ავსტრიის საპატიო კონსულის, ევა ბერგერის გარდაცვალების გამო საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მწუხარებას გამოთქვამს
02-02-2016, 13:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე საქართველოში ავსტრიის საპატიო კონსულის, ავსტრიის ავიახაზების საქართველოს წარმომადგენლობის ყოფილი გენერალური მენეჯერის ევა ბერგერის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. როგორც თედო ჯაფარიძის განცხადებაშია ნათქვამი, ევა ბერგერი "იყო ერთ-ერთი პირველი უცხოელი, ევროპელი, რომელიც გველაპარაკებოდა ევროპულ ენაზე, გვაჩვევდა ევროპულ წესებს და ჩვევებს და ყველაფერს ამას აკეთებდა განსაკუთრებული სითბოთი".

 

 

"მას მრავალმხრივი დიპლომატიური და კომერციული მოღვაწეობის განმავლობაში დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოსა და ავსტრიის მეგობრობის განმტკიცების და ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების საქმეში. ქალბატონი ევა, გარდა საპატიო კონსულისა, წლების განმავლობაში გახლდათ ავსტრიის ავიახაზების წარმომადგენელი საქართველოში. ევა იყო ერთ-ერთი პირველი უცხოელი, ევროპელი, რომელიც გველაპარაკებოდა ევროპულ ენაზე, გვაჩვევდა ევროპულ წესებს და ჩვევებს და ყველაფერს ამას აკეთებდა განსაკუთრებული სითბოთი, სუფთა ევროპულ-ავსტრიული ტაქტით და მისთვის ჩვეული იუმორით. იგი უამრავ ქართველს და ქართულ ოჯახს დაეხმარა. მე ვიტყოდი ბევრი მათგანი გადაარჩინა. მინდა მადლიერება გამოვხატო ევა ბერგერის მიერ გაწეული საქმიანობისადმი, რომლის შედეგიცაა ჩვენი ქვეყნის წინსვლა, მათ შორის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მიღწევაში," ნათქვამია თედო ჯაფარიძის განცხადებაში.

 

 

მისივე თქმით, ევა ბერგერი გამოირჩეოდა განსაკუთრებული ერუდიციით, პროფესიონალიზმით და უაღრესად მაღალი პასუხისმგებლობით და მისი სახით საქართველომ დაკარგა აქტიური მხარდამჭერი და გულითადი მეგობარი.

 

 

"მინდა, კიდევ ერთხელ, მივუსამძიმრო ჩემი და საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სახელით როგორც ავსტრიელ ხალხს, ისე მის ოჯახს და მეგობრებს. ეს ჩვენთვის მართლაც უდიდესი დანაკლისია," აღნიშნავს თედო ჯაფარიძე.

 


ევა ბერგერი რამდენიმე დღის წინათ ავსტრიის დედაქალაქაში უკურნებელი სენით, 62 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვენაში იგი 2 კვირის წინათ საკმაოდ შეუძლო მდგომარეობაში გაემგზავრა, მანამდე კი 1990-იანი წლების დასაწყისიდან სიცოცხლის ბოლომდე საქართველოში, თბილისში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. იგი საქართველოში რამდენიმე წლის წინათ მართლმადიდებლური წესით მოინათლა, უაღრესად დიდ პატივს სცემდა საქართველოს, მის კულტურას, ისტორიას და ტრადიციებს.

 

 

ევა ბერგერს ავსტრიაში დაკრძალავენ.

 

 

 

კომენტარები: 1
#1   მანანა თურმანიძე
      
ძალიან ვწუხვარ ქ-ნი ევა ბერგერის გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებ მის ოჯახს. ქ-ნ ევას ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან ვიცნობდი, ეს იყო საქმიანი ქალბატონი, კარგი მენეჯერი, კარგი დიპლომატი და ბოლოს შესანიშნავი ადამიანი. საქართველომ მისი სახით ერთგული მეგობარი დაკარგა.
2 თებერვალი 2016 23:28
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი