნულ ავტომაგისტრალებზე მუშაობის თვალსაზრისით, უფრო ინტენსიური იქნება" - ამბობს "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი და დასძენს, რომ აღნიშნული სამუშაოები შვიდ სხვადასხვა მონაკვეთზე ერთდროულად განხორციელდება.

 


მინისტრის თქმით, ინტენსიურად დაიწყო წყალმომარაგების სამუშაოების შესრულება. 2014 წელს 28 მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების თვალსაზრისით, მასშტაბური სამუშაოები განხორცილდება.

 


როგორც ნარმანია აცხადებს, მყარი ნარჩენების მართვის კუთხით, პირველად საქართველოში 2013 წელს დაიწყო და 2014 წლის გაზაფხულზე რეგიონებში ცხრა ერთეული ნაგავსაყრელი მოწესრიგდა. კიდევ 11-ის მოწესრიგებაა დაგეგმილი.

 


"დავიწყეთ ადგილობრივი თვითმმართველობების რეფორმა, მიუხედავად კრიტიკისა და წინააღმდეგობებისა, რეფორმა დაწყებულია და წელს ჩვენ პირველად საქართველოში პირდაპირ ავირჩევთ მერებს და გამგებლებს. ხუთ თვითმმართველ ქალაქს დაემატა კიდევ შვიდი თვითმმართველი ქალაქი და საბოლოო ჯამში 12 ქალაქში მერებს პირდაპირი წესით აირჩევენ. პირდაპირი წესით აირჩევენ გამგებლებს მუნიციპალიტეტებში",- აღნიშნავს ნარმანია.

 

 

კომენტარები: 1
#1   tech
      
I am always searching online for articles that can help me. There is obviously a lot to know about this. I think you made some good points in Features also. Keep working, great job ! antminer d7 for sale
5 მაი 2022 01:04
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი